აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სოციალური პროგრამები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

ტელეფონი: (+995) 551 08 09 84

ელ.ფოსტა: contactus@mhsa.gov.ge

მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი №16, სართული 6, 0186, თბილისი, საქართველო

 

2022 წლის პროგრამები

 ამბულატორიული დახმარების პროგრამა (10 ქვეპროგრამა)

 

  1. კომპიუტერული ტომოგრაფიული გამოკვლევა:
  • CT ანგეოგრაფიით
  • CT კონტრასტით
  • CT

პროგრამით მოსარგებლეები:

აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები პირი.

 

  1. ბირთვულ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიული გამოკვლევა:
  • MRI 1,5 ტესლა;
  • MRI 3 ტესლა;
  • MRI ანგიოგრაფიით;
  • MRI კონტასტრით;
  • MRI ანესთეზიით;

პროგრამით მოსარგებლეები:

აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები პირი.

 

  1. ენდოსკოპიური გამოკვლევა:
  • ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია ანესთეზიით და ანესთეზიის გარეშე;
  • კოლონოსკოპია ანესთეზიით;

პროგრამით მოსარგებლეები:

აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები პირი.

 

  1. სარეაბილიტაციო და აბილიტაციური მკურნალობა:
  • რეაბილიტაცია:
  • ფიზიკური თერაპია;
  • ჰიდროკინეზო თერაპია;
  • აპარატურული ფიზიოთერაპია;
  • აბილიტაცია:
  • ქცევითი თერაპია;
  • ოკუპაციური თერაპია;
  • მეტყველების თერაპია;
  • ფსიქოთერაპია;

პროგრამით მოსარგებლეები:

რეაბილიტაცია - ტრავმისა და ნევროლოგიური სტატუსის მქონე ბენეფიციართათვის;

აბილიტაცია - განვითარების ეტაპის დარღვევის მქონე ბავშვებისათვის.

 

  1. ინსტრუმენტული გამოკვლევები:
  • თავის ტვინის სისხლძარღვთა დოპლეროგრაფია;
  • ქვედა კიდურების სისხლძარღვთა დოპლეროგრაფია;
  • ციფრული რეტგენოგრაფია;
  • ართროექოსკოპია;
  • ექოკარდიოგრაფია;
  • ელექტროენცეფალოგრაფია;

პროგრამით მოსარგებლეები:

აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები პირი.

 

  1. ლაბორატორიული გამოკვლევები:
  • კუაგულოგრამა;
  • D-დიმერის განსაზღვრა;
  • C-რეაქტიული ცილა;
  • ლიპიდური სპექტრი;

პროგრამით მოსარგებლეები:

აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები პირი.

 

  1. ოფთალმოლოგიური პროფილის პათოლოგიათა ამბულატორიული ოპერაციული მკურნალობა:
  • თვალის რეფრაქციული ანომალიის ექსიმერული ლაზერით კორექცია;

პროგრამით მოსარგებლეები:

თვალის მძიმე და საშუალო ხარისხის რეფრაქციული ანომალიის მქონე პირი.

 

  1. დასავლეთ საქართველოს რეგიონში კომპიუტერული ტომოგრაფიული გამოკვლევები:
  • CT (არასაპენსიო ასაკის ბენეფიციართათვის);
  • CT ანგეოგრაფიით;

პროგრამით მოსარგებლეები:

აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები პირი.

 

  1. ორთოპედიული (სტომატოლოგიური პროთეზირება) მომსახურება

პროგრამით მოსარგებლეები:

აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები პირი.

 

  1. მხედველობის ორგანოს სკრინინგული გამოკვლევა:
  • ექიმ-სპეციალისტის კონსულტაცია;
  • რქოვანას ტოპოგრაფია;
  • ოპტიკურ-კოჰერენტული ტომოგრაფია;
  • კომპიუტერული პერიმეტრია;

პროგრამით მოსარგებლეები:

აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები პირი.

 

ჰოსპიტალური დახმარების პროგრამა (2 ქვეპროგრამა)

 

  1. მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროთეზირება (არასაპენსიო ასაკის ბენეფიციარებისთვის)

პროგრამით მოსარგებლეები:

აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები საპენსიო არასაპენსიო ასაკის მქონე პირი.

 

  1. გეგმიური კორონარული ანგიოგრაფია

პროგრამით მოსარგებლეები:

აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები პირი.

  • სოციალურად დაუცველი;
  • შშმ სტატუსის მქონე;
  • ვეტერანები;
  • პენსიონერი;
  • მარჩენალდაკარგული;

 

სოციალური მხარდაჭერის პროგრამა (5 ქვეპროგრამა)

 

  1. ჰოსპიტალური მომსახურების, ამბულატორიული ოპერაციული მკურნალობისა და სტაციონარულ პირობებში დიაგნოსტიკის თანადაფინანსების ხელშეწყობა

პროგრამით მოსარგებლეები:

აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები პირი.

 

  1. ონკოპაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების ხელშეწყობა
  • სხივური თერაპიის თანადაფინანსება;
  • ჰორმონო და ქიმიო თერაპიის თანადაფინანსება;
  • სპეციფიკური მედიკამენტებით თანადაფინანსება;
  • რადიოაქტიური იოდით მკურნალობის თანადაფინანსება;

პროგრამით მოსარგებლეები:

აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები პირი.

 

  1. აფხაზეთიდან დევნილთა მრავალპროფილური  სკრინინგული კვლევა
  • მაღალკვალიფიციური სხვადსხვა პროფილის სპეციალისტების მიერ ბენეფიციართა ადგილზე გამოკვლევა;

პროგრამით მოსარგებლეები:

კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილები

 

  1. სამედიცინო დანიშნულების საგნების, ინდივიდუალური დაცვის და პაციენტთა მოვლის საშუალებების შეძენა

პროგრამით მოსარგებლეები:

აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები პირი.

 

  1. ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ბავშვთა საკურორტო გამაჯანსაღებელი ბანაკი

პროგრამით მოსარგებლეები:

აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები პირი.

  • 18 წლამდე ასაკის პირები;

 

აფხაზეთიდან დევნილი  და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მომუშავე  ექიმების და საშუალო სამედიცინო პერსონალის გადამზადების პროგრამა

 

პროგრამით მოსარგებლეები:

აფხაზეთიდან დევნილი  და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მომუშავე  ექიმები და საშუალო სამედიცინო პერსონალი;

 

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ა(ა)იპ  აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებთან კოორდინაციის სააგენტო

 

ტელეფონი: +995 577 09 25 51

ელ.ფოსტა: acmi.abkhazia@gmail.com

მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი №16, სართული 6, 0186, თბილისი, საქართველო

 

2022 წლის პროგრამები

 

  1. საკონსულტაციო-სადიაგნოსტიკო მომსახურების ანაზღაურების პროგრამა

პროგრამით მოსარგებლეები:

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირები.

 

  1. სარიტუალო მომსახურების ანაზღაურების პროგრამა

პროგრამით მოსარგებლეები:

საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გარდაცვლილი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები   მოქალაქეები.  

 

  1. აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების (მათ შორის კოვიდსტაციონარების) მედიკამენტებით მხარდაჭერის პროგრამა

პროგრამით მოსარგებლეები:

აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი სამედიცინო დაწესებულებები (მათ შორის გაგრის, გუდაუთის, სოხუმის, ოჩამჩირის, ტყვარჩელის კოვიდ-სტაციონარები).

 

  1. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების აღჭურვის პროგრამა

პროგრამით მოსარგებლეები:

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედი სამედიცინო დაწესებულებები (ა(ა)იპ-ები).

 

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტრო

ტელეფონი: (+995) 231 32 06

ელ.ფოსტა: infoidp@abkhazia.gov.ge ან idp@abkhazia.gov.ge 

მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი №16, სართული 7, 0186, თბილისი, საქართველო

 

2022 წლის პროგრამები

 

  1. ქვეპროგრამა „დევნილთა საცხოვრებლებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების უზრუნველყოფა“

პროგრამა ითვალისწინებს დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით მცირე და გადაუდებელი სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოებს დევნილთა საერთო სარგებლობის ფართებში.

პროგრამის ფარგლებში თბილისსა და საქართველოს რეგიონებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა განსახლების ობიექტში მცხოვრებ დევნილებს (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს და საინიციატივო ჯგუფებს) უფლება აქვთ ისარგებლონ 2000 ლარამდე მცირე და გადაუდებელი სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების დაფინანსებით.

ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფი:

დახმარების   მოთხოვნის   უფლება   აქვთ თბილისსა და საქართველოს რეგიონებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა განსახლების ობიექტში მცხოვრებ დევნილებს (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას და საინიციატივო ჯგუფს).

საკონტაქტო პირი - ნინო კოტუა 599 85 52 77

 

  1. ბინათმესაკუთრეთა მხარდაჭერის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მუნიციპალური პროგრამებით სარგებლობის თანამონაწილეობის ქვეპროგრამა

პროგრამა ითვალისწინებს საქართველოს რეგიონებში არსებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა განსახლების ობიექტში შექმნილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მიერ წარდგენილი განაცხადის   შესაბამისად,   მუნიციპალური   ორგანოების მიერ დაფინანსებულ პროექტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს თანადაფინანსებას.

პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ამხანაგობების ჩამოყალიბება და შესაბამის სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით გაეწევათ სათანადო კონსულტაცია.

მოსარგებლე ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფი:

დახმარების მოთხოვნის უფლება აქვთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა განსახლების ყველა ობიექტში მცხოვრებ დევნილებს საქართველოს რეგიონებში, სადაც შექმნილია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები.

საკონტაქტო პირი - ნინო ჯეჯეია 599 85 52 84

 

  1. ქვეპროგრამა „დევნილთა განსახლების ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფა“

პროგრამა ითვალისწინებს აფხაზეთიდან დევნილთა ჩასახლებების შენობა-ნაგებობებში, საჭიროების შესაბამისად, სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარებას (წყალკანალიზაციის პრობლემები, შენობა-ნაგებობის სახურავის აღდგენა/გამოცვლა).

ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფი:

დახმარების მოთხოვნის უფლება აქვთ თბილისსა და საქართველოს რეგიონებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა განსახლების ობიექტში მცხოვრებ დევნილებს (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა/საინიციატივო ჯგუფი).

საკონტაქტო პირი - ნინო კოტუა 599 85 52 77

 

  1. ქვეპროგრამა „აფხაზეთიდან დევნილი შეჭირვებული მოსახლეობისათვის სარემონტო/სამშენებლო მასალებით დახმარება“

პროგრამა ითვალისწინებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან დევნილთა განსახლების ობიექტებში, რომელზეც არ განხორციელებულა სახელმწიფოს მიერ სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები, მოწყვლადი ოჯახების სამშენებლო/სარემონტო მასალებით დახმარებას.

დახმარების მოთხოვნის უფლების მქონე პირები მიიღებენ არანაკლებ 500 ლარის და არაუმეტეს 1000 ლარის ღირებულების სამშენებლო-სარემონტო მასალებს.

ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფი:

აფხაზეთიდან დევნილ ოჯახები, რომლებიც ცხოვრობენ დევნილთა განსახლების ობიექტებში, რომლებზეც არ განხორციელებულა სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები და არის:

  • მარტოხელა სოციალურად დაუცველი, რომლის ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში არის 100 000 და ნაკლები;
  • ოჯახი არის მრავალშვილიანი (სამი და მეტი არასრულწლოვანი);
  • ოჯახის შემადგენლობის უმეტესობა არის საპენსიო ასაკის და სოციალურად დაუცველი, რომლის ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში არის 100 000 და ნაკლები;

საკონტაქტო პირი - ნინო ჯეჯეია 599 85 52 84

 

  1. „დევნილთა დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა“

პროგრამა ითვალისწინებს აფხაზეთიდან დევნილ სოციალურად მძიმე კატეგორიის ოჯახებისათვის საცხოვრებლით უზრუნველყოფაში მხარდაჭერას ქირის თანხის ანაზღაურების გზით. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტრო უზრუნველყოფს საცხოვრებლის დაქირავებისათვის საჭირო თანხით (300 ლარამდე), აღნიშნული კატეგორიის ბენეფიციარებს საბიუჯეტო წლის განმავლობაში ერთხელ სამ/ექვს თვემდე ვადით.

ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფი:

  • სტიქიური უბედურების ან უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებული ოჯახი (საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე);
  • მრავალშვილიანი ოჯახები (სამი და მეტი არასრულწლოვანი);
  • სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში შეადგენს 65 000;
  • მარტოხელა მშობლები და აფხაზეთის ომში დაღუპული პირის მშობლები;
  • აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირი/ოჯახი.

საკონტაქტო პირი - მაკა ფიფია 599 85 52 87

 

  1. აფხაზეთიდან დევნილი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების მხარდაჭერის პროგრამა

პროგრამა ითვალისწინებს აფხაზეთიდან დევნილ სოციალურად მძიმე კატეგორიის ომისა და სამხედრო/თავდაცვის ვეტერანთა ერთჯერად დახმარებას. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტრო უზრუნველყოფს მათ ერთჯერადი დახმარებით საბიუჯეტო წლის განმავლობაში ერთხელ.

ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფი:

  • სოციალურად დაუცველი (65000 ქულა) აფხაზეთიდან დევნილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები;
  • აფხაზეთის ომში დაღუპულის ოჯახის წევრები;
  • აფხაზეთიდან დევნილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები, რომლებიც არიან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
  • მარტოხელა აფხაზეთიდან დევნილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები.

საკონტაქტო პირი - ნანა აფაქიძე 599 85 52 91

 

  1. აფხაზეთიდან დევნილთა განსახლების ობიექტებში მცხოვრები დევნილი ოჯახების გამრიცხველიანბა/აბონირების პროგრამა

პროგრამა ითვალისწინებს აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად მძიმე კატეგორიის ოჯახებისათვის საცხოვრებელ ფართებზე გამრიცხველიანება/აბონირებისათვის აუცილებელი თანხის ანაზღაურებას. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტრო უზრუნველყოფს დევნილთა საცხოვრებელ ფართებზე გამრიცხველიანება/აბონირებისათვის აუცილებელი თანხის ანაზღაურებას.

ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფი:

დახმარების მოთხოვნის უფლება აქვთ აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს, რომლებიც ცხოვრობენ დევნილთა განსახლების ობიექტებში ან სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ფართებში და არ გააჩნიათ დენის, წყლისა და გაზის აბონირება.

საკონტაქტო პირი - მაკა ფიფია 599 85 52 87

 

  1. სოციალური სოლიდარობის პროგრამა

პროგრამა ითვალისწინებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა გარკვეული კატეგორიის სოციალურად მძიმე მდგომარეობის მქონე პირთათვის სადღესასწაულო დღეებში საჩუქრების გადაცემას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტრო უზრუნველყოფს აღნიშნული კატეგორიის ბენეფიციარებისთვის საჩუქრების გადაცემას  სადღესასწაულო დღეებში.

ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფი:

სოციალური სოლიდარობის პროგრამის ფარგლებში დახმარება/საჩუქარი გაიცემა აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებზე, რომლებიც წარმოადგენენ გარკვეული კატეგორიის მქონე ბენეფიციარებს, რომლებზეც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სადღესასწაულო დღეებში გაიცემა საჩუქრები.

საკონტაქტო პირი - ნანა აფაქიძე 599 85 52 91

 

  1. „დევნილთა სოციალური უზრუნველყოფის პროგრამა“

პროგრამა ითვალისწინებს აფხაზეთიდან დევნილთა   სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით, რომელიც გაიცემა შესაბამისი კრიტერიუმის მქონე პირებზე საბიუჯეტო წლის განმავლობაში ერთხელ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით  გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს მიერ.

ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფი:

  • მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები – 150 ლარი;
  • მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები – 200 ლარი;
  • მარჩენალ დაკარგულ პირები – 150 ლარი;
  • დედ-მამით ობოლი არასრულწლოვნები – 250 ლარი;
  • სამი ან მეტი არასრუწლოვანშვილიანი ოჯახები – სამ არასრუწლოვანზე 150 ლარი და ყოველ შემდეგ არასრუწლოვანზე 50 ლარი;
  • 100 წელს გადაცილებული პირები – 200 ლარი;
  • შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები და ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები – 150 ლარი;
  • ონკოლოგიური დაავადების მქონე პირები – 150 ლარი;
  • აუტიზმის სპექტრული აშლილობის მქონე არასრულწლოვნები - 150 ლარი;
  • სტიქიური უბედურების ან უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებული ოჯახები – არაუმეტეს 1000 ლარისა;
  • მარტოხელა მშობელი – 150 ლარი;
  • პირი/ოჯახი, რომლის სოციალური მდგომარეობა არის მძიმე და არ აკმაყოფილებს ზემოთ მითითებულ არცერთ კატეგორიას – არაუმეტეს 500 ლარისა;
  • თუ განმცხადებელი აკმაყოფილებს ზემოთ აღნიშნულ რამოდენიმე კრიტერიუმს, ყოველ დამატებით კრიტერიუმზე გაიცემა 50 ლარი.
  • პირზე/ოჯახზე ერთჯერადი დახმარება გაიცემა საბიუჯეტო წლის განმავლობაში ერთხელ.

საკონტაქტო პირი - დალი კენჯია 599 85 52 56

 

  1. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამხედრო-სავალდებულო და სამხედრო-სარეზერვო სამსახურში გაწვევა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ დევნილ წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა, სამხედრო სამსახურისათვის მომზადება და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ დევნილ რეზერვისტთა სამხედრო-სარეზერვო სამსახურში გაწვევის ორგანიზება და სამხედრო ძალების რეზერვთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა.

ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფი:

  • სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა 17 წლიდან;
  • სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევა 18-27 წ.
  • სამხედრო-სარეზერვო სამსახურში გაწვევა 18-51 წ.
  • სამხედრო ძალების რეზერვი 18-60 წ.

საკონტაქტო პირი - მამუკა ნარსია 595 88 13 80

 

  1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა ან/და ფოტოიდენტურობის დადასტურება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა და/ან ფოტოიდენტურობის დადასტურება.

ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფი:

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ხდება საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება/აღდგენის, საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ, საქართველოში დაბრუნების სურვილის მქონე  თანამემამულეთა დოკუმენტაციის მოწესრიგებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების/აღდგენის ხელშეწყობა.

საკონტაქტო პირი - ეკატერინე ბიგვავა 595 26 95 20

 

 -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სსიპ „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტო

2022 წლის პროგრამები

 

  1. „დევნილთა კომპაქტური განსახლების იბიექტებში საერთო სარგებლობის ფართების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის გადაცემის ხელშეწყობა“

პროგრამა ითვალისწინებს დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში შექმნილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის მათ საერთო სარგებლობაში არსებული ფართების კერძო საკუთრებაში გადაცემას. შერჩეულ ობიექტზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საერთო სარგებლობის ფართების აზომვას შემდგომი რეგისტრაციის მიზნით. აზომვით ნახაზებზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების დატანას.

ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფი:

პროგრამის ფარგლებში დახმარების მოთხოვნის უფლება აქვთ თბილისსა და საქართველოს რეგიონებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა განსახლების ობიექტში მცხოვრებ დევნილებს, სადაც შექმნილია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები.

საკონტაქტო პირი - გიორგი გვაზავა 595705159

 

  1. იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა იურიდიული მხარდაჭერის პრგრამა

პროგრამა ითვალისწინებს: ა) დევნილი ბენეფიციარების მიერ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობას; ბ) საკუთარი უფლებების დაცვის მიზნით, დევნილი ბენეფიციარებისათვის სამართლებრივად სწორი და საჭირო ინფორმაციის მიწოდებას; გ) დევნილთა უფლებებისა და ინტერესების დაცვას; დ) "იძულებით გადაადგილებულ პირთა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას და ეროვნული სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით სტრატეგიული სამართალწარმოების უზრუნველყოფას".

ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფი:

პროგრამის ფარგლებში დახმარების მოთხოვნის უფლება აქვთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ ყველა დევნილ პირს.

საკონტაქტო პირი - გიორგი გვაზავა 595705159

 

  1. „დევნილთა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიმიტიმურად მცხოვრები მხარდაჭერის პროგრამა“

პროგრამა ითვალისწინებს დევნილთა და ეკომიგრანტთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობას და მათი საარსებო მდგომარეობის გაუმჯობესებას, თვითდასაქმების პერსპექტივის შექმნას.

პროგრამა ასევე ითვალისწინებს ქართულ-აფხაზურ საზოგადოებებს შორის სახალხო დიპლომატიის გაძლიერებას და ახლებური ტიპის დიალოგის ხელშეწყობას, სახელმწიფო ინსტიტუტების, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ახალგაზრდა ლიდერების ძალისხმევით კონფლიქტის გაანალიზებას და შესაბამისი მექანიზმებით მისი უარყოფითი შედეგების დაძლევას.

ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფი:

პროგრამის ფარგლებში დახმარების მოთხოვნის უფლება აქვთ თბილისსა და საქართველოს რეგიონებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ-დევნილ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებს.

საკონტაქტო პირი - გიორგი გვაზავა 595705159

 

  1. „დევნილთა მომსახურების ცენტრების პროგრამა“

სსიპ „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტო“ დევნილთა მომსახურების ცენტრების პროგრამის საშუალებით უფლებამოსილებების ფარგლებში განახორციელებს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ინიციატივების მხარდაჭერას, მათი ეროვნული ღირებულებების განვითარებასა და მათ სხვადასხვა სამშვიდობო ინიციატივაში ჩართვის ხელშეწყობას, მათ შორის პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენას, ინტერესის სფეროში დახელოვნების ხელშეწყობას, საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის კუთხით თანამშრომლობის გაძლიერებასა და ამ პროცესებში აფხაზეთის მოსახლეობის ჩართულობის ხელშეწყობას.

გარდა ამისა, დევნილთა მომსახურების ცენტრების მშენებლობა ქალაქ ზუგდიდში წარმოადგენს სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტს, ერთი მხრივ თავისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, რადგანაც ქ. ზუგდიდი „გამყოფ ხაზთან“ ახლოს მდებარე ლოკაციაა, შესაბამისად აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვისაც უფრო ადვილი და მოქნილი იქნება ცენტრის აქტივობებში მონაწილეობის მიღება, ხოლო მეორე მხრივ  ცენტრით განსაზღვრული ღონისძიებები კარგი მაგალითია საერთაშორისო საზოგადოების მოსაზიდად და მათი მხარდაჭერით აფხაზეთის მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული სხვადასხვა პროექტების განსახორციელებლად.

ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფი:

პროგრამის ფარგლებში დახმარებას მიიღებს თბილისსა და საქართველოს რეგიონებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული-დევნილი პირები.

საკონტაქტო პირი - გიორგი გვაზავა 595705159

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

ტელეფონი: (+995 32) 214 00 83

ელ.ფოსტა: economy@abkhazia.gov.ge

მისამართი: მიხეილ თამარაშვილის ქუჩა №15ა, 0186, თბილისი, საქართველო

 

სსიპ „ეკონომიკური პროგრამების სააგენტო“

2022 წლის პროგრამები (ქვეპროგრამები)

 

 

  1. ეკონომიკური სერვისების მიწოდების“ პროგრამა.

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირების დასაქმების ხელშეწყობის, ეკონომიკური აქტივობის წამოწყებისა და საქმიანობის განვითარების მიზნით, განხორციელდება შესაბამისი სერვისების მიწოდება როგორც საკონსულტაციო-საინფორმაციო გზით, ასევე პროდუქტიული მომსახურეობის გაწევის მეშვეობით.  პროგრამა ხორციელდება მასში ქვემოდ ჩამოთვლილი ოთხი ქვეპროგრამის იმპლემენტაციის საფუძველზე.

    

  • დასაქმების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამა

საკომისიო და საკონკურსო საფუძველზე განხორციელდება აფხაზეთიდან დევნილთა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირების შერჩევა (ბენეფიციარები), რომლებსაც უკვე გააჩნიათ ან სურთ მიიღონ სპეციალური პროფესიულ-ტექნიკური განათლება, შემდგომი შესაბამისი აღჭურვილობის მიღებისა და საქმიანობის წამოწყებისა და განვითარების მიზნით.

 

*შენიშვნა: ქვეპროგრამასა და კონკურსში მონაწილეობის დეტალური პირობები და კრიტერიუმები გამოქვეყნდება დამატებით.

 

 

1.2.     „ეკონომიკური საქმიანობის მომსახურეობის“ ქვეპროგრამა

ქვეპროგრამა ძირითადად გულისხმობს რუხის „საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის“ საქმიანობას, სადაც იქ დასაქმებული სპეციალისტები ყოველდღიურ მაღალკვალიფიციურ საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურეობას გაუწევენ აფხაზეთიდან დევნილებსა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებს, მათ შორის: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის, ფოთლისა და წყლის ანალიზის პროცესში; სხვადასხვა საინფორმაციო მასალებით უზრუნველყოფაში; ადგილობრივ, სახელმწიფო და საერთაშორისო ეკონომიკურ პროგრამებსა და პროექტებში ჩართულობის ხელშეწყობაში; დახმარების გაწევა გარკვეული დოკუმენტების, სააპლიკაციო ფორმებისა და ბიზნეს-პროექტების მომზადებაში.

 

  • ეკონომიკური მომსახურეობა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე“ ქვეპროგრამა

ქვეპროგრამა ითვალისწინებს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირებისათვის შესაბამისი  სპეციალისტებისა და კოორდინატორების მიერ, მათზე წინასწარ გადანაწილებული სოფლების მიხედვით,  ვეტმომსახურეობისა და მცენარეთა დაცვითი ღონისძიებების უზრუნველყოფას. 

 

  • ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადების მომსახურეობა“ ქვეპროგრამა

შესაბამისი მომართვიანობის საფუძველზე, ისეთი მომსახურეობის გაწევა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისათვის, როგორიცაა: ინფრასტრუქტურულ ნაწილში დეფექტური აქტების შედგენა; საჭიროების შემთხვევაში პროექტების არქიტექტურული და კონსტრუქციული ნაწილების აზომვების გაკეთება; ლოკალურ-რესურსული ხარჯთაღრიცხვის მომზადება.

 

  1. ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერის“ პროგრამა

პროგრამა გულისხმობს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირების ისეთ პროდუქტიულ მხარდაჭერას, რომელიც ეფექტურად წაახალისებს, განამტკიცებს და გააძლიერებს მათ ეკონომიკურ და სამეწარმეო საქმიანობას, მათ შორის აგრარული მიმართულებით, რაც საბოლოო ჯამში გააუმჯობესებს და აამაღლებს ბენეფიციართა ეკონომიკურ მდგომარეობასა და შესაძლებლობებს. პროგრამა ხორციელდება მასში ქვემოდ ჩამოთვლილი სამი ქვეპროგრამის იმპლემენტაციის საფუძველზე.

 

2.1.     „დევნილთა სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის“ ქვეპროგრამა;

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების ეკონომიკური საქმიანობის, შესაძლებლობებისა და მდგომარეობის გაუმჯობესებისა და გაძლიერების მიზნით, საკონკურსო-საკომისიო საფუძველზე შერჩეული ბენეფიციარების  ბიზნეს-პროექტების, სამეწარმეო და საქმიანი წინადადებების მხარდაჭერა, შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის (მოწყობილობა, დანადგარები,  ინვენტარი) უზრუნველყოფის გზით.

 

*შენიშვნა: ქვეპროგრამასა და კონკურსში მონაწილეობის დეტალური პირობები და კრიტერიუმები გამოქვეყნდება დამატებით

 

2.2  „სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების მხარდაჭერის“ ქვეპროგრამა

ქვეპროგრამა ითვალისწინებს საკონკურსო და საკომისიო საფუძველზე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირების ხელშეწყობას სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების პროცესში, მათ შორის მრავალწლიანი ნერგებით უზრუნველყოფისა და მხარდაჭერის გზით.

ასევე ქვეპროგრამა გულისხმობს თანადაფინანსების გზით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების ჩართულობის ხელშეწყობას სახელმწიფო პროგრამაში „დანარგე მომავალი“.

 

*შენიშვნა: ქვეპროგრამასა და კონკურსში მონაწილეობის დეტალური პირობები და კრიტერიუმები გამოქვეყნდება დამატებით

 

2.3.     „დევნილ მეფუტკრეების საქმიანობის გაძლიერების“ ქვეპროგრამა

ქვეპროგრამა მიზანმიმართულია აფხაზეთიდან დევნილი მეფუტკრეების, მათ შორის დამწყები მეფუტკრეების, საქმიანობის განმტკიცებასა და გაძლიერებაზე, პირველ რიგში, მათი შესაბამისი და სპეციფიური მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის მხარდაჭერის გზით. ამასთან დაკავშირებით, სააგენტოს მიერ შეძენილ იქნება გარკვეული რაოდენობის ფუტკრის ოჯახი და ამანათნაყარი და საკონკურსო-საკომისიო საფუძველზე შერჩეული ბენეფიციარები უზრუნველყოფილ იქნებიან შესაბამისი რაოდენობის ბიოლოგიური აქტივით (ფუტკრის ოჯახით) დაკომპლექტებული სკითა და სათანადო აღჭურვილობა-ინვენტარით.

 

*შენიშვნა: ქვეპროგრამასა და კონკურსში მონაწილეობის დეტალური პირობები და კრიტერიუმები გამოქვეყნდება დამატებით

 

ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფები

ზემოთ მითითებული პროგრამის (ქვეპროგრამის) და სერვისის ბენეფიციარები შეიძლება იყვნენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ფიზიკური (ან/და იურიდიული) პირები და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირები (მიზნობრივი ჯგუფი), რომლებიც ახორციელებენ ან სურთ დაიწყონ ეკონომიკური და სამეწარმეო საქმიანობა.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: თბილისი, მ. თამარაშვილის ქ. №15ა;

სააგენტოს „პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების“ დეპარტამენტის უფროსი - ჯანო ქირთბაია 599855369;

 ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

სსიპ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა“

 

პალატის სერვისების ბენეფიციარები არიან :აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეები.

პალატის მისამართია: ქ. თბილისი, ვაჟა–ფშაველას გამზ. N16.

 

  1. აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების პროდუქციისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის ელექტრონულ ბიზნეს კატალოგში განთავსება (ელექტრონული ბიზნეს კატალოგის ბმული: chamber.abcci.ge)

 

ელექტრონული ბიზნეს კატალოგის საშუალებით მომხმარებელს ეძლევა საშუალება გაეცნოს აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების საქმიანობას, მათ მიერ წარმოებულ პროდუქციას, პირდაპირ დაუკავშირდეს მეწარმეებს  თანამშრომლობისათვის ან პროდუქციის შესაძენად.

საკონტაქტო პირი: ნანა მაჭარაშვილი

ელ.ფოსტა: abcpalata@gmail.com

მობ.595 23 14 17

 

  1. აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეებისათვის პროექტისა და ბიზნეს გეგმის შედგენაში დახმარება (ფინანსური წყაროების მოპოვების მიზნით, საგრანტო კონკურსებში მონაწილეობისათვის დევნილებისთვის ბიზნეს გეგმების შედგენაში დახმარება).

 

საქონტაქტო პირი: მარიამ გაბუნია

ელ.ფოსტა: mariamvaggab@gmail.com

მობ.597 87 79 57

 

  1. ბიზნეს-შეხვედრების, ვიზიტების, B2B შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება, კომპანიებისა და მეწარმეების ბიზნესსაქმიანობის ხელშეწყობა.

 

საკონტაქტო პირი: ნანა მაჭარაშვილი

ელ.ფოსტა: abcpalata@gmail.com

მობ.595 23 14 17

 

  1. ბიზნეს-სექტორისათვის დარგობრივი, თემატური სემინარებისა და ტრენინგების ორგანიზება, კომპანიებისა და მეწარმეების ბიზნესსაქმიანობის ხელშეწყობა.

 

საკონტაქტო პირი: ნანა მაჭარაშვილი

ელ.ფოსტა: abcpalata@gmail.com

მობ.595 23 14 17

 

  1. ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის ორგანიზება, მცირე და საშუალო მეწარმეების საქმიანობის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.

 

საქონტაქტო პირი: ნანა მაჭარაშვილი

ელ.ფოსტა: abcpalata@gmail.com

მობ.595 23 14 17

 

  1. აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო სპეციალური თანხმობისა და სპეც. საწარმოს სტატუსის მისაღებად კონსულტაციების გაცემა. კომპანიებისა და მეწარმეებისათვის  ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ბიზნესსაქმიანობის დასაწყებად, კონსულტაციის გაცემა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

საკონტაქტო პირი: გოგიტა თედორაძე

ელ.ფოსტა: tedoradze.mark@gmail.com

მობ.599 60 33 55

 

  1. დაინტერესებული კომპანიისათვის ბიზნეს პარტნიორების მოძიება, კომპანიებისა და მეწარმეების ბიზნესსაქმიანობის ხელშეწყობა.

 

 საკონტაქტო პირი: მარიამ გაბუნია

 ელ.ფოსტა: mariamvaggab@gmail.com

 მობ.597 87 79 57

 

  1. სამართლებრივი კონსულტაცია. აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეებისათვის, მათი საქმიანობიდან გამომდინარე სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა.

 

საკონტაქტო პირი: ავთანდილ ხარატი

ელ. ფოსტა: a_kharati@yahoo.com

მობ. 577 52 77 07

 ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

სსიპ „აფხაზეთის ქონების განკარგვისა და საწარმოთა მართვის სააგენტო“

 

პროგრამა „ოკუპირებულ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განთავსებული სახელმწიფო უძრავი ქონების საკადასტრო აღწერა“ 

პროგრამის მიზანი

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე განთავსებული სახელმწიფო უძრავი ქონების პირველადი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოძიება და შესაბამისი წესით სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ რეგისტრაცია;

პროგრამის კოორდინატორი

ალექსანდრე თურქია - 595113353;

ელ. ფოსტა: aleksandreturkia@gmail.com

მის:  ქ. თბილისი, თამარაშვილის №15ა;

 

პროგრამა სსიპაფხაზეთის ქონების განკარგვისა და საწარმოთა მართვის სააგენტო“- მართვაში არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირების (შპს) მარკეტინგული მომსახურება“.

პროგრამა ითვალისწინებს თანამედროვე და ინოვაციური მარკეტინგული სისტემის დანერგვას სსიპ „აფხაზეთის ქონების განკარგვისა და საწარმოთა მართვის სააგენტო“-ს მართვაში მყოფ კომპანიებში. ციფრული და ასევე ტრადიციული მარკეტინგის გამოყენებით პოლიკლინიკების კონკურენტუნარიანობის გაზრდა. ადგილობრივ კერძო კომპანიებთან მიმართებაში, რომლებიც უკვე აქტიურად იყენებენ მსგავსი ტიპის მარკეტინგულ სტრატეგიებს.

პროგრამის კოორდინატორი

ავთანდილ ძაგანია - 568387920;

ელ. ფოსტა: avtodzagania@gmail.com

მის:  ქ. თბილისი, თამარაშვილის №15ა;

 ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

სსიპ „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლების და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი - ბიზნეს-ინკუბატორი“

 

 

  1. სტაჟირებასწავლება სსიპის მოიჯარეთა არსებულ ბაზაზე

 

დასაქმების და/ან საკუთარი ბიზნესის წამოწყების მსურველებისათვის კვალიფიკაციის ამაღლება და/ან ახალი სპეციალობის  დუალური სწავლების მეთოდით შესწავლა, სსიპ–ის მოიჯარეთა ბიზნესების (საწარმოების) ბაზაზე, ხელშეკრულებებით წინასწარ განსაზღვრული პირობებით, უსასყიდლოდ.

 

პროგრამით მოსარგებლეები:

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები

 

კოორდინატორი - მამუკა ცხვარაძე 599 46 81 82

ელ.ფოსტა - cxvaradze.mamuka@mail.ru

 

  1. სტაჟირება–სწავლება სსიპ–ის არსებული სასწავლო ბაზის გარეთ

 

პროგრამა გათვალისწინებულია დასაქმების და/ან საკუთარი ბიზნესის წამოწყების მსურველთა იმ კატეგორიისათვის, რომლებსაც სურვილი აქვთ შეისწავლონ ისეთი პროფესიები/ბიზნესები, რომლებიც მოთხოვნადია შრომის ბაზარზე, მაგრამ  სსიპ–ის ტერიტორიაზე არ ფუნქციონირებენ. მოეწყობა სასწავლო კურსები სხვა იმ კერძო საწარმოებების ბაზაზე, რომლებიც ფუნქციონირებენ სსიპ–ის მიმდებარედ ან მისთვის მისაწვდომ გეოგრაფიულ არეალში. 

 

პროგრამით მოსარგებლეები:

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები

 

კოორდინატორი - მამუკა ცხვარაძე 599 46 81 82

ელ.ფოსტა - cxvaradze.mamuka@mail.ru

 

  1. სამუშაოს მაძიებელთა ინფორმირების ხელშეწყობა შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნებისა და არსებული ვაკანსიების შესახებ

 

სსიპ სამუშაოს მაძიებელთა დასაქმებისა და/ან საკუთარი ბიზნესების წამოწყებისათვის აუცილებელ შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე დაყრდნობით მოიძიებს  შესაბამის ბაზას  და სხვა საჭირო რესურსებს,  მოახდენს მათ ინფორმირებას შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესახებ.

 

პროგრამით მოსარგებლეები:

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები

 

კოორდინატორი - გოჩა კუჭუხიძე 558 17 70 47

ელ.ფოსტა - zombre@mail.ru

 

  1. საკუთარი ბიზნესის წამოწყების მსურველთა ხელშეწყობა ბიზნესგეგმების შემუშავებასა და დაფინანსების წყაროების მოძიების საქმეში

 

სსიპ სათანადო უნარჩვევებისა და ცოდნის მქონე სპეციალისტების ჩართულობით უზრუნველყოფს საკუთარი ბიზნესის წამოწყების მსურველ ბენეფიციართა დახმარებას ბიზნესგეგმების შემუშავება–დახვეწისა და საჭირო ფინანსური და/ან ტექნიკური რესურსების მოძიების საქმეში როგორც ინდივიდუალურ ფორმატში, ასევე სათანადო ტრენინგ-სემინარების ორგანიზების სახით.

 

პროგრამით მოსარგებლეები:

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები

 

კოორდინატორი - ონისე ზივზივაძე 555 50 54 25

ელ.ფოსტა - onise.zivzivadze@gmail.сom

 

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი

ტელეფონი: (+995 32) 223 40 20

ელ.ფოსტა: justice@abkhazia.gov.ge

მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი №17ე, 0186, თბილისი, საქართველო

 

2022 წლის პროგრამები

  1. სამშვიდობო რესურსი-ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მხარდაჭერა

ქვეპროგრამა ითვალისწინებს შერიგებაზე და ქართულ-აფხაზური საზოგადოების გაერთიანებაზე  ორიენტირებული სხვადასხვა მიმართულების პროექტების მხარდაჭერას. ქვეპროგრამის მიზანია   აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის   კომუნიკაციისა  და ურთიერთობების გაძლიერება,  შერიგებაზე და ქართულ-აფხაზური საზოგადოების გაერთიანებაზე  ორიენტირებული სხვადასხვა მიმართულების პროექტების განხორციელების ხელშეწყობა. 

შემადგენელი კომპონენტები:

  • ტრენინგები, სემინარები, სასწავლო კურსები, მასტერკლასები, საჯარო ლექციები, კონფერენციები საინფორმაციო კამპანიები, გამოფენები;
  • სპორტული და ეკოლოგიური აქციები;
  • „აფხაზეთობის“ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები;
  • ნდობის აღდგენის, შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობისაკენ მიმართული სხვადასხვა აქტივობები.

ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფი:

  • აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება;
  • აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები;
  • სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

 

  1. მშვიდობის ლაბორატორია

აფხაზურ-ქართულ საზოგადოებებს შორის კვლავ პრიორიტეტულია ფართომასშტაბიანი დიალოგის, ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესის შემდგომი გააქტიურება და დინამიურად წარმართვა, რაც კონფლიქტის შედეგად წარმოქმნილი და ხელოვნურად გაღვივებული გაუცხოების დაძლევას, ურთიერთგაგების, ურთიერთპატივისცემისა და მშვიდობიან გარემოში თანაცხოვრების საერთო ინტერესსა და სურვილს ეფუძნება. ქვეპროგრამის მიზანია ქართული და აფხაზური საზოგადოებების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისა და  კონფლიქტების პრევენციის მიმართულებით ისეთი აქტივობების ხელშეწყობა, რომლებიც მხარს უჭერს ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოებების გაერთიანებას  და ითვალისწინებს ისეთი პროექტების ინიცირებას, რომლებიც უფრო დინამიურს გახდის სამშვიდობო პროცესს.

შემადგენელი კომპონენტები:

  • ონლაინ სასწავლო კურსები, პროფესიული სასწავლო კურსები, ტრენინგები;
  • საგანმანათლებლო, საინფორმაციო და სხვადასხვა ტიპის არაფორმალური შეხვედრები;
  • ვებინარები, კონფერენციები;
  • კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებები;
  • სხვადასხვა სახის კონკურსები.

ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფი:

  • აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება;
  • აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირები;
  • სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები;
  • საზღვარგარეთ მცხოვრები დევნილი თანამემამულეები;
  • აფხაზეთის თემატიკით დაინტერესებული ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოება.

 

  1. სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერა

ქვეპროგრამის მიზანია სამოქალაქო ინტეგრაციასთან დაკავშირებით შემუშავებული პროექტების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება და, ამასთანავე, ისეთი პროექტების შემუშავება, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ ცოდნა, აიმაღლონ კომპეტენცია და გაიუმჯობესონ აქტიური მოქალაქეობისათვის საჭირო უნარ-ჩვევები, შეისწავლონ დევნილი თემისათვის აქტუალური პრობლემების გადაჭრის სხვადასხვა გზები, მოცემულ, ადგილობრივ რეალობაში მოახდინონ თემის მობილიზება და ღონისძიებების ორგანიზება ადგილობრივ დონეზე.

შემადგენელი კომპონენტები:

  • საქართველოს მასშტაბით მოსახლეობის სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებთან შეხვედრების მოწყობა; მათი საჭიროებებისა და ინტერესების იდენტიფიცირება;
  • სამოქალაქო ინტეგრაციის სივრცეების მოწყობა;
  • ვებინარები, კონფერენციები, ტრენინგები, ფორუმები, ვორქშოფები;
  • საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ინტერკულტურული საერთაშორისო პროექტების განხორციელება;
  • დეოკუპაციის პოლიტიკის ხელშემწყობი აქტივობების განხორციელება;
  • საქართველოში აკრედიტებული დიპლომატების ჩართულობით ღონისძიებების მოწყობა;
  • შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის მიმართულებით საერთაშორისო პარტნიორებისა და სამოქალაქო საზოგადოებების მიერ გამოთქმული წინადადებებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით პროექტების შემუშავება.

ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფი:

  • ქართულ-აფხაზური საზოგადოება;
  • აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება;
  • ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირები;
  • აფხაზეთის თემატიკით დაინტერესებული საზოგადოება;
  • საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი;
  • რელიგიური ორგანიზაციები.

 

  1. დიასპორა და დევნილ ემიგრანტთა მხარდაჭერა

ქვეპროგრამა გულისხმობს დიასპორულ ორგანიზაციებთან  და დევნილ ემიგრანტებთან ურთიერთობების გაღრმავებას  და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას,  რომლებიც ხელს შეუწყობს დიასპორის, როგორც საერთაშორისო რესურსის გამოყენებას ქართულ-აფხაზურ დიალოგში. ქვეპროგრამის მიზანია აფხაზეთიდან დევნილ ემიგრანტთა მხარდაჭერის ხელშეწყობა, მათი  პრობლემების იდენტიფიკაცია, მათი საჭიროებების შესაბამისად საქმიანობის დაგეგმვა და განხორციელება. ამასთანავე, აფხაზეთის თემატიკის პოპულარიზაცია და აფხაზეთის არაღიარების პოლიტიკის ხელშეწყობა.

შემადგენელი კომპონენტები:

  • ტრენინგები, სემინარები, სასწავლო კურსები, მასტერკლასები, საჯარო ლექციები, კონფერენციები, საინფორმაციო კამპანიები;
  • დევნილების საჭიროებებზე ორიენტირებული კვლევები;
  • დევნილ ქალთა გაძლიერების მიმართულებით პროექტები;
  • ქართულ-აფხაზური საერთო ტრადიციების, ისტორიისა და კულტურის პოპულარიზაციის ხელშემწყობი ღონისძიებები.

ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფი:

  • აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება;
  • აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები;
  • სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები;
  • საზღვარგარეთ მცხოვრები დევნილი თანამემამულეები;
  • დიასპორული ორგანიზაციები;
  • აფხაზეთის თემატიკით დაინტერესებული საზოგადოება.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

საკონტაქტო პირი - ანა ხაბარელი 599428244

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო

ტელეფონი: (+995 32) 295 03 24

ელ.ფოსტა: apkhazeti@mes.gov.ge ან meca@abkhazia.gov.ge

მისამართი: დიმიტრი უზნაძის ქუჩა №68, 0101, თბილისი, საქართველო

 

2022 წლის პროგრამები

 

განათლების და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახური

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების ცალკეული ლასის/საფეხურის/სემესტრის აღიარება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ახდენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/საფეხურის/სემესტრის აღიარებას.

სამიზნე ჯგუფები: აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის საშუალო სკოლების მოსწავლეები და კურსდამთავრებულები.

საკონტაქტო პირი: ხათუნა შონია 577 09 22 39  

 

სასკოლო ინფრასტრუქტურისა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესება

ქვეპროგრამა ემსახურება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების  მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, სასწავლო პირობებისა და გარემოს გაუმჯობესებას. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჭიროებების გათვალისწინებით სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი ტექნიკური საშუალებების, ინვენტარის, საკანცელარიო ნივთების, თვალსაჩინოებებისა და ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მასალების შესაძენად ხდება თანადაფინანსება.

სამიზნე ჯგუფები: აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული ტერიტორიის - გალის რაიონის სკოლები.

საკონტაქტო პირი: ხათუნა შონია 577 09 22 39  

 

„წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამა“

ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება აფხაზეთიდან დევნილი წარმატებული, ნიჭიერი, საზოგადოებრივად აქტიური სტუდენტი-ახალგაზრდების სწავლების ფინანსური მხარდაჭერა.      

სამიზნე ჯგუფები: ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტებული პროგრამების აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტები, ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტირებული პროგრამების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტები, ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლოგიური დაწესებულებების აკრედიტირებული პროგრამების აფხაზეთიდან დევნილი რეზიდენტები.

საკონტაქტო პირი: ხათუნა შონია 577 09 22 39  

 

STEM განათლების ხელშეწყობა - მზარდი და ინოვაციური გონება 

ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება აფხაზეთის საჯარო სკოლების პედაგოგთა გადამზადება STEM განათლების მიმართულებით, მოსწავლეთა კონკრეტული ინოვაციურ პროექტების დაფინანსება.  ქვეპროგრამა მიზნად ისახავს აფხაზეთის საჯარო სკოლებში მათემატიკის, ინფორმატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების ინტეგრირებულ სწავლებასა და განათლების ხარისხის გაუმჯობესებას. 

სამიზნე ჯგუფები: აფხაზეთის  საჯარო სკოლის მასწავლებლები/ მოსწავლეები;

საკონტაქტო პირი: ხათუნა შონია 577 09 22 39  

 

საზაფხულო ბანაკი

ქვეპროგრამის მიზანია მოზარდებში სამოქალაქო და გარემოსდაცითი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა, დასვენების, განათლების, პოზიტიური ემოციებისა და განწყობისათვის გარემოსა და პირობების შექმნა.  

სამიზნე ჯგუფები: აფხაზეთის  საჯარო  და ოკუპირებული ტერიტორიის საშუალო სკოლების  მოსწავლეები.

საკონტაქტო პირი: ხათუნა შონია 577 09 22 39  

 

დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისდა ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიებ

ქვეპროგრამის მიზანია აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის სტუდენტების მოტივაციის ამაღლება, აფხაზეთის თემის პოპულარიზაცია და ახალგაზრდების მხარდაჭერა.  ცხადდება კონკურსი დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიების მოსაპოვებლად.

სამიზნე ჯგუფები: აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა) სტუდენტები.

საკონტაქტო პირი: ხათუნა შონია 577 09 22 39  

 

აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია

ქვეპროგრამის მიზანია მათემატიკის, გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულების დისციპლინების პოპულარიზაცია და სტუდენტების მხარდაჭერა. ცხადდება კონკურსი აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად.

სამიზნე ჯგუფები: მათემატიკის, გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები.

საკონტაქტო პირი: ხათუნა შონია 577 09 22 39  

 

შეხვედრები: ღვაწლმოსილ პედაგოგებთან, მედალოსან კურსდამთავრებულებთან, წარმატებულ სტუდენტ-ახალგაზრდობასთან

ქვეპროგრამა ემსახურება აფხაზეთის ღვაწლმოსილი მასწავლებლის პროფესიის მხარდაჭერასა და პოპულარიზაციას, აფხაზეთის საჯარო სკოლებში პედაგოგების წახალისებას,  ახალგაზრდა თაობის სწავლისადმი მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობას.

ქვეპროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად ხდება აფხაზეთიდან დევნილი ღვაწლმოსილი და  აფხაზეთის საჯარო სკოლების წლის საუკეთესო პედაგოგების დაჯილდოება. იმართება შეხვედრა წარმატებულ სტუდენტ-ახალგაზრდებთან და აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული გალის რაიონის საშუალო სკოლების მედალოსან კურსდამთვრებულებთან.

სამიზნე ჯგუფები: აფხაზეთის საჯარო სკოლებისა და ოკუპირებული ტერიტორიის  პედაგოგები, კურსდამთავრებულები, აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტები და აფხაზეთიდან დევნილი ღვაწლმოსილი პედაგოგები.

საკონტაქტო პირი: ხათუნა შონია 577 09 22 39  

 

თანაბარი შესაძლებლობები თანაბარი მზრუნველობა

ქვეპროგრამა ემსახურება შშმ მოზარდთა სოციალიზაციის პროცესს, სპეციალური მასწავლებლების  პროფესიულ გადამზადებას. ქვეპროგრამის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდებისა და ახალგაზრდების სოციალიზაცია,  ინტეგრაცია და სპეციალური და დაწყებითი საფეხურის მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.

სამიზნე ჯგუფები: აფხაზეთისა და ოკუპირებული გალის რაიონის საჯარო/საშუალო  სკოლების სპეციალური და დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები.

საკონტაქტო პირი: ხათუნა შონია 577 09 22 39  

 

აფხაზური ენის პედაგოგთა ფინანსური მხარდაჭერა

ქვეპროგრამის მიზანია აფხაზური ენის პოპულარიზაცია და განვითარება აფხაზური ენის პედაგოგთა ფინანსური დახმარების გზით. ქვეპროგრამა ემსახურება აფხაზეთის საჯარო სკოლებში  არსებული აფხაზური ენის შემსწავლელი ჯგუფების მხარდაჭერას.

მიზნობრივი ჯგუფი: აფხაზეთის საჯარო სკოლების აფხაზური ენის პედაგოგები.  

საკონტაქტო პირი: ხათუნა შონია 577 09 22 39  

 

ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული ენის პედაგოგთა ტრენინგი

ქვეპროგრამა ემსახურება ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების გადამზადება/განვითარების ხელშეწყობას.  

სამიზნე ჯგუფები: ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები

საკონტაქტო პირი: ხათუნა შონია 577 09 22 39  

 

აფხაზეთის სასკოლო სპორტული ოლიმპიადა

ქვეპროგრამა ემსახურება მასობრივი სპორტის განვითარებას ახალგაზრდებში. ქვეპროგრამის მიზანია აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული გალის რაიონის საშუალო სკოლების მოსწავლეებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და სასკოლო-სპორტულ ღონისძიებებში ჩართულობა. 

სამიზნე ჯგუფები: აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული გალის რაიონის სკოლების მოსწავლეები.

საკონტაქტო პირი: ხათუნა შონია 577 09 22 39  

 

თამაზ ნადარეიშვილის, ლორიკ მარშანიას, გურამ გაბესკირიასა და მიხეილ ჯინჭარაძის სახელობის სტიპენდიები

ქვეპროგრამის მიზანია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხული აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტების განათლების ხელშეწყობა და წახალისება. ქვეპროგრამა ემსახურება  აფხაზეთიდან გამორჩეული საზოგადო მოღვაწეების სახელების უკვდავყოფას, რომლებმაც თავისი ცხოვრებით, საქმიანობით, თავგანწირვითა და სახელმწიფოს მსახურებით მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს ქვეყნის ისტორიაში.

სამიზნე ჯგუფები: უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხული იძულებით გადაადგილებული პირები აფხაზეთიდან.

საკონტაქტო პირი:  ხათუნა შონია 577 09 22 39  

 

პროფესიული უნარების განვითარების მხარდაჭერა სკოლებში

ქვეპროგრამა ემსახურება ახალგაზრდებში პროფესიული განათლების პოპულარიზაციას, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმირებულობის ზრდასა და საინტერესო პროფესიის ფარგლებში საბაზო უნარების განვითარებას. ქვეპროგრამის ფარგლებში გალის რაიონში მცხოვრები პირებისთვის და აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის გაიმართება ონლაინ შეხვედრები, განხორციელდება საქართველოს სხვადასხვა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში საინფორმაციო ტურები, დაფინანსდება აფხაზეთის საჯარო სკოლებში პროფესიული განათლების მიმართულებით სკოლების ინიციატივები.

სამიზნე ჯგუფები: აფხაზეთის საჯარო სკოლების და გალის რაიონის  საშუალო სკოლის მოსწავლეები/ახალგაზრდები.

საკონტაქტო პირი: ხათუნა შონია 577 09 22 39  

 

გალის რაიონის სკოლამდელი აღზრდისა და სახელოვნებო სკოლების პედაგოგთა და ადმინისტრაციულ - ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარებ

ქვეპროგრამა ემსახურება ოკუპირებული გალის რაიონის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისა და მუსიკალური და სამხატვრო სკოლების პედაგოგებისა და ადმინტრაციულ-ტექნიკური პერსონალის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას. პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ოკუპირებული გალის რაიონის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისა და მუსიკალური და სამხატვრო სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარება.

სამიზნე ჯგუფები: გალის რაიონის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების (საბავშვო ბაღები), მუსიკალური და სამხატვრო სკოლების პედაგოგები და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი.

საკონტაქტო პირი: ხათუნა შონია 577 09 22 39  

 

აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები მედიაპროექტში „ეტალონი“

ქვეპროგრამა ემსახურება აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული გალის რაიონის საშუალო სკოლების მოსწავლეებში ცოდნის, განათლებისა და წიგნიერების  პოპულარიზაციას, ნიჭიერი ახალგაზრდების წაახალისებას. ქვეპროგრამის ფარგლებში აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული ტერიტორიის გალის რაიონის სკოლების მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა  მონაწილეობა მიიღონ ერთ-ერთ პოპულარულ ინტელექტუალურ პროექტში „ეტალონი“, წარმოაჩინონ საკუთარი რესურსი, ცოდნა და ინტელექტი .

სამიზნე ჯგუფები: აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული გალის რაიონის საშუალო სკოლების მოსწავლეები.

საკონტაქტო პირი: ხათუნა შონია 577 09 22 39  

 

კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახური

ქვეპროგრამა  სალექციო კვირეული „აღმოაჩინე აფხაზეთი“

ქვეპროგრამის მიზანია ახალგაზრდების აფხაზეთის თემატიკით დაინტერესება, აფხაზეთის ისტორიის, კულტურის  მიმართულებით ცნობიერების  ამაღლების ხელშეწყობა. ლექცია-სემინარის მეშვეობით ახალგაზრდები მიიღებენ იმ საბაზისო ცოდნას, რაც აფხაზეთის თემას გაააქტიურებს და აღმოფხვრის არსებულ ინერტულობას.

მიზნობრივი ჯგუფი: სკოლების საშუალო საფეხურის მოსწავლეები და სტუდენტები, დარგის სპეციალისტები, აფხაზეთის თემატიკით დაინტერესული პირები.

საკონტაქტო პირი: ნონა ქარაია 599 71 45 39

 

ფოტოგამოფენა „კადრები აფხაზეთიდან“

ქვეპროგრამის მიზანია საზოგადოებისათვის აფხაზეთის უცნობი/ნაცნობი კადრების გაცნობა. ფოტოგამოფენა გაზრდის აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, თემის აქტუალიზაციას, საკითხისადმი ინტერესს, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს  უნიკალური კუთხის-აფხაზეთის სხვა რაკურსით წარმოჩენასა და დაინტერესებულ საზოგადოებამდე სწორი გზავნილების მიტანას.

მიზნობრივი ჯგუფი: საზოგადოების ფართო ფენები.

საკონტაქტო პირი: ნონა ქარაია 599 71 45 39

 

„მოგზაურობა აფხაზეთში“

ქვეპროგრამა ემსახურება აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდას, ცნობიერების ამაღლებას ვიდეო-რგოლების მეშვეობით. ინფორმაციული სისტემების დანერგვისა და ინოვაციური პროცესების გამოყენებით ფართო  საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ულამაზესი კუთხის, აფხაზეთის მატერიალური და არამატერიალური კულტურა. (არქიტექტურულ-ისტორიული ძეგლები, მოსახლეობის ცხოვრების წესი, სამოსი, ტრადიციები, კულინარია და სხვა საინტერესო  ეთნო-კულტურული მასალა).

მიზნობრივი ჯგუფი: საზოგადოების ფართო ფენები, სამეცნიერო და აკადემიური წრეები, ისტორიითა და კულტურით   დაინტერესებული  ნებისმიერი პირი, ადგილობრივი და   საერთაშორისო ორგანიზაციები.

საკონტაქტო პირი: ნონა ქარაია 599 71 45 39

 

კულტურის, სპორტისა და ახლგაზრდული პოლიტიკის სამსახური

ქვეპროგრამაგიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია

ქვეპროგრამის ფარგლებში ორ წელიწადში ერთხელ ცხადდება კონკურსი „გიორგი შარვაშიძის პრემია“. მისი მიზანია ლიტერატურის, ხელოვნების, პუბლიცისტიკის, მეცნიერების განვითარებისა და  სტიმულირების ხელშეწყობა, გიორგი შარვაშიძის ღვაწლის, დამსახურებისა და  სახელის უკვდავყოფა.

გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატებს გადაეცემათ პრემიის ლაურეატის დიპლომი და ფულადი ჯილდო.

სამიზნე ჯგუფები: ლიტერატურის, ხელოვნების, პუბლიცისტიკისა და მეცნიერების დარგში მოღვაწე პირები.

საკონტაქტო პირი: კახაბერ ძაძამია 555384349  

  

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სსიპ აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო

 

2022 წლის პროგრამები

 

აფხაზეთის კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებების ხელშეწყობა

პროგრამა ითვალისწინებს ფესტივალებისა და კონკურსების (ადგილობრივი და საერთაშორისო), ტრადიციული და სახალხო დღესასწაულების, შემოქმედებითი და საიუბილეო საღამოების, საგამომცემლო საქმიანობის, გამოფენების, თემატური ვორქშოფებისა და სხვა კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობა/განხორციელებას.

 

სამიზნე ჯგუფი- დაფინანსების მიმღები სუბიექტი შეიძლება იყოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული იურიდიული პირი, ასევე საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობის ფარგლებში ნაშრომის ავტორი ფიზიკური პირი.

 

კულტურული ინიციატივები

  • ქვეპროგრამა ითვალისწინებს აფხაზეთის კულტურის სფეროს ღვაწლმოსილი ხელოვანების შემოქმედებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების, საიუბილეო თარიღების, სხვადასხვა ტიპის გამოფენებისა და შემოქმედებითი საქმიანობის, როგორც ტრადიციული ისე თანამედროვე დარგებისა და მიმართულებების (ფოტოგრაფია, რეწვა, დიზაინი), ტრადიციული და სახალხო დღესასწაულების (აფხაზეთის დღეები) თანადაფინანსებას/ხელშეწყობას;
  • საშემსრულებლო ხელოვნების განვითარების ხელშეწყობას, კერძოდ, თავისუფალი თეატრალური პროექტების განხორციელებისა და თეატრალური ხელოვნების განვითარებას, ახალგაზრდა ხელოვანების პოტენციალის გამოვლენას; სათეატრო სივრცის შევსებას ახალი წარმოდგენებით.
  • ხელოვნების სხვადასხვა სფეროში - თანამედროვე და კლასიკური მუსიკისა და ქორეოგრაფიის,  თეატრალური, სახვითი ხლოვნების  და სხვა ფესტივალებისა და კონკურსების თანადაფინასება/ხელშეწყობას.
  • განხორციელდება ინიცირებული სხვადასხვა შემოქმედებითი ღონისძიებები.

სამიზნე ჯგუფი - დაფინანსების მიმღები სუბიექტი შეიძლება იყოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული იურიდიული პირი.

 

ინკლუზიური  პროექტების  ხელშეწყობა

პროგრამა ითვალისწინებს ინკლუზიური პროექტების განხორციელებას ხელოვნების სფეროს სხვადასხვა დარგში.  პროგრამის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ყველასათვის თანაბარი შესაძლებლობების გაჩენა და შეზღუდული შესაძლებლობისა  და სპეციალური საჭიროების მქონე პირების მაქსიმალური ჩართულობა კულტურულ პროცესებში.

სამიზნე ჯგუფი- დაფინანსების მიმღები სუბიექტი შეიძლება იყოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული იურიდიული პირი.

 

საგამომცემლო საქმიანობის  ხელშეწყობა

ქვეპროგრამა ითვალისწინებს აფხაზეთის შესახებ მონოგრაფიების, კატალოგების, მხატვრული ტექსტების, ბიოგრაფიული ინფორმაციის და სხვა საკითხების შესახებ ნაშრომების გამოცემის ხელშეწყობას, ასევე სააგენტოს  მიერ ინიცირებული პროექტების და პერიოდული ჟურნალების გამოცემას.

სამიზნე ჯგუფი - დაფინანსების მიმღები სუბიექტი შეიძლება იყოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული იურიდიული პირი, ასევე ნაშრომის ავტორი ფიზიკური პირი.

 

მე, აფხაზეთისთვის

პროგრამა  ითვალისწინებს, იპოვოს და საზოგადოებას  მოუყვეს იმ ადამიანების შესახებ, რომელნიც  აფხაზეთიდან  არიან  და თავისი  ნიჭიერებით, შემართებით  თუ  მიზანდასახულობით  წარმატებებს მიაღწიეს  ან საინტერესო  საქმიანობას  ეწევიან.

ყოველწლიურად სააგენტო ახორციელებს  ათი  საუკეთესო, საინტერესო  ისტორიის მქონე  აფხაზეთიდან დევნილი პირის  პოპულარიზაციას და მათთან შეხვედრის ორგანიზებას. ამისთვის ეძებს სხვადასხვა პოპულარული ჟურნალის გამომცემლებს, რომლებიც თავის მხრივ დაინტერესებული იქნება მონაწილეობა მიიღოს აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის პოპულარიზაციაში, თვითონ მოახდინოს საინტერესო პირების შერჩევა და მათ შესახებ ჟურნალში სტატიის გამოქვეყნება.

ყოველ წელს შერჩეული იქნება ათი ახალი გმირი.   არჩეული  გმირების   წარდგენა  სპეციალურად მოწვეულ საღამოზე მოხდება, სადაც მათ  საგანგებოდ ამ პროექტისთვის მომზადებული  პრიზები გადაეცემათ.

პროექტის სამიზნე ჯგუფი  -  აფხაზეთიდან დევნილები 20-დან 50 წლამდე;

 

საახალწლო ზეიმი  დევნილი ბავშვებისათვის

პროგრამა  ითვალისწინებს თბილისსა და რეგიონებში (კომპაქტურ ჩასახლებებში, სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული) მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოზარდების, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების   საახალწლო განწყობისა და მხიარული ატმოსფეროს  შესაქმნელად გაიმართება საახალწლო სპექტაკლები. წარმოდგენის დასრულების შემდგომ, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო ბავშვებს საახალწლო საჩუქრებს გადასცემს.

სამიზნე ჯგუფი - თბილისსა და რეგიონებში (კომპაქტურ ჩასახლებებში, სოციალრად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული) მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები,  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები.   

 

„სიყვარულით, თქვენთვის...“

ქვეპროგრამა  ითვალისწინებს სააგენტოს მიერ გამოცემული ჟურნალებისა და წიგნების პრეზენტაციას, რეგიონებში მცხოვრები დევნილი ბავშვების თოჯინების თეატრში მიწვევასა და საჩუქრების გადაცემას. შშმ ბავშვების მონაწილეობით სხვადასხვა კულტურული ღონისძიების ჩატარებას.

სამიზნე ჯგუფი - თბილისსა და რეგიონში (კომპაქტურ ჩასახლებაში ) მცხოვრები დევნილი ბავშვები.

 

„ფერწერა  აფხაზეთიდან“

ღონისძიების ფარგლებში ხორციელდება  აფხაზეთიდან დევნილი ბავშვების და პროფესიონალი მხატვრების ფერწერული ნამუშევრების გამოფენები;  ასევე, მოხდება სხვადსხვა ფერწერული ტილოების შესყიდვა და ღვაწლმოსილი ქალბატონების დაჯილოება ქალთა საერთაშორისო დღესთან (8 მარტი) დაკავშირებით; აფხაზეთის თემაზე დევნილ ბავშვებს ჩაუტარდებათ პროფესიონალი მხატვრის მასტერკლასი, ამ ბავშვების ნამუშევრები დაიბეჭდება სამაგიდო კალენდარზე.

სამიზნე ჯგუფი - აფხაზეთიდან დევნილი, მხატვრული ნიჭით დაჯილდოვებული  ახალგაზრდები, აფხაზეთიდან დევნილი ცნობილი, პროფესიონალი მხატვრები.

 

„შემოქმედებითი  ზაფხული“

ქვეპროგრამა  ითვალისწინებს ზაფხულის არდადეგებზე ლიტერატურულ კონკურსს უფროსკლასელთათვის, რომელიც განხორციელდება სამ ეტაპად:  გადარჩევის შედეგად გამოვლენილ იქნებიან საუკეთესო ტექსტის ავტორი ფინალისტები, რომლებსაც საშუალება ექნებათ  გაიცნონ და ორი დღე გაატარონ ქალაქგარეთ იმ თანამედროვე მწერლებთან, რომლებიც აფხაზეთის თემაზე ქმნიან მხატვრულ ნაწარმოებს. გამოცდილების გაზიარების შემდეგ კი თავად შექმნიან მცირე მოთხრობებსა და ნოველებს. კონკურსის  დასასრულს გამოვლინდება სამი საუკეთესო ნაწარმოების  გამარჯვებული ავტორი, რომლებსაც გადაეცემათ პრიზები და სერტიფიკატები, ხოლო მათი ნამუშევრები დაიბეჭდება.

სამიზნე ჯგუფი- 16 -დან 18 წლამდე ასაკის ლიტერატურის ნიჭით გამორჩეული აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები.

 

საკონტაქტო პირი:

კულტურის სამმართველოს  უფროსი სპეციალისტი - ლიანა  ხურცილავა 599 85 54 41

 

სპორტულ და ახალგაზრდულ  საქმეთა ღონისძიებების ხელშეწყობის  პროგრამა

პროგრამა ითვალისწინებს აფხაზეთიდან დევნილი სპორტსმენების ხელშეწყობას, სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლების/გუნდების ადგილობრივ და საერთაშორისო შეჯიბრებზე, ფორუმებში, კონფერენციებში, სემინარებსა და სიმპოზიუმებში, ევროპის, მსოფლიო და ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის  მისაღებად ხელშეწყობას. 

პროგრამით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად  ტურნირების, სახვადასხვა ახალგაზრული შეჯიბრებებისა და სპორტული და შემეცნებითი სხვადასხვა  ღონისძიებების ჩაქტარება/ხელშეწყობას. 

ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი - იურიდილი პირები (ააიპ, სსიპ, არასამთავრობო ორგანიზაციები,  შპს..)   საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის სხვადასხვა სახეობის ფედერაციები, სპორტული ორგანიზაციები, სპორტული ასოციაციები, ო  ლიმპიური კომიტეტები, გუნდები, კლუბები.

 

სპორტული ღონისძიებების ინიციატივების ხელშეწყობა

ქვეპროგრამა ითვალისწინებს აფხაზეთიდან დევნილი  სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლების/გუნდების მიერ ინიცირებული ღონისძიებების ხელშეწყობას.  ადგილობრივ და საერთაშორისო შეჯიბრებზე, ფორუმებში, კონფერენციებში, სემინარებსა და სიმპოზიუმებში, ევროპის, მსოფლიო და ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის  ხელშეწყობას. 

ამასთაან,  ტურნირების, სახვადასხვა ახალგაზრული შეჯიბრებისა და სპორტული და შემეცნებითი სხვადასხვა  ღონისძიებების ჩატარება/ხელშეწყობას. 

ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი - იურიდილი პირები (ააიპ, სსიპ, არასამთავრობო ორგანიზაციები,  შპს..)   საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის სხვადასხვა სახეობის ფედერაციები, სპორტული ორგანიზაციები, სპორტული ასოციაციები, ოლიმპიური კომიტეტები, გუნდები, კლუბები.

 

აფხაზეთის სპორტული ტურნირები

ქვეპროგრამა ხელს შეუწყობს სპორტის სხვადასხვა სახეობების განვითარებას, სპორტსმენების მოტივაციას, სტრუქტურებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგავასა და კორპორატიული კულტურის ჩამოყალიბებას. ქვეპროგრამით გათვალისინებული მიზნების მისაღწევად, ორგანიზაცია ახ