აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის გაფართოებულ სხდომაზე ჟენევის მოლაპარაკებების 48-ე რაუნდის შედეგებზე ისაუბრეს

აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში პრეზიდიუმის გაფართოებული სხდომა გაიმართა. სხდომაზე დეპუტატებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 48-ე რაუნდის შედეგებზე  ინფორმაცია მიაწოდა.

სხდომაზე საუბარი შეეხო საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის, ადგილობრივი მოსახლეობის გატაცებისა და უკანონო დაკავებების, თავისუფალი გადაადგილების აკრძალვისა და მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცის ფაქტებს, ასევე მძიმე ჰუმანიტარულ და სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.