აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ბათუმში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

ქალაქ ბათუმში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საჭიროებებზე და მათი მოგვარების გზებზე იმსჯელეს. ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2“-ის სასწავლო და დასაქმების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. პროგრამა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის უფასო სწავლებას და მათ შემდგომ დასაქმებას ითვალისწინებს. სწავლის პერიოდში სტუდენტები უზრუნველყოფილი იქნებიან უფასო საცხოვრებლით. წარმატებულ კურსდამთავრებულებს ლიცენზირებული სერთიფიკატები გადაეცემათ და „m²“-ის სამშენებლო ობიექტებზე დასაქმდებიან. მსგავსი შეხვედრა დღეს რუხის ინოვაციების ცენტრშიც გაიმართება.

შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია მონაწილეობდნენ.