აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ახალი ამბები
სამინისტროს წარმომადგენლებმა ქ. ზუგდიდში დევნილთა ჩასახლებებში შესრულებული სარემონტო -აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს დაფინანსებით, სოფელ ჭითაწყარის ყოფილი ელქსელის შენობას, ასევე, აღმაშენებლის №222-ში მდებარე, ყოფილი პროფსასწავლებლის შენობასა და ხუბულავას ქუჩაზე №14-ში (ყოფილი ვეტლაბორატორიის ერთსართულიანი შენობა) დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებს სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა.
აღნიშნულ ობიექტებზე იმყოფებოდნენ და შესრულებული სამუშაოები დაათვალიერეს სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რეზო ქობალიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლებმა.

გაგრაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

გაგრის დაცემის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ და საზოგადოებრივი კავშირი „გაგრის“ წევრებმა გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

სამინისტრომ აჭარისა და იმერეთის რეგიონში სარემონტო-აღდგენით სამუშაოებთან დაკავშირებით გამოცხადებულ ტენდერებზე გამარჯვებული გამოავლინა.

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ჩასატარებელ სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით 24517 ლარის ღირებულების ტენდერი შედგა და გაიმარჯვა შპს ,,იორ ბუილდინგ კომპანმა’’. სამუშაოების ღირებულება შეადგენს 24517 ლარს. სამუშაოები დაიწყება 2019.10. 07 ოქტომბერს და დამთავრდება 2019.12 07 დეკემბერს.

1.ქ. ქობულეთი, 9 აპრილის ქ. # 109 (ყოფილი სკოლა #7)
2. დაბა ჩაქვის ყოფილი სკოლის შენობა

იმერეთის რეგიონში ქ. ხონში ჩასატარებელ სარემონტო სამუშაოებზე გაიმარჯვა შპს ,,ზანგო 2015’’ -მა, სამუშაოების ღირებულება შეადგენს 18208 ლარს.’’ სამუშაოების ღირებულება შეადგენს 24517 ლარს. სამუშაოები დაიწყება 2019.10. 07 ოქტომბერს და დამთავრდება 2019.12.07 დეკემბერს.

  1. ქ.ქუთაისში, ნიკეას ქ. # 21 ( ყოფილი აისის შენობა)- ჩასატარებელ სარემონტო სამუშაოებზე გაიმარჯვა შპს ,,ზანგო 2015’’ -მა, სამუშაოების ღირებულება შეადგენს 7177 ლარს. სამუშაოები დაიწყება 2019.10. 07 ოქტომბერს და დამთავრდება 2019.12.07 დეკემბერს.

    ქ.ხაშურში ჩასატარებელ სარემონტო-აღდგენითი სამუშაოებთან დაკავშირებით, ტენდერი განმეორებით არ შედგა, ქ. ხაშური ( ყოფილი 64-ე პროფსასწავლებლის შენობა, 19725 ლარის ღირებულების)

ქ.თბილისში შენობების სარემონტო და გამაგრებით სამუშაოებზე განმეორებითი ტენდერი შედგა და გაიმარჯვა შპს ,, გია კონტრაქშენ’’-მა, სამუშაოების ღირებულება შეადგენს 19360 ლარს. სამუშაოები დაიწყება 2019.10. 10 ოქტომბერს და დამთავრდება 2019.12.10 დეკემბერს.

1 .ქ. თბილისი, ვარკეთილი-3, 2მ/რ კ#34-შენობის გამაგრების სამუშაოები
2. ქ.თბილისი. დაბა წყნეთი, გურამიშვილის #40-ში სარემონტო სამუშაოები

 

ქ. რუსთავში დევნილების უფასო სამედიცინო გამოკვლევების მიმდინარეობას კ. კუჭუხიძე დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, რუსთავში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.

დევნილებმა უფასოდ მიიღეს სხვადასხვა დარგის სპეციალისტების მომსახურება, ჩაუტარდათ ლაბორატორიული და ექოსკოპიური გამოკვლევები, ასევე C ჰეპატიტის და შიდსის სკრინინგი. აღნიშნულ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

სპეციალისტებს შორის იყვნენ კლინიკა „ღია გულის“, რუსთავის მედიცინის სახლი - N1 სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრისა და საქართველოს წამყვანი კლინიკების ექიმები.

სამედიცინო აქციის მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დემურ კეკელია და რუსთავის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დავით იშხნელი ესწრებოდნენ.

 

სოხუმის დაცემიდან 26 წელი გავიდა

დღეს გმირთა მემორიალთან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

აფხაზეთში 1993 წლის 27 სექტემბერს განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 26 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა საქართველოს ეროვნული გმირების, ჟიული შარტავას, მამია ალასანიასა და გურამ გაბესკირიას საფლავები მოინახულეს და ყვავილებით შეამკეს, ასევე, ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

მინისტრის მოადგილე გიორგი ბულისკერია ქ. ბათუმში სამდღიან ტრენინგს დაესწრო

ქ. ბათუმში, 20-22 სექტემბერს სასტუმრო ,,დივანი’’-ში გამართულ სამდღიან ტრენინგს, რომელიც ეხებოდა ქ. ბათუმში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა- დევნილთა მინისტრის მოადგილე გიორგი ბულისკერია დაესწრო.

ტრენინგს უძღვებოდნენ მოწვეული ტრენერები ნანა გოგოხია და ირაკლი წულაია.

სამინისტროში სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების განმსაზღვრელი კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.  კომისიამ ადგილზე შეისწავლა დევნილთა ობიექტებში არსებული მდგომარეობა და სამინისტროში შესაბამისი რეკომენდაციები წარმოადგინა.

აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს თანამშრომლების მონაწილეობა აფხაზეთის ა/რ კონსტიტუციის პროექტის განხილვაში.

18 სექტემბერს საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების სასახლეში გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ახალი კონსტიტუციის პროექტის განხილვა. სამუშაო შეხვედრას უძღვებოდა აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, თამაზ ხუბუა. განხილვაში მონაწილეობა მიიღეეს უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, კონსტიტუციონალისტებმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის პროფესორებმა, იურისტ-პრაქტიკოსებმა, სამთავრობო სტრუქტურების, არასამთავრობო ორგანიზაციების და აფხაზეთის ინტელიგენციის წარმომადგენლებმა. დამსწრე საზოგადოებამ აქტიური მონაწილეობა მიიღო კონსტიტუციის პროექტის განხილვაში და დააფიქსირეს თავიანთი მოსაზრებები.

სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების განმსაზღვრელი კომისიის წევრები სამეგრელოში

სენაკში, სამტრედიის ქუჩაძე მდებარე ყოფილ პროფტექსასწავლებლის მე-2-ე კორპუსში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემების გაცნობისა და მათი გადაწყვეტისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მომზადების მიზნით, ობიექტზე იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა სამინისტროს, სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების განმსაზღვრელი კომისიის წევრები, მათ შორის დარგის მოწვეული სპეციალისტები. კომისიამ ადგილზე შეისწავლა არსებული მდგომარეობა და სამინისტროში წარმოადგინა შესაბამისი რეკომენდაციები. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ჩართულობით პრობლემების აღმოფხვრაზე.