12-16 სექტემბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს ორგანიზებით აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის პროექტი „სამართლის კვირეული“ განახორციელდა

12-16 სექტემბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს ორგანიზებით აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის პროექტი „სამართლის კვირეული“ განახორციელდა.
„სამართლის კვირეული“-ს ფარგლებში, 5 დღის განმავლობაში აფხაზეთიდან დევნილმა ახალგაზრდებმა (I-IV კურსის სტუდენტები) თელავში ტრენინგები გაიარეს, სადაც მიიღეს ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უწყებების მიერ შემოთავაზებული სამართლებრივი სერვისების შესახებ, აიმაღლეს ცოდნა ისეთ საკითხებზე, როგორიც არის: მეტყველების ხელოვნება და პრეზენტაციული უნარები (ეფექტური კომუნიკაცია, სხეულის ენა, ემოციების მართვა, დარწმუნების ხელოვნება და აუდიტორიის მართვა, Elevator speech-სწრაფი პოზიციის ჩამოყალიბება); საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები (ადამიანის უფლებათა სამართლის თეორია, ადამიანის უფლებათა კლასიფიკაცია, ადამიანის უფლებების წახალისება და დაცვა, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კონსტიტუციური გარანტიები); სისხლის სამართლის იმიტირებული პროცესის მომზადება.
პროექტის ბოლოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს წარმომადგენლებმა მონაწილეებს გადასცეს სერტიფიკატები.