2026-07-25 |
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო
აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის ა/რ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრ ალიონა ჩხოტუასთან ერთად, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის გახსნის საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრ ალიონა ჩხოტუასთან და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრ გიორგი ძაძამიასთან ერთად, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის გახსნის საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.
მთავრობის თავმჯდომარემ და მინისტრებმა ტექნოლოგიური ჰაბის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიებს გაეცნენ.
ტექნოლოგიური ჰაბის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი. ახლად გახსნილი ტექნოლოგიური ჰაბის შესახებ პრეზენტაცია გამართა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძემ.
ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და სტრატეგიული პროექტია ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით. პროექტი მიზნად ისახავს ქვეყნის, როგორც რეგიონული ინოვაციური ცენტრის, პოზიციის გაძლიერებას.
ახალი მრავალფუნქციური სივრცე ერთ ეკოსისტემაში აერთიანებს განათლებას, მეცნიერებას, ინოვაციებს, ტექნოლოგიურ მეწარმეობასა და თანამედროვე კვლევით ინფრასტრუქტურას.








