2021-06-14   |   
                                                                                                                
                                                   ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
                                               
                                                                                                           
                                                    
                                                    
                                                        ამბულატორიული დახმარების და სოციალური მხარდაჭერის პროგრამები
                                                    
                                                    
ამბულატორიული დახმარების პროგრამა მოიცავს:
- ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის კომპონენტს:
 
- ბირთვულ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია;
 - ბირთვულ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ანესთეზიით;
 
- კომპიუტერული ტომოგრაფიული გამოკვლევების კომპონენტს:
 
- კომპიუტერული ტომოგრაფია;
 - კომპიუტერული ტომოგრაფია კონტრასტით;
 - კომპიუტერული ტომოგრაფია ანგიოგრაფიით (კონტრასტით);
 
- ინსტრუმენტული გამოკვლევების კომპონენტს:
 
- თავის ტვინის სისხლძარღვთა (ექსტრა და ინტრაკრანიალური) დოპლეროგრაფია;
 - ქვედა კიდურების სისხლძარღვთა დოპლეროგრაფია;
 - ციფრული რენტგენოგრაფია;
 - ართროექოსკოპია;
 
- ლაბორატორიული გამოკვლევების კომპონენტი:
 
- კოაგულოგრამა.
 - D-დიმერის განსაზღვრა.
 
- აბილიტაციის კომპონენტს:
 
- 2-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვების სამედიცინო აბილიტაცია:
 - ოკუპაციური თერაპია;
 - ქცევითი თერაპია;
 - მეტყველობითი თერაპია;;
 - ფსიქო თერაპია;
 - ექიმის კონსულტაცია;
 
- სამკურნალო რეაბილიტაციის კომპონენტი
 
- შშმპ სტატუსის მქონე, ტრავმის შემდგომი ან ფიზიკური განვითარების დარღვევის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვების სამედიცინო რეაბილიტაცია:
 
- ზოგადი მასაჟი;
 - სამკურნალო ვარჯიში;
 - ჰიდროკინეზოთერაპია;
 - აპარატურული ფიზიოთერაპია;
 - 18 წლის ზევით ასაკის მძიმე ნევროლოგიურ და ტრავმის შემდგომ პაციენტთა რეაბილიტაცია
 
- ზოგადი მასაჟი;
 - სამკურნალო ვარჯიში;
 - ჰიდროკინეზოთერაპია;
 - აპარატურული ფიზიოთერაპია;
 
სოციალური მხარდაჭერის პროგრამა მოიცავს:
- ჰოსპიტალური მომსახურების, ამბულატორიული ოპერაციული მკურნალობისა და სტაციონარულ პირობებში დიაგნოსტიკის თანადაფინანსების ხელშეწყობის კომპონენტს.
 
- ონკოპაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების ხელშეწყობის კომპონენტს:
 
- სხივური თერაპიის თანადაფინანსება.
 - ჰორმონო და ქიმიოთერაპიის (მანიპულაცია+მედიკამენტი) თანადაფინანსება.
 - სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის თანადაფინანსება.
 
                        
                            
                            
                            
                            
                            
                            
                            