მთავარი/სამინისტრო/განათლებისა და კულტურის სამინისტრო/დიალოგი კულტურის ენაზე
განათლებისა და კულტურის სამინისტრო

ქვეპროგრამის შესახებ

ქვეპროგრამის ფარგლებში ცხადდება ლიტერატურული კონკურსი „აფხაზეთი“, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აფხაზეთიდან დევნილ VII–XII კლასის ჩათვლით მოსწავლეებს.

კონკურსის მიზანია აფხაზეთის თემაზე ახალი პროზაული ნაწარმოებების შექმნის ხელშეწყობა, ორიგინალური აზროვნებითა და მხატვრული თვითგამოხატვის უნარით გამორჩეული ახალგაზრდების გამოვლენა და მათი წახალისება.

კონკურსი ითვალისწინებს აფხაზეთის თემაზე პროზაული ნაწარმოებების (მოთხრობა, ნოველა, მინიატურა) დამოუკიდებლად შექმნას.

ქვეპროგრამით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფი

აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლეები, რომლებიც ირიცხებიან საჯარო სკოლების VII–XII კლასებში.

ქვეპროგრამით განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმები

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

I ეტაპი – კონკურსანტები კონკურსში მონაწილეობის ადგილს თავად ირჩევენ საქართველოს შემდეგი ქალაქებიდან: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, სენაკი და ფოთი.

კონკურსანტები დამკვირვებლების მეთვალყურეობის ქვეშ, აფხაზეთის თემაზე, შექმნიან პროზაულ ნამუშევრებს (მოთხრობა, ნოველა ან მინიატურა). ნამუშევრის შესაქმნელად განისაზღვრება 3 საათი, ხოლო მისი მაქსიმალური მოცულობა შეადგენს 1000 სიტყვას.

კონკურსანტთა ნამუშევრებს კონფიდენციალურობის დაცვით შეაფასებს ჟიური და გამოავლენს 10 საუკეთესო მონაწილეს, რომლებიც კონკურსის მეორე ეტაპზე გადავლენ.

II ეტაპი – მეორე ეტაპზე გადასული 10 ფინალისტი გაემგზავრება კახეთის რეგიონში და მონაწილეობას მიიღებს სამდღიან შემოქმედებით-საგანმანათლებლო პროგრამაში, რომელიც მოიცავს მასტერკლასს, სემინარსა და სხვადასხვა შემოქმედებით-საგანმანათლებლო აქტივობას.

პროგრამის დასრულების შემდეგ ფინალისტები დამოუკიდებლად, დამკვირვებლების მეთვალყურეობის ქვეშ, შექმნიან ახალ პროზაულ ნაწარმოებებს აფხაზეთის თემაზე (მოთხრობა, ნოველა ან მინიატურა).

ნამუშევრებს შეაფასებს ჟიური და გამოავლენს კონკურსის სამ გამარჯვებულს.

პირველ ადგილზე გასული კონკურსანტი გაემგზავრება საზღვარგარეთ საზაფხულო სკოლაში, მეორე და მესამე ადგილზე გასულ კონკურსანტებს გადაეცემათ სამახსოვრო საჩუქრები.

განაცხადის ელექტრონულად შევსება შესაძლებელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთიანი ელექტრონული პორტალის საშუალებით ან/და სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე : meca@abkhazia.gov.ge

 

ქვეპროგრამით განსაზღვრული საჭირო დოკუმენტაცია

სარეგისტრაციო ფორმა - დანართი N1;

დაბადების მოწმობის ასლი;
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი;

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 591 17 78 91
განაცხადის მიღების ვადა : განაცხადები მიიღება მიმდინარე წლის 30 ოქტომბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით.

გამოცხადებული  ვადის  გასვლის  შემდეგ  წარდგენილი  განაცხადები  არ  განიხილება.