აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი აფხაზეთის კულტურის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორ ავთანდილ ძაგანიასთან ერთად, კინოკრიტიკოსს და კინოს მკვლევარს ალექსანდრე გაბელიას შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ქართულ კულტურაში კინოს მნიშვნელობასა და მის განვითარებაზე ისაუბრეს, განიხილეს შესაძლებლობები და სამომავლოდ განსახორციელებელი საკითხები.
წარმოშობით სოხუმელი, აფხაზეთიდან დევნილი, ალექსანდრე გაბელია, ვენეციის 82-ე კინოფესტივალზე (La Biennale di Venezia), „კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ფედერაციის“ (Fipresci) ჟიურის წევრი იქნება, რომელიც 27 აგვისტოდან 6 სექტემბრამდე გაგრძელდება. ჟიურიში ქართველი კინემატოგრაფისტი ორგანიზაციის ისტორიაში პირველად მიიწვიეს.
"Fipresci"- პროფესიონალი კინოკრიტიკოსების, კინოს მკვლევრებისა და კინოჟურნალისტების ეროვნული ორგანიზაციებისგან შემდგარი ასოციაციაა მთელი მსოფლიოდან, რომელიც 1930 წლის ივნისში ბრიუსელში დაარსდა და ამჟამად მას ჰყავს წევრები მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში.
შეხვედრას აფხაზეთის კულტურის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს, კულტურის სამსახურის უფროსი სალომე უზუნაშვილი და სპორტის სამსახურის უფროსი მურთაზ გურჩიანი ესწრებოდნენ.