აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა ქალაქ მცხეთაში იმყოფებოდა, სადაც დევნილი მოქალაქეების საჭიროებებს პირადად გაეცნო და მათ სადღესასწაულო ნობათები გადასცა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრის პირველი მოადგილე ბორის გაბუნია და იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის მოადგილე გიორგი ბულისკერია.
აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სადღესასწაულო ნობათები აფხაზეთიდან დევნილ 1600-მდე მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახებს და სხვა მოწყვლად ჯგუფებს გადაეცემა.



