მთავარი/სამინისტრო/ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო/პროფესიული და სამეწარმეო უნარების განვითარების თანადაფინანსება
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

 

მიზანი: აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების პროფესიული და სამეწარმეო უნარების განვითარება, მათი დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობა, შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაზრდა და ეკონომიკური აქტივობის სტიმულირება.

აღწერა: პროგრამა ითვალისწინებს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარების ხელშეწყობას. მიმართულების ფარგლებში ბენეფიციარებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ან გაიღრმაონ პროფესიული კომპეტენციები, დაეუფლონ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და სამუშაო ინსტრუმენტებს, განივითარონ სამეწარმეო და პრაქტიკული უნარები და გაზარდონ დასაქმების, თვითდასაქმებისა და მცირე სამეწარმეო საქმიანობის დაწყებისა და განვითარების შესაძლებლობები.
თანადაფინანსების სახით, რიგითობის პრინციპით, ქვეპროგრამისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსების სრულ ამოწურვამდე.

სამიზნე აუდიტორია: აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც დაინტერესებული არიან პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარებით, კვალიფიკაციის ამაღლებით, დასაქმებით, თვითდასაქმებით ან მცირე სამეწარმეო საქმიანობის დაწყებითა და განვითარებით.

წინაპირობები:  თანადაფინანსების კომპონენტით გათვალისწინებული თანადაფინანსების მისაღებად პოტენციური ბენეფიციარი უნდა აკმაყოფილებდეს ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა პირობას:

  • ფლობდეს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილის) სტატუსს;
  • უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებულ ქმედითუნარიანობის წარმოშობის მინიმალურ ასაკობრივ ზღვარს.

თანადაფინანსების პირობები: პროგრამის ფარგლებში სამინისტროს თანადაფინანსების მოცულობა ერთ ბენეფიციარზე განისაზღვრება:
ა) სასწავლო კურსის ღირებულების არაუმეტეს 80% მოცულობით, არაუმეტეს 2000 ლარის ოდენობით;

სასწავლო მიმართულებები:

  • დიზაინის მიმართულება (გრაფიკული დიზაინი, ვებდიზაინი, ინტერიერის დიზაინი და სხვა);
  • ციფრული მედიისა და მულტიმედიური წარმოების მიმართულება (ფოტოგრაფია,ვიდეოგრაფია,ვიდეომონაჟი, ციფრული კონტეტნტის შექმნა და სხვა);
  • ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულება (პროგრამირება, ვებ-დეველოპმენტი, კიბერუსფრთხოება, ქსელის ადმინისტირება და სხვა);
  • ბიზნესის, ადმინისტრირებისა და მომსახურების სფეროს მიმართულება (ბუღალტერია, პროექტების მართვა, მარკეტინგი, ტურიზმი და სხვა);
  • საწარმოო ტექნოლოგიებისა და წარმოების მიმართულება (კონდიტერია, კულინარია, ტიხრული მინანქარი და სხვა).

სხვა პირობები: 

  • სასწავლო კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება არაუმეტეს 6 თვის ვადით, ამავდროულად შესაძლებელია სასწავლო კურსი დაიწყოს 2026 წელს და დასრულდეს 2027 წელს.
  • პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსება გაიცემა როგორც განაცხადის წარმოდგენის შემდეგ დასაწყებ, ისე განაცხადის წარმოდგენამდე დაწყებულ (არაუადრეს 2026 წლის 1 მარტისა), მაგრამ მიმდინარე (დაუსრულებელი) სასწავლო კურსების შემთხვევაში.
  • განაცხადი წარმოდგენილი უნდა იქნეს სასწავლო კურსის დაწყებამდე არაუმეტეს 2 თვით ადრე ან/და სასწავლო კურსის დასრულებამდე არანაკლებ 2 კვირით ადრე.
  • პროგრამის ფარგლებში პოტენციურ ბენეფიციარს შეუძლია თანადაფინანსების მოთხოვნა მხოლოდ ერთ სასწავლო კურსზე.

პოტენციური ბენეფიციარის მიერ ელექტრონული ფორმით წარმოსადგენი დოკუმენტები:

ა) ელექტრონული განაცხადი;
ბ)პირადობის მოწმობის ასლი;
გ) დევნილის მოწმობის ასლი;
დ) შესასყიდ სწავლების მომსახურებაზე  საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმის /იურიდიული პირის მიერ გაცემული პოტენციური ბენეფიციარისთვის გამოწერილი ინვოისი ქართულ ენაზე ან/და ბენეფიციარსა და მიმწოდებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულება.
*ინვოისი გაცემული უნდა იყოს უშუალოდ განაცხადის წარმომდგენ პოტენციურ ბენეფიციარზე და უნდა შეიცავდეს მხარეთა რეკვიზიტებს (საიდენტიფიკაციო კოდი, დასახელება, მისამართი) და ინფორმაციას სასწავლო კურსის შესახებ (კურსის დასახელება, ხანგრძლივობა და სხვა მახასიათებლები).
** კურსის ღირებულება წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში;
*** ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს იმ სავალდებულო ინფორმაციას, რომელიც მოითხოვება ინვოისის შემთხვევაში;
**** ინვოისში მითითებული უნდა იყოს მისი მოქმედების ვადა;
ე) საბანკო რეკვიზიტები (ელექტრონული ვერსია);
ვ) მიკრო/მცირე/ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსით სარგებლობის შემთხვევაში, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) კურსზე ჩარიცხვისთვის საჭირო წინაპირობ(ებ)ის (პრეტესტი ან თემატური გამოცდა) არსებობის შემთხვევაში, აღნიშნული წინაპირობ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი.

ბენეფიციარის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია (ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ):

ა) მიმწოდებლისთვის თანხის სრულად ანაზღაურების (ანგარიშსწორების) დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (ანგარიშსწორება შეიძლება განხორციელებული იყოს ერთჯერადად ან მრავალჯერადად, ბენეფიციარსა და მიმწოდებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად);
ბ) სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) შევსებული და ხელმოწერილი გადახდის მოთხოვნის ფორმის დასკანერებული ვერსია;
დ) სხვა დამატებითი დოკუმენტები, სამინისტროს მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში.
* არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში უნდა განხორციელდეს თანხის ანაზღაურებისთვის საჭირო მოთხოვნილი დოკუმენტის წარდგენა სამინისტროსთვის.

წესები და პირობები: 

  • ქვეპროგრამის ფარგლებში პოტენციურ ბენეფიციარს შეუძლია დაფინანსების მოთხოვნა მხოლოდ ერთ კონკრეტულ სასწავლო კურსზე;
  • ქვეპროგრამის ფარგლებში ბენეფიციარისთვისთანადაფინანსება გაიცემა მხოლოდ ერთი განაცხადის შესაბამისად.
  • ქვეპროგრამის ფარგლებში გაცემული თანადაფინანსება გულისხმობს სასწავლო კურსის ღირებულების დაფინანსებას. ბენეფიციარი იღებს ვალდებულებას თავად დააფინანსოს სხვა ყველა თანმდევი ხარჯი.
  • კომპონენტით გათვალისწინებული თანადაფინანსების მისაღებად პოტენციური ბენეფიციარი უნდა აკმაყოფილებდეს ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა პირობას:
  • ფლობდეს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილის) სტატუსს;
  • უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებულ ქმედითუნარიანობის წარმოშობის მინიმალურ ასაკობრივ ზღვარს.
  • ქვეპროგრამის ფარგლებში თანადაფინანსება გაიცემა როგორც განაცხადის წარმოდგენის შემდეგ დასაწყებ, ისე განაცხადის წარმოდგენამდე დაწყებულ (არაუადრეს 2026 წლის 1 მარტისა), მაგრამ მიმდინარე (დაუსრულებელი) სასწავლო კურსების შემთხვევაში. 
  • განაცხადი წარმოდგენილი უნდა იქნეს სასწავლო კურსის დაწყებამდე არაუმეტეს 2 თვით ადრე ან/და სასწავლო კურსის დასრულებამდე არანაკლებ 2 კვირით ადრე.
  • სამინისტრო უფლებამოსილია ნებისმიერ დროს წინასწარი გაფრთხილების გარეშე გადაამოწმოს განაცხადში მითითებული ნებისმიერი ინფორმაცია, მესამე პირებთან ან/და სხვა არსებული წყაროების გამოყენებით;
  • იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა განაცხადში მითითებული ინფორმაციის ან მისი ნაწილის უზუსტობა, იქნება ეს განმცხადებლის მიერ განზრახ/გაუფრთხილებლობით ან/და მესამე პირ(ებ)ის მიზეზით მცდარი ინფორმაციის მითითება, სამინისტრო იტოვებს უფლებას უპირობოდ მიიღოს უარყოფითი გადაწყვეტილება;
  • იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებლის მიერ განაცხადში მითითებული მცდარი ინფორმაციის მიზეზით სამინისტროს მიადგება მატერიალური ან/და არამატერიალური, პირდაპირი ან/და არაპირდაპირი ზიანი, განმცხადებელი იღებს სრულ პასუხისმგებლობას აღნიშნულ ზიანთან დაკავშირებით;
  • სამინისტრო არ არის პასუხისმგებელი განაცხადის შევსებასთან ან/და განაცხადის წარდგენასთან დაკავშირებულ ნებისმიერ პირდაპირ/არაპირდაპირ ხარჯზე;
  • განაცხადი არ შეიძლება განმცხადებლის ან/და ნებისმიერი სხვა დაინტერესებული პირის მიერ განხილულ იქნეს, როგორც სამინისტროს რაიმე სახის პირდაპირი/არაპირდაპირი დაპირება;
  • სამინისტრო არ არის პასუხისმგებელი განაცხადთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების პირდაპირ / არაპირდაპირ შედეგებზე;
  • სამინისტრო არ არის პასუხისმგებელი პროგრამაში მონაწილეობის მიზნით განაცხადისა და წარმოდგენილი დოკუმენტების მომზადებისთვის გაწეულ დანახარჯებზე.
  • ბენეფიციარის ნაცვლად ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა და სამინისტროსთან ურთიერთობაში ბენეფიციარის წარმოდგენა შეუძლია მინდობილ პირს, ნოტარიული წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე.

პროცედურა:

  • პოტენციური ბენეფიციარის მიერ განაცხადის შემოტანა.
  • სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ, წარმოდგენილი ინფორმაციისა და თანდართული ფაილების პროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა.
  • შესაბამისობის შემთხვევაში, პოტენციურ ბენეფიციარს ეცნობება განაცხადზე უარი, გამომწვევ მიზეზებთან ერთად. შეუსაბამობის აღმოფხვრის შემთხვევაში, პოტენციურ ბენეფიციარს თავიდან შემოაქვს განაცხადი.
  • შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, პოტენციურ ბენეფიციარს ეცნობება პროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ.
  • სამინისტროსა და ბენეფიციარს შორის ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება.
  • ხელშეკრულება ფორმდება სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართზე: ქ. თბილისი, მ. თამარაშვილის 15ა, II სართული) ან დისტანციურად, ელექტრონული კვალიფიკაციური ხელმოწერის გამოყენებით.
  • სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში ხელშეკრულების გაფორმების დროს, შესაძლებელია ბენეფიციარის ნაცვლად, ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს მინდობილმა პირმა, შესაბამისი, ნოტარიული წესით გაფორმებული მინდობილობის არსებობის შემთხვევაში.
  • ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემდეგ, 5 სამუშაო დღის ვადაში, სამინისტრო უნაზღაურებს ბენეფიციარს თანადაფინანსების თანხას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით.
  • ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დოკუმენტურ და საველე მონიტორინგს ახორციელებს სამინისტრო, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პერიოდის განმავლობაში.

 

განაცხადის შევსება