აფხაზეთის განათლების და კულტურის მინისტრმა ბექა ღვაჩლიანმა, სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
„მინდა მთელი საქართველოს მასშტაბით მივულოცო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წლის დაწყება ყველა პირველკურსელსა და სტუდენტს, განსაკუთრებით კი ჩვენს აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს! მინდა ნაყოფიერი, სიახლეებითა და თავგადასავლებით აღსავსე სასწავლო წელი გისურვოთ, დარწმუნებული ვარ, რომ აქ მიიღებთ ხარისხიან განათლებას, რაც დაგეხმარებათ პიროვნულ და კარიერულ განვითარებაში. თქვენი განათლება და ცოდნა კი იქნება ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისა და განვითარების საფუძველი.“ - ბექა ღვაჩლიანი.
მინისტრთან ერთად ადგილზე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები იმყოფებოდნენ.
ღონისძების ბოლოს სოხუმის უნივერსიტეტის რექტორმა აფხაზეთის მთავრობის წევრებს და მოწვეულ სტუმრებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დღეს ოფიციალურად დაიწყო.