აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე „ქართულ-აფხაზური ლიტერატურული ურთიერთობების მნიშვნელობა კონფლიქტების ტრანსფორმაციაში“ კონფერენციას დაესწრო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე „ქართულ-აფხაზური ლიტერატურული ურთიერთობების მნიშვნელობა კონფლიქტების ტრანსფორმაციაში“ კონფერენციას დაესწრო.
კონფერენციის წევრებმა განიხილეს ქართულ-აფხაზურ საზოგადოებებს შორის დიალოგისკენ მიმართული შესაძლებლობების გაძლიერება. ასევე ყურადღება გამახვილდა ქართულ მწერლობაში, ქართულ-აფხაზური პოზიტიური ურთიერთობების შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და მათი როლის გამოკვეთის საკითხებზე, აფხაზეთის კონფლიქტის ტრანსფორმაციის პროცესში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები, სოხუმის უნივერსიტეტის, საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სამეცნიერო წრის წარმომადგენლები.
ღონისძიების ფარგლებში გამოიცა საკონფერენციო მასალების კრებული, რომელიც კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ.
კონფერენცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიისა და შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ურთიერთთანამშრომლობით განხორციელდა.