-
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ცხელი ხაზი
-
სსიპ აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა
-
თხილის შესაწამლი აპარატის თანადაფინანსება
-
სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის - მოტობლოკის თანადაფინანსება
-
მიკრომეწარმეობის ხელშეწყობა
-
პესტიციდების და აგროქიმიკატების თანადაფინანსება
-
საოჯახო და მცირე ზომის სასტუმროების მართვის პროგრამული უზრუნველყოფის თანადაფინანსება
-
ბიზნეს პროცესების მართვის პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის თანადაფინანსება
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
ახალი ამბები
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
2026-03-04
ქალთა კვირეულის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, 4 მარტს საოჯახო სამხატვრო გალერეაში აფხაზეთიდან დევნილ მეწარმე ქალებთან შეხვედრა გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ საოჯახო სამხატვრო გალერეა ახლახან გაიხსნა და დევნილ მეწარმეებს მუდმივად ექნებათ შესაძლებლობა, განათავსონ და გაყიდონ საკუთარი პროდუქცია.
მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ თენგიზ ნასარიძესთან ერთად ქალბატონებს მარტის თვის დღესასწაულები მიულოცა და გალერეაში წარმოდგენილი ხელნაკეთი ნამუშევრები დაათვალიერა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა, განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი, საქართველოს პარლამენტის წევრები რიმა ბერაძე, ირმა ზავრადაშვილი, გრეტა წიწავა, ეკა ჭიჭინაძე, ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი, სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გოგიტა თედორაძე და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
მსგავსი ღონისძიებები მიზნად ისახავს დევნილი ქალებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას, მათი საქმიანობის განვითარების ხელშეწყობას და ეკონომიკურ პროცესებში აქტიურ ჩართვას.
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
2026-03-02
საქართველოს ეროვნულ გმირს გურამ გაბესკირიას 79 წელი შეუსრულდებოდა. ამ დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ თენგიზ ნასარიძესთან, მთავრობის წევრებთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად, დიღმის ძმათა სასაფლაოზე ეროვნული გმირის საფლავი ყვავილებით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.
გურამ გაბესკირია 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზმა სეპარატისტებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დახვრიტეს.
გურამ გაბესკირიას ცხედარი ოკუპირებული სოხუმიდან 2017 წელს გადმოასვენეს და სამხედრო პატივით დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს. 27 სექტემბერს გურამ გაბესკირიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
2026-02-19
აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) თბილისის საკოორდინაციო ოფისის კოორდინატორს სალიჰ ოზერს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და მოქმედი პროგრამები (სოფლის მეურნეობის და სამეწარმეო ბიზნესსუბიექტების მხარდაჭერა), თანამშრომლობის შესაძლო სფეროები და სამომავლო პარტნიორობის პერსპექტივები განიხილეს.
ღონისძიების ბოლოს მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე.
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
2025-12-29
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე, მინისტრის პირველი მოადგილე ლევან თევზაია და მინისტრის მოადგილე მიხეილ ანჩაბაძე, ქალაქ ქუთაისში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ ოჯახებს ეწვია, შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ნობათი გადასცა.
სადღესასწაულო ნობათი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა მრავალშვილიანმა, სოციალურად დაუცველმა, ომის ვეტერანმა და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებმა მიიღეს.
საახალწლო ნობათების დარიგების პროცესი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს კოორდინაციით, საქართველოს ყველა რეგიონში მიმდინარეობს.
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
2025-12-26
თენგიზ ნასარიძემ აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა - "აფხაზეთის საშობაო სოფელი“ დაათვალიერა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა თენგიზ ნასარიძემ ილია ჭავჭავაძის გამზირზე, გალაქტიონ ტაბიძის ძეგლის მიმდებარედ, აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა - "აფხაზეთის საშობაო სოფელი“ დაათვალიერა.
მინისტრთან ერთად გამოფენა-გაყიდვაზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი და აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მიხეილ ანჩაბაძე იმყოფებოდნენ.
გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იყო დევნილი მეწარმეების ხელნაკეთი ნამუშევრები, მათ შორის, სამკაულები, ნაქსოვი სათამაშოები, ტექსტილის პროდუქცია, კერამიკული ნაწარმი და სასურსათო პროდუქცია.
დევნილი მეწარმეების საახალწლო გამოფენა აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით გაიმართა.
"აფხაზეთის საშობაო სოფლის" მიზანია აფხაზეთთან დაკავშირებული ტრადიციებისა და კულტურის წარმოჩენა, დევნილი მეწარმეების პროდუქციის პოპულარიზაცია და მოსახლეობისთვის საახალწლო გარემოს შექმნა.
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
2025-12-23
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა თენგიზ ნასარიძემ სამინისტროს 2025 წლის შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა და სამომავლო პრიორიტეტებზე ისაუბრა.
პრეზენტაციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მეწარმეების ხელშეწყობას, ბიუჯეტის ზრდას, სტრატეგიულ დაგეგმვასა და რესურსების ოპტიმიზაციას, რაც სოციალური და ეკონომიკური პროგრამების გაძლიერების შესაძლებლობას ქმნის.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ანგარიში დადებითად შეაფასა და მინისტრს მადლობა გადაუხადა.
შემაჯამებელი ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდნენ აფხაზეთიდან დევნილი მეწარმე ქალები - მარიამ კარბაია, ნათია ჩალაძე და თათია ყოლბაია, რომლებმაც სამინისტროს მიერ გამოცხადებული საგრანტო პროგრამის მხარდაჭერა მიიღეს.
ღონისძიების დასასრულს მინისტრმა მადლობა გადაუხადა და საპატიო ჯილდოები გადასცა კერძო სექტორის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ბიუჯეტის ფორმირებაში აქტიურად მონაწილეობენ, ახორციელებენ სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ ინიციატივებს და დევნილთა პრობლემების გადაჭრას ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად მიიჩნევენ.
ანგარიშის წარდგენას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
2025-12-10
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მიხეილ ანჩაბაძე აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ორგანიზებულ ტრენინგს დაესწრო.
ტრენინგი აფხაზეთიდან დევნილი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის გაიმართა და შემდეგ თემებს მოიცავდა:
- გენერაციული AI & ChatGPT ვორქშოპი - გენერაციული ხელოვნური ინტელექტის არსი, მუშაობის პრინციპები და AI როგორც პირადი ასისტენტი.
- AI ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია - პრაქტიკული მაგალითები სხვადასხვა სფეროდან და საკუთარი AI პროცესის აწყობა.
- AI კონტენტისა და მარკეტინგისთვის - ბრენდის ვიზუალური სტილის შექმნა, დიზაინისა და ტექსტური კონტენტის გენერირება.
ტრენინგს საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის ტრენერები ტატა მომცელიძე, გიგი გიორგაძე და მარიამ მიხანაშვილი უძღვებოდნენ.
ღონისძიების მიზანს დევნილი მეწარმეების ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებზე ინფორმირება და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მათი ბიზნესსაქმიანობის გაძლიერება წარმოადგენდა.
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
2025-12-08
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე დირსში, აფხაზეთიდან დროებით დევნილი ბავშვებისთვის გამართულ ღონისძიებას დაესწრო.
მინისტრმა ბავშვებს წინასაახალწლო დღეები მიულოცა და სხვადასხვა აქტივობებში შვილთან ერთად ჩაერთო.
“ვიმყოფებით დირსში, სადაც ჩვენი აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის გასართობი პროგრამა ეწყობა. ბედნიერებაა ამდენი გახერებული ბავშვების თვალების ხილვა და ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც მათ ასეთი სიხარულით და განწყობით ვხედავთ.”-განაცხადა თენგიზ ნასარიძემ.
პროექტი „ჯადოსნური დღეები“, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით დევნილთა 10 კომპაქტურ ჩასახლებაში განხორციელდა და ბავშვებისთვის მრავალფეროვან, შემეცნებით და გასართობ აქტივობებს ითვალისწინებდა.
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
2025-11-20
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განკარგულებაში არსებულ ფულად სახსრებზე, 2026, 2027 და 2028 წლებში პროცენტის დარიცხვის მიზნით, მომსახურე ბანკის შესარჩევი კონკურსის გამარჯვებულად გამოცხადდა სს „თიბისი ბანკი“
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
2025-11-04
აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებითა და მინისტრ თენგიზ ნასარიძის ინიციატივით, შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს ესტუმრნენ.
შეხვედრას კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე უძღვებოდა. მან სტუდენტებს კომიტეტის საქმიანობა და ის ძირითადი მიმართულებები გააცნო, რომლებიც გარემოს დაცვისა და ქვეყანაში არსებული ეკოლოგიური გამოწვევების გადაჭრისკენ არის მიმართული.
სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დისკუსიაში ჩართულიყვნენ და გაეზიარებინათ საკუთარი მოსაზრებები.
ღონისძიების მიზანი იყო ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება გარემოსდაცვით პოლიტიკაში, დიალოგის გაღრმავება სტუდენტებსა და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის, ასევე საერთო ეკოლოგიური მიზნებისთვის ერთობლივი ინიციატივებისა და პროექტების ხელშეწყობა.
შეხვედრამ ხელი შეუწყო და საფუძველი ჩაუყარა პარლამენტთან ახალგაზრდების თანამშრომლობის ახალ ფორმატებს, მათ შორის მრჩეველთა ჯგუფებისა და სტუდენტური ფორუმების შექმნის შესაძლებლობას