2025-12-10 |
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მიხეილ ანჩაბაძე აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ორგანიზებულ ტრენინგს დაესწრო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მიხეილ ანჩაბაძე აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ორგანიზებულ ტრენინგს დაესწრო.
ტრენინგი აფხაზეთიდან დევნილი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის გაიმართა და შემდეგ თემებს მოიცავდა:
- გენერაციული AI & ChatGPT ვორქშოპი - გენერაციული ხელოვნური ინტელექტის არსი, მუშაობის პრინციპები და AI როგორც პირადი ასისტენტი.
- AI ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია - პრაქტიკული მაგალითები სხვადასხვა სფეროდან და საკუთარი AI პროცესის აწყობა.
- AI კონტენტისა და მარკეტინგისთვის - ბრენდის ვიზუალური სტილის შექმნა, დიზაინისა და ტექსტური კონტენტის გენერირება.
ტრენინგს საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის ტრენერები ტატა მომცელიძე, გიგი გიორგაძე და მარიამ მიხანაშვილი უძღვებოდნენ.
ღონისძიების მიზანს დევნილი მეწარმეების ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებზე ინფორმირება და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მათი ბიზნესსაქმიანობის გაძლიერება წარმოადგენდა.
