2011-07-20   |   
                                                                                                                
                                                   მთავრობის აპარატი
                                               
                                                                                                           
                                                    
                                                    
                                                        აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს კინოთეატრმა  ,,საქართველომ” უმასპინძლა
                                                    
                                                    
აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს კინოთეატრმა ,,საქართველომ " უმასპინძლა. 130- მდე  დევნილი მოზარდი სათავგადასავლო ფილმის ,, ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები" II ნაწილის უფასო კინოჩვენებას დაესწრო. ბავშვებმა მათთვის საინტერესო და კარგად ნაცნობი  გმირების ახალ თავგადასავლები იხილეს.
წლის  განმავლობაში აფხაზეთის ა/რ მთავრობისა და კინოთეატრ ,,საქართველოს''  თანამშრომლობით 1000-მდე დევნილი მოზარდი არაერთ საპრემიერო კინოჩვენებას  დაესწრო.
 
                         
                             
                             
                             
                             
                             
                             
                            