მთავარი/სამინისტრო/განათლებისა და კულტურის სამინისტრო/საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა
განათლებისა და კულტურის სამინისტრო

საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა

ქვეპროგრამა ითვალისწინებს აფხაზეთის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული ავტორების ან აფხაზეთის თემაზე შექმნილი ნაწარმოებების/ნაშრომების გამოცემას.

ქვეპროგრამის მიზანია აფხაზეთის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული ავტორების ხელშეწყობა, აფხაზეთის თემატიკის პოპულარიზაცია, აფხაზეთის ისტორიულ-კულტურული მეხსიერების შენარჩუნება, ქართულ-აფხაზურ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენა და კულტურათა დიალოგის გაძლიერება.

განაცხადის წარდგენის უფლება აქვს როგორც საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, ასევე ფიზიკურ პირს - ნაშრომის ავტორს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი საავტორო უფლებების გათვალისწინებით;

წარდგენილ განცხადებას თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • პროექტის განაცხადის ფორმა - დანართი №1;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • გადასახადის გადამხდელის მოწმობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • განმცხადებელი სუბიექტის უფლებამოსილი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ბაზრის კვლევის მინიმუმ ორი ინვოისი.

განაცხადით წარმოდგენილი ნაშრომი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დასაშვებობის კრიტერიუმებს:

ა) ტექსტი უნდა იყოს ქართულ ენაზე;

ბ) მასალა უნდა იყოს გამოუქვეყნებელი; დასაშვებია განსაკუთრებული - ისტორიული, კულტურული, საგანმანათლებლო ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის ხელახალი გამოცემა;

გ) აქტუალური, მაღალი მხატვრული ღირებულებების მატარებელი;

დ) გამოირჩეოდეს შინაარსობრივი, მხატვრული, ისტორიული, სამეცნიერო ან საზოგადოებრივი ღირებულებით;

ე) ნაშრომის თემატიკა უნდა იყოს აფხაზეთი ან ავტორი უნდა იყოს დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი;

ვ) ავტორმა უნდა წარმოადგინოს სამუშაო ფაილში აწყობილი, პუბლიკაციის ელექტრონული ვერსია და შევსებული განაცხადის ფორმა. სარედაქციო საბჭოს გადაწყვეტილება, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ავტორს ეცნობება წერილობითი სახით;

ზ) თუ წარმოდგენილ წიგნს ესაჭიროება რედაქტირება (რაზეც ავტორმა უნდა მიუთითოს განაცხადის სპეციალურ გრაფაში), ასეთ შემთხვევაში გამოცემაში მიეთითება სამინისტროს მხარდაჭერა, ხოლო რედაქტორად — რედაქტირებაზე პასუხისმგებელი პირი;

თ) არ გამოიცემა ნაშრომი, თუ დადგინდა: პლაგიატი, სიძულვილის ენის შემცველობა, საავტორო უფლებების დარღვევა, არასრულად წარმოდგენილი განაცხადი, სამინისტროს მიერ ერთხელ გამოცემული და სხვა არსებითი გარემოება;

ი) პერიოდული გამოცემების დაბეჭდვის თაობაზე წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.


ინიცირებული პროექტების შერჩევა და ბეჭდვა/გამოცემა

ა) ქვეპროგრამის ინიციატორი ამოწმებს საპროექტო განაცხადის შესაბამისობას დადგენილ ფორმასთან და ამ წესთან მიმართებით. თუ, დაინტერესებული სუბიექტის მიერ წარმოდგენილი განაცხადი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს ან/და არ არის წარმოდგენილი სამინისტროს მიერ განსაზღვრული დოკუმენტაცია, სამინისტრო დაინტერესებულ სუბიექტს ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრავს ვადას, რომელიც არ უნდა იყოს 3 (სამი) სამუშაო დღეზე ნაკლები;

ბ) თითოეულ განაცხადზე გამოიცემა არაუმეტეს 300 ეგზემპლარისა;

გ) განაცხადის ავტორს გადაეცემა გამოცემული ტირაჟის შესაბამისი ნაწილი, ხოლო დარჩენილი ეგზემპლარები გამოიყენება ქვეპროგრამის მიზნების შესაბამისად;

დ) ავტორისათვის გადასაცემი ეგზემპლარების რაოდენობა განისაზღვრება აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ შემუშავებული საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში გამოცემული წიგნების ტირაჟის განაწილების წესის თანახმად.

თუ სუბიექტის მიერ წარმოდგენილი განაცხადი აკმაყოფილებს ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, წარმოდგენილ საპროექტო განაცხადს განიხილავს აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროში შექმნილი სპეციალური კომისია.

ელექტრონულად განაცხადების შევსება შესაძლებელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთიან ელექტრონულ პორტალზე.

განაცხადების მიღება მატერიალური ფორმით იწარმოებს სამინისტროში.

მის: ქ. თბილისი, დიმიტრი უზნაძის ქ. №68;

განაცხადებების შემოტანის ვადები: 1 ოქტომბერი - 20 ოქტომბერი