მთავარი/სამინისტრო/ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით და აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით "შეხვედრა ბიზნესთან“ გაიმართა

აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით სასტუმრო "პულმანში“ ღონისძიება "შეხვედრა ბიზნესთან“ გაიმართა.

ღონისძიების მიზანი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მეწარმეების მხარდაჭერა და კერძო სექტორის ჩართულობით მათი ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა იყო.

ღონისძიების ფარგლებში მინისტრისა და ბიზნესის წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა პანელური დისკუსია, სადაც განიხილეს მეწარმეებისთვის აქტუალური საკითხები, საჭიროებები და მათზე მორგებული მხარდაჭერის სამომავლო გეგმები.

ასევე, დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა დაეთვალიერებინა და შეეძინა დევნილი მეწარმეების პროდუქცია სპეციალურ სივრცეში მოწყობილ გამოფენა-გაყიდვაზე.

ღონისძიებას აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე, „აწარმოე საქართველოს“, სოფლის მეურნეობის სააგენტოსა და ქალაქ თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ