2019-09-20 |
მთავრობის აპარატი
2019 წლის 20 სექტემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა
დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელი რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.
სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების 2019 წლის 6 თვეში გაწეული საქმიანობის ანგარიშები მოისმინეს.
ასევე, განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.