დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.
მთავრობის წევრებმა განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2024-2027 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა - პრიორიტეტების დოკუმენტი.
სხდომაზე ასევე მოისმინეს წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში 2023 წლის საგაზაფხულო გაწვევის შედეგების შესახებ ინფორმაცია და დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა მიმდინარე საკითხები განიხილეს.