გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ საქართევლოში მოღვაწეობის 20 წლისთავი აღნიშნა. საზეიმო მიღება საქართველოს მწერალთა სახლში გაიმართა, სადაც მიწვეული იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია.
საღამო საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა ნილს სკოტიმ გახსნა. მან სტუმრებს მობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა და სიტყვით მიმართა.
პარალელურად, მოეწყო ფოტო-გამოფენა, რომელიც გაეროს მიერ საქართველოში განხორციელებულ პროექტებს ასახავდა. საღამოს დასასრულს ნონა გიუნაშვილმა ქვიშით ხატვის ინსტალაცია წარმოადგინა, რომელიც გაეროს საქართველოში მოღავწეობის 20 წლისთავს მიეძღვნა.
საღამოს საქართველოს მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.
თბილისის კომპოზიტორთა კავშირის საკონცერტო დარბაზში, სოხუმის დ.არაყიშვილის სახელობის მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.
კონცერტზე ქართველი და აფხაზი კომპოზიტორების, ასევე ფ. შოპენის, რ.შუმანის და ე.გრიგის კლასიკური მუსიკის ცნობილი ნაწარმოებები შესრულდა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი და დევნილი საზოგადოება დაესწრნენ.
კონფლიქტის შემდგომ, სოხუმის დ.არაყიშვილის სახელობის მუსიკალური სასწავლებელი თბილისში ხელახლა დაარსდა.
აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიაში მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, აკადემიკოსის რევაზ სულუხიას წიგნის „ლამაზი ჯანმრთელი ცხოვრება" პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის თანაავტორია ჟურნალისტი ქეთევან ჩემია.
წიგნი სამნაწილიანია და ავტორების მიერ ჩაფიქრებულია, როგორც დამხმარე სახელმძღვანელო ჯანმრთელი, ლამაზი და წარმატებული ცხოვრებისათვის. წიგნის პირველ ნაწილი რევაზ სულუხიას პიროვნებასა და პირად ცხოვრებას ასახავს. ბოლო ძირითად, ნაწილში პროფესორის რეკომენდაციებთან ერთად მოცემულია, ჯანმრთელობის, ავადმყოფობის, ორსულობის, მისი პათოლოგიისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. ასევე გადმოცემულია კონფლიქტამდე არსებული ქართულ-აფხაზური ურთიერთობები ჯანდაცვის სფეროში და ჯანმრთელობის დაცვის მდგომარეობა.
პრეზენტაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში ლელა გულედანი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრები ესწრებოდნენ.
რევაზ სულუხია 2003 წლიდან დღემდე არის აკადემიკოს ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის პერინატალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ცენტრის მთავარი გინეკოლოგი. მანამდე მუშაობდა გულრიფშის რაიონის ცენტრალურ საავადმყოფოში, ასევე გულრიფშის სამშობიარო სახლის I სამეანო განყოფილების გამგედ, სოხუმის სამშობიარო სახლის მთავარ ექიმად, იყო აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი მეან-გინეკოლოგი. არის საქართველოს მეან-გინეკოლოგთა პერინატოლოგთა ასოციაციის პრეზიდიუმის წევრი და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეან-გინეკოლოგიისა და რედპოდუქტოლოგიის კათედრის პროფესორი.
გმირთა მოედანთან არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიის განვითარების" ორგანიზებით აქცია - „კავკასიური ძმობა და მშვიდობიანი თანაცხოვრება" გაიმართა. აქციის ფარგლებში, სტუდენტებმა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით სპეციალური დაფები მოხატეს.
აქციას, რომელიც კავკასიელ ხალხთა ძმობასა და ერთობას მიეძღვნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტის წევრები შეუერთდნენ.
ღონისძიების მიზანი იყო საზოგადოებისათვის საერთო-კავკასიური ერთობის, მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და დემოკრატიული განვითარების მოწოდების გადაცემა.
საქართველოს მწერალთა სახლში აფხაზეთის საჯარო სკოლების „მწიგნობართა კლუბი"-ს წევრი, აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ქართველ მწერალს ბესიკ ხარანაულს შეხვდნენ. შეხვედრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს პროექტის „მწიგნობართა კლუბი"-ს ფარგლებში მოეწყო.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტან ყოლბაია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი და აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ.
კლუბის წევრებს შესაძლებლობა მიეცათ მათთვის საინტერესო შეკითხვები თავად ბესიკ ხარანაულისთვის დაესვათ და განეხილათ მწერლის მიერ შექმნილი ნაწარმოებები. დისკუსიაში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე აფხაზეთის საჯარო სკოლების მწიგნობართა კლუბის წევრებმა მიიღეს. პროექტის გამარჯვებულებს სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
ქართველი მწერალი და პოეტი ბესიკ ხარანაული 2010 წლის ოქტომბერში წარდგენილი იქნა ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში. მისმა მოდერნისტულმა შემოქმედებამ თვისობრივი სიახლე შეიტანა მეოცე საუკუნის პოეზიაში.
დღეს, ქ. თბილისის 173-ე საჯარო სკოლაში აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილ მოსწავლეებს საჩუქრად სასკოლო ინვენტარი გადაეცათ. იძულებით გადაადგილებულმა მოსწავლეებმა, მათ შორის ინკლუზიური კატეგორიის ბავშვებმა სასკოლო მოხმარების ნივთები საჩუქრად არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის პრეზიდენტის მზია თოდუას მხარადჭერით მიიღო. სასკოლო ნივთები პირველიდან მესამე კლასის ჩათვლით 73 მოსწავლეს დაურიგდა.
საქველმოქმედო აქცია აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობისა და სსიპ ვახტანგ გზირიშვილის სახელობის 173-ე საჯარო სკოლის დირექტორის შორენა ბუნტურის ორგანიზებით მოეწყო.
ქალაქ თბილისის 173-ე საჯარო სკოლაში აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობისა და სსიპ ვახტანგ გზირიშვილის სახელობის 173-ე საჯარო სკოლის დირექტორის შორენა ბუნტურის ორგანიზებით, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილ მოსწავლეებს სასკოლო ინვენტარი გადაეცათ. იძულებით გადაადგილებულმა მოსწავლეებმა, მათ შორის ინკლუზიური კატეგორიის ბავშვებმა სასკოლო მოხმარების ნივთები საჩუქრად არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის პრეზიდენტის მზია თოდუას მხარადჭერით მიიღო. სასკოლო ნივთები პირველიდან მესამე კლასის ჩათვლით 73 მოსწავლეს დაურიგდა.
დღეს, თბილისი მარიოტის გალერეა „შარდენში" აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილ მოზარდთა ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა მოეწყო, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები დასწრნენ.
გამოფენაზე, რომელიც პროექტის „ახალგაზრდული მხარდაჭერის პროგრამა'' ფარგლებში მოეწყო 50-მდე ნამუშევარი იქნა წარმოდგენილი. გამოფენა-გაყიდვა 6 და 7 დეკემბერს გაიმართება და შემოსული თანხა პროექტში მონაწილე დევნილ მოსწავლეებს მოხმარდება.
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და საზოგადოებრივი მოძრაობის „ახალი იდეა" ორგანიზებით იმართება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია არასამთავრობო სექტორისწარმომადგენლებსშეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე განხილულ იქნა რეფერალური მომსახურების პროგრამები აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობასთან მიმართებაში. ასევე საუბარი შეეხო მათთვის ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესების საკითხს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებულ ტერიტორიაზე განთავსებული სკოლების მოსწავლეთა კონფერენცია „აფხაზეთის ეთნოგრაფია" გაიმართა. კონფერენცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით მოეწყო.
მოზარდებმა წარმოადგინეს ნაშრომები თემაზე: „აფხაზეთის ისტორა/ეთნოგრაფია უძველესი ეპოქიდან დღემდე''.
კონფერენციის მიზანია ისტორიული ფასეულობებისადმი პატივისცემის გაძლიერება, ისტორიულ თემებზე მუშაობისა და კვლევისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში ვახტანგ ყოლბაიასა და ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ელიტა გაველეს შეხვედრა გაიმართა. ვახტანგ ყოლბაიამ ლატვიის ელჩს აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები, ასევე აფხაზეთთან მიმართებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამშვიდობო ხედვა გააცნო და სამშვიდობო ხედვის იმპლემენტაციის პროცესში ევროკავშირის ქვეყნების პოზიტიურ როლზე ესაუბრა.
ელიტა გაველის განცხადებით, ლატვიის რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და გამოთქვამს მზადყოფნას სამშვიდობო პროექტების განხორციელების ხელშეწყობასთან დაკავშირებით, რომელთა შორის პრიორიტეტი თემთაშორისი ურთიერთობების ფარგლებში ახალგაზრდებთან დაკავშირებული პროექტები იქნება.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველი მეცნიერის, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, საქართევლოს სამოციქულო ეკელსიის წმინდანის ექვთიმე თაყაიშვილისადმი (ღვთისკაცი) მიძღვნილი საიუბილეო სამეცნიერო-თემატური კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციაზე ისტორიკოსებმა და მეცნიერებმა ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებასა და ღვაწლზე, მის საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეობაზე ისაუბრეს. მოხსენებით წარსდგნენ უნიევრსიტეტის პროფესორები ზურაბ პაპასქირი, ლია ახალაძე, ბეჟან ხორავა, ვახტანგ ჯაფარიძე, დაზმირ ჯოჯუა და ჯამბულ ანჩაბაძე.
კონფერენციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯონი აფაქიძე, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელები და სტუდენტები დაეწრნენ.
ვახტანგ ყოლბაიამ დამსწრე საზოგადოებას, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, კონფერენციის ინიციატორებსა და ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
კონფერენცია სოხუმის სახლემწიფო უნივერსიტეტისა და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართევლოს საისტორიო საზოგადოების აფხაზეთის ორგანიზაციის მიერ იყო ორგანიზებული.
UNESCO-მ 2013 წელი ექვთიმე თაყაიშვილის წლად გამოაცხადა და ის საერთაშორისო მნიშვნელოვან საიუბილეო თარიღებში შეიყვანა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, საჭიდაო სპორტულ კომპლექსში აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ძიუდოში გაიმართა.
შეჯიბრში მონაწილეობა აფხაზეთისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონების 300-მდე სპორტსმენმა მიიღო.
გამარჯვებული სპორტსმენები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა თასებით, სიგელებითა და მედლებით დააჯილდოვეს.
კულტურის ცენტრ „მუზა"-ში შემოქმედებითი საღამო „სამურზაყანო - იმედის ხიდი" მოეწყო, რომელიც უძველესი წარსულიდან დღემდე გალის რაიონის საგანმანათლებლო ისტორიას ეძღვნებოდა.
საღამოზე ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი, რომელიც გალის რაიონში მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესებს ასახვდა. გალის რაიონისა და აფხაზეთის #2 სახელოვნებო სკოლის ანსამბლების მონაწილეობით ქართულ-აფხაზური ხალხური სიმღერები და ცეკვები შესრულდა. ასევე, გაიმართა დევნილი პედაგოგების მზია ხორავასა და კლიმენტი ქობალიას წიგნის „დადუმებული ცოდნის ტაძარი" -ს პრეზენტაცია, რომელიც გალის #2 საშუალო სკოლის ისტორიას მიეძღვნა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით წიგნის ავტორები დაჯილდოვდნენ.
საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და დევნილი საზოგადოება დაესწრო.
30 ნოემბერს გალის რაიონის სკოლებიდან ჩამოსული მოსწავლეები მცხეთაში, ისტორიული ადგილებს დაათვალიერებენ, ეწვევიან თბილისის ზოოპარკს და მთაწმინდის პარკს.
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
სამეგრელოს რეგიონში, კერძოდ ზუგდიდის რაიონსა და სენაკში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებულ 22 დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტს სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა.
აღნიშნულ კომპაქტური ჩასახლებებში სარემონტო სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის შუამდგომლობით, ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა ოპერატიულად განახორციელეს.
სამეგრელოს რეგიონში 19-20 ნოემბერს ძლიერმა ქარმა დევნილთა კომპაქტურ ჩასახლების ობიექტებს სახურავები ახადა და საწრეტები დაუზიანა. ამ დროისთვის სარემონტო სამუშაოები დასრულდა და ქარის შედეგად მიყენებული პრობლემები მოგვარდა.