მთავარი/სამინისტრო/ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
დევნილი მეწარმეებისთვის ელექტრონული კომერციის საკითხებზე ტრენინგი გაიმართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით დევნილი მეწარმეებისთვის ელექტრონული კომერციის საკითხებზე ტრენინგი გაიმართა.
 
ტრენინგის მონაწილეებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მიხეილ ანჩაბაძე შეხვდა.
 
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს ინტერნეტის საშუალებით პროდუქციის გაყიდვის, საერთაშორისო სავაჭრო პლატფორმების ეფექტიანად გამოყენების, პროდუქციის სწორად წარდგენისა და ონლაინ გაყიდვების ორგანიზების შესახებ.
 
ტრენინგის მიზანი დევნილი მეწარმეებისთვის თანამედროვე ცოდნის და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება, მათი ბიზნესის განვითარებისა და ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა იყო.