აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ტყვარჩელი - ქალაქი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაში. მდებარეობს მდინარე  ღალიძგას ხეობაში.  მანძილი სოხუმიდან ტყვარჩელამდე - 80 კმ. თბილისიდან ტვარჩელამდე - 418 კმ.

ტყვარჩელი მოხსენიებულია ქართულ ისტორიულ წყაროებში  XVI- XVII  საუკუნეებიდან   ტკაურუს, ტკავრუს, ტკაუჩის  სახელწოდებებით. არქანჯელო ლამბერტის რუკაზე (1654 წ. ) აღნიშნულია  ტკვაჯას სახელწოდებით.

ტყვარჩელი ქალაქად გამოცხადდა 1942 წელს.

1991 წლიდან ქ. ტყვარჩელი  დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში შემავალი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  ქალაქია.

ქ. ტყვარჩელის მთავარი ინდუსტრია 1935 წლიდან  ქვანახშირის მოპოვება იყო. ქალაქში, ასევე, მოქმედებდა სამშენებლო მასალების ფაბრიკა, ,,საქნახშირგაზის” კომბინატი, გამამდიდრებელი ფაბრიკა, ტყვარჩელის  ელექტროსადგური  და სხვ.

ტყვარჩელის მიდამოები მდიდარია თერმულ-მინერალური საბადოებით. ქალაქის მახლობლად არსებობდა აკარმარის  ბალნეოლოგიური კომპლექსი.

ტყვარჩელის ტერიტორიაზე მდებარეობს ლაშქენდარის ტაძარი (X-XIს.ს.).

ქალაქ ტყვარჩელის მოსახლეობის ჯანდაცვას   ემსახურებოდა  2 საავადმყოფო, 1 პოლიკლინიკა, 1 სანეპიდსადგური, 1 აფთიაქი.

ტყვარჩელში  3 ქართული, 3 ქართულ-რუსული, 2 რუსულ-აფხაზური, 2 ქართულ-აფხაზური სკოლა იყო.

1992 წლამდე ქალაქ ტყვარჩელში  მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის პროცენტული მაჩვენებელი შემდეგნაირი იყო:

აფხაზი - 42,3%, ქართველი - 23,5%, რუსი- 24,5 %, სომეხი - 1,5%, სხვა- 8,2%

 ოკუპირებულია