გიორგი ჯინჭარაძე      gjincharadze@abkhazia.gov.ge     

დაბადების თარიღი და ადგილი

6 მაისი, 1992, გაგრა, აფხაზეთის ა/რ, საქართველო

 

განათლება:

2010-2014 — საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი; 

2014-2016 — ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაგისტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში; 

2017-2019 — აზერბაიჯანის ტექნიკური უნივერსიტეტი, მაგისტრის ხარისხი მენეჯმენტში; 

2021-დღემდე — კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა. 

 

სამუშაო გამოცდილება:

2025 წლის 11 ივნისიდან — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე;

2024-2025 — საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე; 

2024 — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე; 

2022-2023 — სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი;

2021-2024 — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე; 

2016-2020 — აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ადმინისტრაციული ოფიცერი; 

2016-2016 — საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარი სპეციალისტი; 

2014-2016 — საქართველოს ანალიტიკური ცენტრის ანალიტიკოსი.