ორგანიზაცია „მე დავბრუნდების" ინიციატივითა და საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერით, „GARDEN HALL"-ში წარმატებული ემიგრანტი ქალების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, თბილისის საკრებულოს წევრები, მსახიობები და ხელოვნების სფეროს სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიება უკვე მეორე წელია იმართება და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოღვაწე წარმატებული ქალბატონების დამსახურების წარმოჩენას ემსახურება.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ცესკო-ს ინფორმაციით, ე.წ. საპარლამენტო არჩევნები არაღიარებული რესპუბლიკის 35-ვე ოლქში შედგა.
დე ფაქტო ცესკო-ს წარმომადგენლის ელენა ლაბახუას თქმით, “35-ვე ოლქში აქტივობამ 25%-ს გადააჭარბა, რაც იმას ნიშნავს, რომ რესპუბლიკის მასშტაბით არჩევნები შედგა”.
მისი ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობა 49,18%-მა, ანუ 64692-მა ადამიანმა მიიღო.
ე.წ. არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. “პირველთან” საუბარში ადგილობრივები აცხადებენ, რომ საარჩევნო დღის განმავლობაში დაძაბულობა არ იგრძნობოდა. მათი თქმით, ადგილი ჰქონდა ამომრჩევლების მოსყიდვის ფაქტებს, კერძოდ, ოპოზიციის მიერ საარჩევნო ხმის მიცემის უფლების მქონე ეთნიკურად არაქართველებისათვის თანხისა და საკვები პროდუქტების დარიგებას.
თუ ვინ გაიმარჯვა არაღიარებულ რესპუბლიკის ე.წ. საპარლამენტო არჩევნებში, ხვალ დილის საათებში გახდება ცნობილი.
არაღიარებული აფხაზეთის დე ფაქტო ერთპალატიან პარლამენტში მოსახვედრად 137 კანდიდატი იბრძვის. აქედან 113 კანდიდატი საინიციატივო ჯგუფმა დაასახელა, 24 – პარტია “აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმმა”, “ამცახარამ”, “აინარმა” და “სამართლიანობისა და განვითარების ეროვნულმა ფრონტმა”.
“აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმი” სახელისუფლებო პატიად ითვლება, “ამცახარა” – ოპოზიციურ პატიად. რაც შეეხება “აინარსა” და “სამართლიანობისა და განვითარების ეროვნულ ფრონტს” ისინი საკუთარ თავს ცენტრისტებად მიიჩნევენ. ყველა პატია რუსეთთან თანამშრომლობისკენ არის ორიენტირებულები.
ოლქში კანდიდატს გამარჯვებისათვის 50% პლუს ერთი ხმა სჭირდება. თუ კონკურენტ კანდიდატთაგან ვერცერთი ვერ მოიპოვებს ხმათა სათადო რაოდენობას, ასეთ შემთხვევაში, ცესკო მეორე ტურს მომდევნო 2 კვირის განმავლობაში ნიშნავს. განმეორებითი არჩევნები პირველი ტურიდან 2 თვის განმავლობაში უნდა გაიმართოს.
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა, მათი ოკუპაცია განახორციელა და დღემდე აკონტროლებს საქართველოს ამ ტერიტორიებს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას არტ-გალერეაში პოეტ მადონა დვალის პოეტური კრებულის „ცრემლების ფერწერა" პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის მთავრობამ 2016 წლის საქმიანობის ამსახველი ვიდეო-ანგარიშის ჩვენება გამართა. ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას არტ-გალერეაში გაიმართა. წარმოდგენილი იყო ხელისუფლების მიერ 2016 წელს გაწეული საქმიანობისა და განხორციელებული ღონისძიებების მიმოხილვა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესის საბჭოს დეპუტატები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სასულიერო პირები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უწყებების თანამშრომლები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ხელისუფლებამ 2016 წლის საქმიანობის ამსახველი ვიდეო-ანგარიშის ჩვენება გამართა. ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას არტ-გალერეაში გაიმართა. წარმოდგენილი იყო ხელისუფლების მიერ 2016 წელს გაწეული საქმიანობისა და განხორციელებული ღონისძიებების მიმოხილვა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესის საბჭოს დეპუტატები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სასულიერო პირები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უწყებების თანამშრომლები ესწრებოდნენ.
პოეტი მადონა დვალი-დარცმელია, რომელიც რამდენიმე პოეტური და პროზაული კრებულის ავტორია, აფხაზეთში დაიბადა და გაიზარდა, დევნილის სტატუსით კი რუსთავში დამკვიდრდა. მოგვიანებით მან პოეტურ ფსევდონიმად დედის გვარი შეარჩია. სიმბოლიზმის მიმდევრად აღიარებული პოეტი სოხუმს, მშობლიურ კუთხეს, ბავშვობის წლებში აღქმულ უტკბეს სამყაროს დღემდე ერთგულებს და ლექსებს უძღვნის. ასევე საყურადღებოა, მის მიერ რუსულ ენაზე დაწერილი ლექსები და თარგმანები. ახლახან გამოვიდა მისი ახალი პოეტური კრებული „ცრემლების ფერწერა“, რომლის პრეზენტაციაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას არტ-გალერეაში გაიმართა. საღამოს უძღვებოდა პოეტი მზია ხეთაგური. მადონა დვალი-დარცმელიას პოეზიაზე ისაუბრეს მისმა კოლეგებმა, ახლობელ-მეგობრებმა. პოეტმა საკუთარი ლექსები თვითონვე წაუკითხა დამსწრე საზოგადოებას.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, პოეტები, მწერლები, ხელოვნების სხვა დარგის წარმომადგენლები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის აფხაზეთის ომის ვეტერანებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე იმსჯელეს სამომავლოდ გამოსაცემი წიგნის შესახებ, რომელშიც აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების ბიოგრაფიები შევა. ამ გამოცემაში მაქსიმალურად მოხდება ინფორმაციის დახვეწა და წინა გამოცემებში შესული ინფორმაცია შეივსება ახალი გვარებითა და მონაცემებით.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე და დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია, მეთაურთა საბჭოს თავმჯდომარე დავით გულუა, აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ შამუგია, ყოფილი სამხედრო საველე მეთაურები და შენაერთების ხელმძღვანელები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის აფხაზეთის ომის ვეტერანებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე იმსჯელეს სამომავლოდ გამოსაცემი წიგნის შესახებ, რომელშიც აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების ბიოგრაფიები შევა. ამ გამოცემაში მაქსიმალურად მოხდება ინფორმაციის დახვეწა და წინა გამოცემებში შესული ინფორმაცია შეივსება ახალი გვარებითა და მონაცემებით.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე და დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია, მეთაურთა საბჭოს თავმჯდომარე დავით გულუა, აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ შამუგია, ყოფილი სამხედრო საველე მეთაურები და შენაერთების ხელმძღვანელები
აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრშიმოწვეული წარჩინებული ქალბატონებისათვის დედისა და ქალთა საერთაშორისო დღეების აღსანიშნავი საღამო გაიმართა. საღამოში მონაწილეობდნენ ფოლკლორული ანსამბლი „მესხეთი“,ვაჟა ჩუბინიძე, პოეტები მზია ხეთაგური და გიორგი ბალახაშვილი. შესრულდა აფხაზეთელი ქალი კომპოზიტორის „სიმღერა სოხუმზე“ პრემიერა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯონი აფაქიძე ესწრებოდნენ.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ჟიული შარტავას დაბადებიდან 73-ე წლისთავთან დაკავშირებით, მისი წიგნის „დისკრეტული წარმოების დაგეგმვისა და ოპტიმიზაციის მოდელებისა და მეთოდების კვლევა და დამუშავება“ ელექტრონული ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები, სტუდენტები, ჟიული შარტავას მეგობრები და თანამებრძოლები.
მონაწილეების წინაშე სიტყვით გამოვიდნენ და ჟიული შარტავა გაიხსენეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ზურაბ წვერაიძემ და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ენერგეტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა შალვა ნაჭყებიამ.
დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებმა ჟიული შარტავას დაბადებიდან 73 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული გმირის საფლავი გვირგვინით შეამკეს და კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს მის ხსოვნას.
აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების დედებსა და ოჯახის წევრებთან გაიმართა შეხვედრა და მათ გმირების სახელების უკვდავსაყოფად შექმნილი წიგნი „მომავლისათვის მარადისობაში" გადაეცათ. წიგნი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის მეომართა კავშირის ინიციატივით გამოიცა, აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების ხსოვნის უკვდავსაყოფად, რომელიც აფხაზეთის კონფლიქტის დროს დაღუპული მეომრების ბიოგრაფიებსა და მათი გმირობის ისტორიების მოგვითხრობს. წიგნების გადაცემა ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დემურ კეკელია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი ოთარ გარმელია, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია და აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ შამუგია, შვილმკვდარი დედები და აფხაზეთის ომის ვეტერანი ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა წუხილს გამოთქვამს აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ, გამყოფ ხაზზე, ორსანტია-ოტობაიასა და ხურჩა-ნაბაკევის გადასასვლელების დახურვის გამო და აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება არაკონსტრუქციულია და ეწინააღმდეგება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატით გათვალისწინებულ ქმედებებს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების კუთხით.
მიგვაჩნია, რომ მსგავსი ფაქტი ადამიანის ფუნდამენტური უფლებების და, მათ შორის, თავისუფალი გადაადგილების უფლების, უხეში დარღვევაა და, ამავდროულად, წარმოადგენს სერიოზულ ხელის შემშლელ ფაქტორს იმ სულისკვეთებისა, რომლითაც განმსჭვალულია ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი.
ამ გადასასვლელების ჩაკეტვა არის ღია მცდელობა აფხაზი და ქართული მოსახლეობის ხელოვნური გახლეჩის, გახლეჩილ საზოგადოებებს შორის კიდევ უფრო დიდი უფსკრულის გაჩენის, რაც თავისთავად კონტრპროდუქტიულია იმ ფუნდამენტური საწყისებისა, რომელსაც თვით კონფლიქტის მოგვარების პროცესი მოიაზრებს სახალხო დიალოგისა და მხარეთა შორის ნდობის აღდგენის ფორმატში.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეებს, საქართველოს მეგობარ ქვეყნებს, რათა ერთობლივი ძალისხმევით მიღწეულ იქნეს კონსენსუსი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის საკეთილდღეოდ. ამავდროულად, ვიმედოვნებთ რომ ეს ღონიძიება არის დროებითი ხასიათის და მივმართავთ აფხაზეთის დე-ფაქო ხელისუფლებას, რომ გადახედოს ამ საკითხთან დაკავშირებით თავის გადაწყვეტილებას.
დღეს დილით აფხაზეის სეპარატისტულმა რეჟიმმა გალის რაიონის საზღვარზე ორი საფეხმავლო გადასასვლელი (ოტობაია, ხურჩა) დაკეტა, რომელიც წლების განმავლობაში ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველებისთვის მნიშვნელოვნად აადვილებდა სყოფაცხოვრებო, საგანმანათლებლო თუ სხვა პირადი სახის საჭიროებების მეტნაკლებად უზრუნველყოფის გზებსა თუ კომუნიკაციის საშუალებებს.
გალის რაიონის „გამგებლის“ – თემურ ნადარაიას განცხადებით – „გამშვები პუნქტების გადაკეტვა მინისტრთა კაბინეტმა გადაწყვიტა, ეს პრეზიდენტ ხაჯიმბას წინასაარჩევნო დაპირება იყო. ბევრი ამბობდა რომ მტრულ სახელმწიფოსთან მეტი საკონტროლო გამტარი პუნქტი გვაქვს ვიდრე მეგობარ ქვეყანასთან. აქამდე არ ვკეტავდით ამ პოსტს, რადგან ადამიანები წვალობდნენ და ვერ აღწევდნენ ცენტრალურ პოსტამდე, ახლა გზები გავაკეთეთ და ზემო ზონაში ორი პოსტი დაიხურა.“
შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა: – „საქართველოს სახელმწიფოს პრიორიტეტი იქნება, რომ მოხდეს ამ გადაწყვეტილებების უკუქცევა. ჩვენ ამისთვის უნდა ვიმუშაოთ ყველა ფორმატის გამოყენებით, რათა დავიცვათ ადამიანების უფლებები და მათი თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობები უზრუნველვყოთ.“
გამშვები პუნქტების დახურვასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა. კომენტარი გააკეთა ამერიკის ელჩმა საქართველოში იან კელიმაც – „ჩვენ არ ვაღიარებთ აფხაზეთის დამოუკიდებლობას და არავითარ ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარს, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ათასობით ადამიანს დააზარალებს, განსაკუთრებით ყველაზე დაუცველ ფენას, ხანდაზმულებს, ბავშვებს, რომლებსაც სკოლაში წასასვლელად 50 კილომეტრის ფეხით გავლა მოუწევთ.“
ენგურის ხიდი დღეიდან ოკუპირებული აფხაზეთის დანარჩენ საქართველოსთან კავშირის ერთადერთი გამშვები პუნქტია.