იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
ახალი ამბები
აჭარის კულტურის სამინისტროს შემოქმედებითი პროექტების საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტის „არ დავივიწყოთ ქართული“ ფარგლებში, ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში, თეატრალური ჩვენების პრეზენტაცია „ფესვები საქართველოა“ გაიმართა.
ღონისძიებას აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აჭარის კულტურის მინისტრის პირველ მოადგილე ვლადიმერ მგალობლიშვილთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძესთან, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერ ზაზა დიასამიძესთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
„მადლობა პროექტის ავტორს - ორგანიზაცია „მომავლის პალიტრის“ დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს თამარ ტუღუს, ასევე ყველა ორგანიზატორსა და მხარდამჭერს, განსაკუთრებით - აჭარის კულტურის სამინისტროსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას, ჩვენი მომავალი თაობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის. ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ჩვენი წარსული, ფესვები, წარმოშობა, გზა ილია მართლიდან ილია მეორემდე და ის დიდი ქართველები, რომლებიც ქმნიდნენ საქართველოს ისტორიას, კულტურასა და ტრადიციებს.
განსაკუთრებით მიხარია, რომ პროექტში ჩართულები არიან აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები. დარწმუნებული ვარ, მათი ასეთი აქტიურობა კიდევ ერთი დიდი წახალისება და მოტივაცია იქნება სხვებისთვის. ეს ნამდვილად არის გზა, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ახალგაზრდების ცოდნის ამაღლებას და ძლიერი, ერთიანი საქართველოს მშენებლობას.“ - განაცხადა მინისტრმა დავით ფაცაციამ.
ღონისძიებას, ასევე, სასულიერო პირები და მოწვეული სტუმრები. პრემიერაში მონაწილეობდნენ 8-დან 18 წლამდე ასაკის სკოლის მოსწავლეები, მათ შორის სოციალურად დაუცველი ბავშვები და აჭარის რეგიონში მცხოვრები აფხაზეთის ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტის „არ დავივიწყოთ ქართული“ მიზანია ახალგაზრდებში ქართული კულტურისა და ისტორიის პოპულარიზაცია, მოზარდების კულტურულ-საგანმანათლებლო პროცესებში ჩართულობის ხელშეწყობა, ეროვნული თვითშეგნების ამაღლება და ქართული იდენტობის განმტკიცება
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, აფხაზეთიდან დევნილი 11-დან 15 წლამდე ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო ბანაკი მოაწყო.
ათენის საერთაშორისო ბანაკი სამ ნაკადად ჩატარდა, სადაც ჯამში 150-მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. პროექტში აფხაზეთიდან დევნილებთან ერთად სოფელ ფერიაში მცხოვრები ეთნიკურად აფხაზი ახალგაზრდებიც მონაწილეობდნენ.
მოზარდები 14 დღის განმავლობაში მრავალფეროვან კულტურულ-შემეცნებით და გასართობ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ; მათთვის ასევე მოეწყო ექსკურსიები ათენის ისტორიულ ადგილებში. ბანაკების დახურვის საზეიმო ღონისძიებებზე ახალგაზრდებმა მოწვეულ სტუმრებს წარუდგინეს სპექტაკლი „ჰელადოს!“, შემოქმედებითი ნომრები, ქორეოგრაფიული და მუსიკალური პერფორმანსები.
ბანაკების დახურვის ღონისძიებებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ადა მარშანია, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის მოადგილე გიორგი ბულისკერია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.
პროექტი ახალგაზრდობის სააგენტოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ასევე ქალაქ ათენის მერიასთან თანამშრომლობით გაიმართა და მისი მიზანს დევნილი ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო გამოცდილების მიღება, ახალი ცოდნისა და უნარების შეძენა, თანატოლებთან კომუნიკაცია და კულტურული გაცვლის შესაძლებლობის შექმნა წარმოადგენდა.
აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს, აჭარის კულტურის სამინისტროს, საქართველოს და აფხაზეთის მხატვართა კავშირების მხარდაჭერით და შავი ზღვის ქვეყნების საერთაშორისო ორგანიზაცია „პლენერი-20“-ის ინიციატივით, აჭარის ხელოვნების მუზეუმში „საერთაშორისო პლენერი მშვიდობისთვის 2026-ის“ შემაჯამებელი გამოფენა გაიმართა.
მუზეუმის საგამოფენო სივრცეში პლენერში მონაწილე 25 მხატვრის 70-მდე ნამუშევარი იყო წარმოდგენილი, მათ შორის 12 უცხო ქვეყნისა და ქართველი 13 მხატვარი. პროექტში 11 ქვეყნის მხატვრები მონაწილეობდნენ, რომლებმაც 3 დღის განმავლობაში „საერთაშორისო არტ-პლენერი მშვიდობისთვის’’ ფერწერული ნამუშევრები ღია ცის ქვეშ შექმნეს.
შემაჯამებელი ექსპოზიცია აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, აჭარის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ რამაზ ჯინჭარაძემ და აჭარის მუზეუმების გაერთიანების დირექტორმა თეონა ზოიძემ, პროექტის ორგანიზატორებთან ერთად გახსნეს.
“მინდა, კიდევ ერთხელ, დიდი პატივისცემითა და სიყვარულით გავუსვა ხაზი, რომ ეს საერთაშორისო პლენერი ჩვენთვის, აფხაზეთელებისთვის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული მოვლენაა. განსაკუთრებით მიხარია, რომ პროექტი აფხაზეთის მხატვართა კავშირის აქტიური მონაწილეობით ხორციელდება.
მჯერა, რომ ეს ნამუშევრები ჩვენი ქვეყნის მშვიდობის, ერთიანობის, განმტკიცების საქმეში თავის წვლილს შეიტანს და ძალიან მალე მსგავს ღონისძიებებს გაერთიანებულ საქართველოში - აფხაზეთში ჩავატარებთ.” - განაცხადა მინისტრმა დავით ფაცაციამ.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველ მოადგილე გური ბაქრაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საერთაშორისო პროექტი ტრადიციულ ხასიათს ატარებს და უკვე მე-6 წელია ტარდება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს აფხაზეთის მომსახურების სააგენტოს ორგანიზებითა და აკვაპარკ „ჯინოს“ მხარდაჭერით, აკვაპარკის ტერიტორიაზე აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა აქტივობა მოეწყო.
ღონისძიების ფარგლებში, სოციალურად დაუცველ, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ 85 ახალგაზრდას შესაძლებლობა ჰქონდა, დაესვენა და უფასოდ ესარგებლა აკვაპარკში მდებარე წყლის ატრაქციონებითა და გასართობი ობიექტებით.
ღონისძიების მიზანია აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების წახალისება და მათი სპორტულ აქტივობებში ჩართვის ხელშეწყობა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია აფხაზეთიდან დევნილ, 102 წლის შუშანა ბენდელიანს შეხვდა. მინისტრმა ქალბატონს ჯანმრთელობა უსურვა და საჩუქრად აკორდეონი გადასცა.
„ბედნიერი ვარ, რომ შევძელით 100 წელს გადაცილებული ქალბატონის გახარება. ვუსურვებ მხნეობასა და ჯანმრთელობას. უფალმა ინებოს, რომ მალე ეს აკორდეონი ქალბატონ შუშანას აფხაზეთში - გაერთიანებულ საქართველოში აეჟღერებინოს.“ - განაცხადა დავით ფაცაციამ.
საჩუქარი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს პროგრამის - „სოციალური სოლიდარობის“ ფარგლებში იქნა შეძენილი.
აღსანიშნავია, რომ მინისტრი დავით ფაცაცია შუშანა ბენდელიანს, პირველად ქალთა დღესასწაულების მილოცვისას შეხვდა. საუბრისას ქალბატონმა შუშანამ აღნიშნა, რომ მისი კუთვნილი მუსიკალური ინსტრუმენტი, რომელზეც ის ახალგაზრდობაში უკრავდა, 1990-იან წლებში აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების შედეგად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩა. მოსმენილი ამბის შემდეგ მინისტრი მას ახალი აკორდეონის შეძენას დაჰპირდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, სარფში, ათენის საერთაშორისო ბანაკის მესამე ნაკადის მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა.
საერთაშორისო ბანაკი ათენის მერიის თანამშრომლობითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით განხორციელდა და მასში აფხაზეთიდან დევნილი, მათ შორის სოფელ ფერიაში მცხოვრები ეთნიკურად აფხაზი 12-დან 16 წლამდე ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.
ბანაკის მონაწილეები 14 დღის განმავლობაში მრავალფეროვან კულტურულ-შემეცნებით და გასართობ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ. მათთვის ასევე მოეწყო ექსკურსიები ათენის ისტორიულ ადგილებში. ბანაკის დახურვის საზეიმო ღონისძიებაზე ახალგაზრდებმა მოწვეულ სტუმრებს წარუდგინეს სპექტაკლი „ჰელადოს!“, შემოქმედებითი ნომრები, ქორეოგრაფიული და მუსიკალური პერფორმანსები.
„სარფში გამართულ შეხვედრაზე ახალგაზრდებმა შთაბეჭდილებები გაგვიზიარეს. ბედნიერი ვარ, მათი დადებითი განწყობების მოსმენით და მჯერა, რომ შევძელით მათთვის მნიშვნელოვანი გამოცდილების მიცემა, რაც მომავალში კიდევ უფრო მეტად დაეხმარებათ, რომ იყვნენ ჩვენი საზოგადოების ძლიერი, განვითარებული და ღირსეული წარმომადგენლები“, - განაცხადა მინისტრმა დავით ფაცაციამ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ, მსოფლიო საპატრიარქოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საბერძნეთში, კუნძულ როდოსზე, აფხაზეთიდან დევნილი 11-დან 15 წლამდე ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო ბანაკი მოაწყო.
პროექტში აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებთან ერთად მონაწილეობდნენ სოფელ ფერიაში მცხოვრები ეთნიკურად აფხაზი ახალგაზრდებიც. ჯამში, საერთაშორისო ბანაკში 30 ახალგაზრდა ჩაერთო.
7-დან 20 აგვისტოს ჩათვლით, მონაწილეებმა ორი კვირის განმავლობაში მრავალფეროვან კულტურულ-შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა. ახალგაზრდებისთვის ასევე მოეწყო ექსკურსიები როდოსის ისტორიულ და კულტურულ ღირსშესანიშნაობებზე, რამაც მათ შესაძლებლობა მისცა, გაცნობოდნენ ქვეყნის ისტორიასა და კულტურას.
საერთაშორისო ბანაკის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა, ახალგაზრდებისთვის ღირებულებითი განათლების თემაზე ლექციები ჩაატარა.
ბანაკის დასკვნით ღონისძიებაზე მონაწილეებმა ბერძენ მასპინძლებს ქართული კულტურა ტრადიციული სიმღერებისა და ცეკვების შესრულებით გააცნეს.
აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო, მსოფლიო საპატრიარქოსთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის საბერძნეთსა და თურქეთში საერთაშორისო ბანაკებს უკვე მეხუთე წელია ახორციელებს.
პროექტის მიზანია დევნილი ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო გამოცდილების მიღების, ახალი ცოდნისა და უნარების შეძენის, თანატოლებთან კომუნიკაციისა და კულტურული გაცვლის შესაძლებლობის შექმნა. პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდები მონაწილეობენ სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ აქტივობაში და ეცნობიან მასპინძელი ქვეყნების ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობას.
საბერძნეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძესთან და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, ქალაქ სალონიკში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა.
საუბარი შეეხო ჩვენი ქვეყნის ერთიანობის აღდგენის საკთხებს. შეხვედრის ფარგლებში, არქიმანდრიტმა ღვთისავარ გობეჯიშვილმა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით - „წმინდა ოთხთავი (მოქვის სახარების მინიატურებით)“ წარადგინა, რომელიც ისტორიული რედაქციის შევსებული ვარიანტია და მასში ყველა დეტალი და მინიატურა მაქსიმალურად არის დაცული.
„წმინდა ოთხთავი (მოქვის სახარების მინიატურებით)“ გამოიცა ფონდ „კანანელის“ ხელმძღვანელის, არქიმანდრიტ ღვთისავარ გობეჯიშვილის მიერ, აფხაზეთის მთავრობის, თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიისა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - რამაზ ჯინჭარაძე, ლაშა სირაბიძე, მინდია დიასამიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი მამუკა კაკაბაძე, აჭარის კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ლადო მგალობლიშვილი, წყალტუბოსა და მარტვილის მუნიციპალიტეტების მერები — გენადი ბალანჩივაძე, გიორგი ნაჭყებია და დელეგაციის სხვა წევრები
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის მოადგილე იგორ კოპალიანი და აფხაზეთის მომსახურების სააგენტოს დირექტორი ავთანდილ ქარაია დაესწრნენ.
ასპარეზობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 2014-2015 და 2016-2017 წლებში დაბადებული ვაჟები და გოგონები მონაწილეობდნენ.
შეჯიბრება 11 წონით კატეგორიაში გაიმართა. ტურნირის გამარჯვებულებსა და პრიზიორებს მედლები, სიგელები და სიმბოლური საჩუქრები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა გიორგი ძაძამიამ,
აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის მოადგილე იგორ კოპალიანმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირიამ, აფხაზეთის ქართული ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი ედილაშვილმა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსმა ლევან ამირიძემ გადასცეს.
აღსანიშნავია, რომ სპორტულ ღონისძიებაში ჩართული 100-მდე სპორტსმენი, ჩემპიონატში მონაწილეობისთვის, 10 დღის განმავლობაში დაბა ბაკურიანში ემზადებოდა.
ტურნირი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოსა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით, აგრეთვე აფხაზეთის ძიუდოს აკადემიის ორგანიზებით ჩატარდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ, მსოფლიო საპატრიარქოსთან თანამშრომლობითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 14-24 ივლისს, თურქეთის რესპუბლიკაში, კუნძულ კინალიადაზე, აფხაზეთიდან დევნილი 11-15 წლის მოზარდებისთვის საერთაშორისო ბანაკი მოაწყო.
ბანაკში, აფხაზეთიდან დევნილ მოზარდებთან ერთად, მონაწილეობდნენ სოფელ ფერიაში მცხოვრები ეთნიკურად აფხაზი ახალგაზრდებიც. საერთო ჯამში, პროგრამაში 20-მდე ეთნიკურად აფხაზი და აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდა ჩაერთო.
10 დღის განმავლობაში მონაწილეები ჩართულნი იყვნენ მრავალფეროვან კულტურულ-საგანმანათლებლო, შემეცნებით და გასართობ აქტივობებში. პროგრამის ფარგლებში მათთვის ასევე მოეწყო ექსკურსიები სტამბოლის ისტორიულ და კულტურულ ღირსშესანიშნაობებზე.
ბანაკის დახურვის ღონისძიებას დაესწრნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ვლადიმერ მგალობლიშვილი. მათ ბანაკის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს, მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს და მომავალ საქმიანობასა და სწავლაში წარმატებები უსურვეს.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო საპატრიარქოსთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო თურქეთის რესპუბლიკაში საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკის ორგანიზებას 2025 წლიდან ახორციელებს.