- დავით ფაცაცია
- (+995 32) 231 32 28
- dpatsatsia@abkhazia.gov.ge
- ვაჟა-ფშაველას გამზირი 16, მე-7 სართული, 0160, თბილისი, საქართველო
დაბადების თარიღი: 2 იანვარი, 1983
დაბადების ადგილი: სოხუმი, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ;
განათლება:
2014-2022 - ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორანტი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი.
2004-2007 - ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი.
2000-2004 - ეკონომიკის ბაკალავრი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი, ეკონომიკის ფაკულტეტი.
2000-2005 - საერთაშორისო ურთიერთობები, თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი „აჭარა“, იურიდიული ფაკულტეტი.
1999 - ტექნიკური თანამშრომლობის კურსი, ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტი (George Mason University), ვაშინგტონი, აშშ.
პროფესიული გამოცდილება:
2022-დღემდე - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო, მინისტრი.
2022-დღემდე - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, მოწვეული ლექტორი.
2021-2022 - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტრო, მინისტრი.
2019-2021 - იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი, მინისტრი.
2019 - ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი, მინისტრი.
2011-2017 - შპს - „ავიატორი“, კომერციული დირექტორი.
2005-2009 - ფონდი „აფხაზეთის მომავალი“, პროექტების მენეჯერი.
2006 - საერთაშორისო ახალგაზრდული ორგანიზაცია „AIESEC Georgia“, დამფუძნებელი, ვიცე - პრეზიდენტი.
2005 - ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“, პროგრამა - ევროპის სამეზობლო პოლიტიკა (ENP Georgia), კონფლიქტების ჯგუფის ხელმძღვანელი.
2001-2004 - აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და აშშ-ის განათლებისა და განვითარების აკადემიის (AED) პროგრამა - „ახალგაზრდა ლიდერები მშვიდობისა და განვითარებისათვის სამხრეთ კავკასიაში“, ტრენერ-კოორდინატორი.
უცხო ენები: ინგლისური, რუსული, უკრაინული.
ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.