აფხაზეთის განთლებისა და კულტურის მინისტრი ბათუმის სახელმწიფო უნივერისტეტის რექტორს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე გიორგი ვოლსკისთან და აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრ დავით ფაცაციასთან ერთად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ტიტე აროშიძეს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამშვიდობო სწავლების ცენტრის შექმნასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები. ასევე ისაუბრეს ცენტრის მნიშვნელობაზე და მსგავს პროექტებში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდაზე.

შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრები, აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრი და უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით თბილისში, ზღვის უბანში მდებარე ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის მე-3 საჯარო სკოლას ესტუმრა და მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებ

ფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით თბილისში, ზღვის უბანში მდებარე ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის მე-3 საჯარო სკოლას ესტუმრა და მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს სწავლის დაწყება მიულოცა.

„დღევანდელი დღე მინდა განსაკუთრებით პირველკლასელებს მოგილოცოთ. ეს არის თქვენი პირველი ნაბიჯები დიდი გზის დასაწყისში და გისურვებთ, რომ ეს გზა წარმატებით გაიაროთ, რადგან განათლება არის ის საფუძველი, რომელიც როგორც თითოეული თქვენგანის, ისე ჩვენი ქვეყნის მომავალს განსაზღვრავს” – აღნიშნა თენგიზ ნასარიძემ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრმა ალიონა ჩხოტუამ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა თეა ჯუღელმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
დოკუმენტი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინიციატივების განხორციელებას, ასევე სამოქალაქო ინტეგრაციისა და ნდობის აღდგენის მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.
 
მემორანდუმის ფარგლებში მხარეები დაგეგმავენ საჯარო ლექციებს, შეხვედრებსა და კონფერენციებს, ასევე ხელს შეუწყობენ აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტების სხვადასხვა პროექტებში აქტიურ ჩართულობას.
 
თანამშრომლობა მიზნად ისახავს ახალგაზრდების გააქტიურებას, ცოდნის გაზიარებასა და იმ საკითხებზე მუშაობას, რომლებიც აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოებისთვის აქტუალური და მნიშვნელოვანია.