აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

2019 წლის 9 თებერვალს ინტელექტუალურ-შემეცნებითი პროექტ “ეტალონი”-ს შესარჩევი ტური გაიმართა

2019 წლის 09 თებერვალს, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზ. №89/24) ინტელექტუალურ-შემეცნებითი პროექტ “ეტალონი”-ს შესარჩევი ტური გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ზემო აფხაზეთიდან დევნილმა მე-8 – მე-11 კლასის მოსწავლეებმა.

ტესტირება “ეტალონი”-ს მიერ მოწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.

ტესტირებას ორგანიზებას უწევდნენ ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ა.რ. მთავრობის წარმომადგენლობის, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ზემო აფხაზეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლები. ტესტირების პროცესს აკვირდებოდა "ეტალონი"-ს წარმომადგენელი.

პირველი ეტაპის ტესტირების შედეგების გათვალისწინებით, ნახევარფინალში გადასული მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ 2018-2019 სასწავლო წლის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის "ეტალონი" მოსწავლის გამოსავლენ ინტელექტ-ჩემპიონატში, რომელიც მიმდინარე წლის 16 თებერვალს გაიმართება.