მთავარი/სამინისტრო/ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
ქალაქ ზუგდიდში ხის დარგვის დღისადმი მიძღვნილი გარემოსდაცვითი ღონისძიება გაიმართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით, ზუგდიდში, ხის დარგვის დღისადმი მიძღვნილი გარემოსდაცვითი ღონისძიება გაიმართა.
 
ღონისძიებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე და ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე მონაწილეობდნენ.
 
ინიციატივის ფარგლებში, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში „აფხაზეთის მწვანე კუთხე“ გაშენდა, სადაც მონაწილეებმა მაგნოლიის ნერგები დარგეს. ღონისძიების სტუმრებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ აფხაზეთის ბუნების ამსახველი ფოტოგამოფენა.
 
გარემოსდაცვით აქციაში აფხაზეთიდან დევნილი 30 მოსწავლე ჩაერთო, რომელთაც აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ და ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა სიმბოლური საჩუქრები, მათ შორის, კოლხური ბზის ნერგები გადასცეს.
 
ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა, აფხაზეთის მეომართა კავშირის მეთაურთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან ქეცბაია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 
ღონისძიების მიზანს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ბუნებრივი გარემოს დაცვის მნიშვნელობის ხაზგასმა და აფხაზეთის ბუნებასთან კავშირის შენარჩუნება წარმოადგენდა.