აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

კონკურსები

კონკურსი „შემოქმედებითი ზაფხული

1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სსიპ „კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო“, საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ “ნატოსა და ევროკავშირის შესახებ სინფორმაციო ცენტრთან” ერთად, აცხადებს ლიტერატურულ-შემოქმედებით კონკურსს სახელწოდებით „შემოქმედებითი ზაფხული“.

ლიტერატურული კონკურსის თემებია:

  •  „მე ევროპელი“ 
  •  „მომავლის აფხაზეთი“. 

   კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევათ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ 6-დან 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს, რომლებმაც საკონკურსო თემატიკიდან გამომდინარე უნდა შექმნან პოეტური, პროზაული ნაწარმოებები, ჩანახატები, ესეები ან შეასრულონ ფერწერული ნამუშევრები.

 საკონკურსო ნამუშევრები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: 

  1. ნაწარმოები შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე და შეესაბამებოდეს კონკურსის თემას.  
  2. ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს MS Word პროგრამაში, შრიფტი (Font) – Sylfaen ან მსგავსი, შრიფტის ზომა – 12, სტრიქონებს შორის დაშორება – 1.5. თითოეული გვერდი უნდა იყოს დანომრილი და ნაშრომის მაქსიმალური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 1000 სიტყვას.
  3. ნახატის ზომა უნდა იყოს არანაკლებ 21X29 სმ-ის. 
  4. ნამუშევრებთან ერთად აპლიკანტებმა უნდა გადმოაგზავნონ შემდეგი მონაცემები:  სახელი, გვარი, ასაკი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტა, საცხოვრებელი მისამართი, სკოლა ან უნივერსიტეტი.
  5. ნაშრომები უნდა გადმოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Culture@csya.ge
  6. ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 5 სექტემბერი.
  7. გამარჯვებულები გამოვლინდებიან 15 სექტემბერს. 

კონკურსში გამარჯვებულებს გამოავლენენ:

  • საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ “ნატოსა და ევროკავშირის შესახებ სინფორმაციო ცენტრი”
  •  ჟურნალ „რიწის“ რედაქცია
  • ჟურნალ „იალქნის“ რედაქცია
  • ბრენდი „ANOUKI“

გამარჯვებული ნაშრომი (პროზა, პოეზია, ფერწერული ნამუშევარი) დაიბეჭდება ჟურნალ „რიწის“ 2020 წლის მესამე და ჟურნალ იალქნის სექტემბრის ნომერში, ხოლო ესეების კონკურსში სამ გამარჯვებულ ახალგაზრდას გადაეცემა ნატოსა და ევროკავშირის  საინფორმაციო ცენტრის მიერ დაწესებული სიმბოლური პრიზები. 

რჩეულ ფერწერულ ნამუშევარს გამოავლენს ცნობილი ქართული ბრენდი „ANOUKI“ და გამოიყენებს მას კოლექციაში.

1  ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან და ჟურნალ  „იალქანის“ 45-ე, საიუბილეო ნომრის პრეზენტაციასთან დაკავშირებით,   სსიპ „კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“  პროექტ  „შემოქმედებითი ზაფხულის“  ფარგლებში, აფხაზეთის N2 (თბილისი) და N5  (ქუთაისი)  საჯარო სკოლის მოსწავლეებს გადაეცემათ ჟურნალ „იალქნის“  სხვადასხვა გამოცემა და  საკანცელარიო ნივთები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით პროექტი მთელი  ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება და  სასაჩუქრე პაკეტები ეტაპობრივად გადაეცემა  აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს.

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ონლაინ კონკურსი მხატვრებისთვის „აფხაზეთი ფერებში

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი აცხადებს ონლაინ კონკურსს მხატვრებისთვის „აფხაზეთი ფერებში“, რომლის მიზანია ახალი სახეების წარმოჩენა და მათი პოპულარიზაცია.

საკონკურსო ნამუშევრები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

  1. კონკურსანტმა უნდა შექმნას ერთი ფერწერული ნამუშევარი აფხაზეთის თემაზე და  წარმოადგინოს მაღალი ხარისხის ფოტო (მინიმუმ 300 პიქსელი რეზოლუციით).
  2. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს, რომელიც წარმოადგენს საკონკურსო თემატიკიდან გამომდინარე ნამუშევარს.
  3. ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 25 ივლისი
  4. კონკურსში გამარჯვებულებს გამოავლენს საკონკურსო ჟიური. კონკურსის ფარგლებში დაიბეჭდება კატალოგი. ასევე, ჟიურის მიერ შერჩეულ 10 მონაწილეს გადაეცემა საჩუქრები.ყველა დაინტერესებულმა პირმა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა გაიაროს რეგისტრაცია ქვემოთ მითითებული აპლიკაციის მეშვეობით:

მონაწილეთა რეგისტრაცია  

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ონლაინ კონკურსი ჟურნალისტებისთვის ,,ენგურს იქით სანაპირო

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი ჟურნალისტებისთვის აცხადებს კონკურსს, სახელწოდებით  ,,ენგურს იქით სანაპირო.

  1. მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს. კონკურსანტმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია ქვემოთ მითითებულ ბმულზე და ატვირთოს აფხაზეთის თემატიკასთან დაკავშირებული ჟურნალისტური ნამუშევარი (სტატია, ესე ან ვიდეო რგოლი).
  2. ერთ მონაწილეს შეუძლია მხოლოდ ერთი ნამუშევრის გამოგზავნა.  
  3. პროექტის გამარჯვებულებს გამოავლენს ჟიური.  I, II, III ადგილის მფლობელებს გადაეცემათ სასაჩუქრე ვაუჩერები:
    I ადგილი - 2000 ლარანი ვაუჩერი
    II ადგილი - 1000 ლარიანი ვაუჩერი
    III ადგილი - 500 ლარიანი ვაუჩერი
  4. 10 საუკეთესო ნაშრომის ავტორი დაჯილდოვდება სამახსოვრო საჩუქრებით და მათი ჟურნალისტური ნამუშევარი გამოქვეყნდება ონლაინ ჟურნალში.
  5. ჟურნალისტური ნამუშევრების გამოგზავნის ბოლო ვადაა 30 ივლისი.

მონაწილეთა რეგისტრაცია  

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ფოტოკონკურსი - „საერთო ტრადიციებით, საერთო მომავლისკენ

 

პროფესიონალი ფოტოგრაფებისა და ფოტოგრაფიის მოყვარულთათვის!

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი აცხადებს ფოტოკონკურსს „საერთო ტრადიციებით საერთო მომავლისკენ“. პროექტის  მთავარი გამოწვევაა ქვემოთ მოცემული საკონკურსო თემების ერთი კადრით გადმოცემა:

  1. წარმატებული აფხაზეთელები (მათი წარმატებული საქმიანობის წარმოჩენა)
  2. დევნილთა კომპაქტური ჩასახლებები
  3. როგორია „თქვენი გზავნილი“ ენგურს მიღმა მცხოვრები თანამოქალაქეებისათვის.
  4. თქვენი ხედვა ევროპულ სივრცეში ერთიანი საქართველოს იდეისა.
  5. საერთო ტრადიციებით საერთო მომავლისკენ

პროექტს ეყოლება ჟიური, რომელიც 20 საუკეთესო ფოტოს შეარჩევს და მათგან გამარჯვებულებს შემდეგ საპრიზო ნომინაციებში გამოავლენს:

  • პროექტის რჩეული (1500 ლარის სასაჩუქრე ვაუჩერი)
  • საუკეთესო გზავნილი (800 ლარის სასაჩუქრე ვაუჩერი)
  • ყველაზე კრეატიული (700 ლარის სასაჩუქრე ვაუჩერი) 

მონაწილეებისთვის მთავარი ამოცანაა ფოტო-კადრის, ე.წ. „მესიჯ ბოქსად“ გარდაქმნა და ენგურს მიღმა დარჩენილი თანამოქალაქეებისთვის გაგზავნა, როგორც სურვილი და ხედვა ჩვენი საერთო მომავლისა.
ყველა დაინტერესებულმა პირმა, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა გაიაროს რეგისტრაცია ქვემოთ მითითებული აპლიკაციის მეშვეობით.

რეგისტრაციის გავლის ბოლო ვადაა 31 ივლისი

მონაწილეთა რეგისტრაცია