2025-04-25 |
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროსა და ფერიის საჯარო სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრმა გიორგი ძიგუამ და ფერიის სკოლის დირექტორმა ლეილა დუმბაძემ მოაწერეს.
შეხვედრის მონაწილეებმა სამომავლო პროექტებსა და თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე ისაუბრეს. ასევე, ქართულ-აფხაზური ისტორიული ერთობის აღდგენის შესაძლებლობები განიხილეს.
შეხვედრას სამინისტროს თანამშრომლები და სკოლის ადმინისტრაცია ესწრებოდნენ.