"წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის" II ეტაპი იწყება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო "წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის“ 2025 წლის II ეტაპის განხორციელებას იწყებს.
 
პროგრამის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ განსაკუთრებული მიღწევებით, ნიჭიერებითა და წარმატებებით წარმოჩენილი ახალგაზრდები აფხაზეთის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტებული პროგრამების სტუდენტები, ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტებული პროგრამების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტები, ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლოგიური დაწესებულებების რეზიდენტები.
 
მოქალაქეთა განცხადებები მიიღება 1 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით ელექტრონულ პორტალზე - https://portal.abkhazia.gov.ge/signin
 
სტუდენტებს შეუძლიათ საჭირო დამატებითი დოკუმენტაცია წარადგნინონ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში (მისამართი: თბილისი, დ. უზნაძის ქ. №68).
 
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე: 143
 
იხილეთ ვრცლად: https://shorturl.at/yxHiv