2025-05-02 |
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ნათია ფარცვანია დასავლეთ საქართველოში მდებარე სამედიცინო დაწესებულებების სამედიცინო პერსონალს შეხვდა
სამედიცინო ცენტრ "დიომედის“ გენერალური დირექტორი ნათია ფარცვანია სამუშაო ვიზიტით დასავლეთ საქართველოში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებულ სამედიცინო პერსონალს შეხვდა.
ვიზიტის ფარგლებში პოლიკლინიკების თანამშრომლებთან სამუშაო და გაცნობითი შეხვედრები გაიმართა.
შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პოლიკლინიკების სამომავლო განვითარების გეგმებზე, მათ შორის, დევნილი მოსახლეობისთვის პირველადი ამბულატორიული სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე, სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების აუცილებლობაზე.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მერაბ მარაქველიძე, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლაშა დოლბაძე და სამედიცინო ცენტრ „დიომედის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.