2025-09-23 |
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო
აფხაზეთიდან დევნილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდებისა და მათი მშობლებისთვის პროექტი „აფხაზეთიდან დევნილი შშმ მოზარდების ინტეგრაციისა და სოციალიზაციის ხელშეწყობა“ განხორციელდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს ორგანიზებით დაბა ბაკურიანში აფხაზეთიდან დევნილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდებისა და მათი მშობლებისთვის პროექტი „აფხაზეთიდან დევნილი შშმ მოზარდების ინტეგრაციისა და სოციალიზაციის ხელშეწყობა“ განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში, ხუთი დღის განმავლობაში ბენეფიციარებმა და მათმა მშობლებმა მონაწილეობა მიიღეს ტრენინგებში, რომლებიც ითვალისწინებდა მონაწილეების სახელოვნებო, სპორტულ და თერაპიულ აქტივობებში ჩართვას, ფსიქოლოგიური ტრავმების, კრიზისული მდგომარეობებისა და ფსიქოსოციალური გამოწვევების დაძლევას, ასევე, მათი სოციალური ჩართულობისა და ინტეგრაციის ხელშეწყობას.
პროექტის მონაწილეებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი შეხვდნენ, დაესწრნენ ბენეფიციართა აქტივობების ჩვენებას, მონაწილეთა ნამუშევრების პრეზენტაციას და მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს.





