2025-09-12 |
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო
აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის პროექტს ,,სამართლის კვირეული“ ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდები იუსტიციის სახლში იმყოფებოდნენ.
აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის პროექტს ,,სამართლის კვირეული“ ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდები იუსტიციის სახლში იმყოფებოდნენ.
შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ქართული სამართლის ჰოლოგრამული მუზეუმი დაათვალიერეს და ქართული სამართლის განვითარების მრავალსაუკუნოვან ისტორიასა და უძველესი სამართლის ძეგლებს გაეცნენ. ასევე, მიიღეს ინფორმაცია იუსტიციის სახლის მიერ შემოთავაზებული სერვისების, მათი ხელმისაწვდომობისა და საჯაროობის პრინციპების შესახებ.
ღონისძიების მონაწილე ახალგაზრდებს სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრმა ალიონა ჩხოტუამ და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი დგებუაძემ მიმართეს, რომელთაც ახალგაზრდებთან სამართლებრივი საკითხებისა და სერვისების შესახებ, ასევე ამ მიმართულებით სხვადასხვა პროექტების განხორციელებაზე ისაუბრეს.
ღონისძიებაში აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრის მოადგილე თემურ გასვიანი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძე და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია მონაწილეობდნენ.
,,სამართლის კვირეული“-ს ფარგლებში, 5 დღის განმავლობაში აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები (I-IV კურსის სტუდენტები) თელავში ტრენინგებს გაივლიან და მიიღებენ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უწყებებების მიერ შემოთავაზებული სამართლებრივი სერვისების შესახებ, აიმაღლებენ ცოდნას ისეთ საკითხებზე, როგორიც არის: მეტყველების ხელოვნება და პრეზენტაციული უნარები (ეფექტური კომუნიკაცია, სხეულის ენა, ემოციების მართვა, დარწმუნების ხელოვნება და აუდიტორიის მართვა, Elevator speech-სწრაფი პოზიციის ჩამოყალიბება); საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები (ადამიანის უფლებათა სამართლის თეორია, ადამიანის უფლებათა კლასიფიკაცია, ადამიანის უფლებების წახალისება და დაცვა, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კონსტიტუციური გარანტიები); სისხლის სამართლის იმიტირებული პროცესის მომზადება.
პროექტის ბოლოს მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები.





