2025-09-27 |
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქი ინტეგრაციის მინისტრ ალიონა ჩხოტუასთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში წირვას დაესწრო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქი ინტეგრაციის მინისტრ ალიონა ჩხოტუასთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში წირვას დაესწრო.
ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ ჯვართამაღლების დღესთან დაკავშირებით წირვა-ლოცვა აღავლინა და აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
სამების საკათედრო ტაძარში წირვას, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეები ესწრებოიდნენ.




