„აფხაზეთიდან დევნილი შშმ მოზარდების ინტეგრაციისა და სოციალიზაციის ხელშეწყობა“

„აფხაზეთიდან დევნილი შშმ მოზარდების ინტეგრაციისა და სოციალიზაციის ხელშეწყობა“
პროექტი აფხაზეთიდან დევნილი და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები შშმ მოზარდებისა და მათი მშობლებისთვის/მეურვეებისთვის.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო იწყებს ხუთდღიან პროექტს „აფხაზეთიდან დევნილი შშმ მოზარდების ინტეგრაციისა და სოციალიზაციის ხელშეწყობა“, რომელიც განხორციელდება მიმდინარე წლის 21-25 სექტემბერს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში.
პროექტის მიზანია აფხაზეთიდან დევნილი და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 8-15 წლის 20 მოზარდისა და მათი მშობლების/მეურვეების ფსიქოსოციალური მხარდაჭერა, მათი ცალ-ცალკე და ერთობლივად სახელოვნებო, სპორტულ და თერაპიულ აქტივობებში ჩართვა, ბენეფიციართა შესაძლო ფსიქოლოგიური ტრავმების, კრიზისული მდგომარეობებისა და ფსიქოსოციალური გამოწვევების დაძლევა. ასევე, მათი სამოქალაქო და სოციალური ინტეგრაციის მხარდაჭერა.
პროექტის თემატიკა:
- შვილის განვითარების თავისებურებების გაცნობიერება, მისი მხარდაჭერა და ემოციური თანადგომა
- სტრესი, დაბნეულობა და განტვირთვის ტექნიკა
- მშობლის როლი შვილის განვითარების პროცესში
- ბავშვთან თანაზიარობა და ურთიერთობის გაღრმავება
- სახელმწიფო სერვისები შშმ დევნილებისთვის: შენი უფლება, შენი რესურსი
- თვითშემეცნება და თვითშეფასება (თვითგამოხატვის წახალისება ხატვის, სიმბოლოს შექმნისა და ფერთა საშუალებით)
- ემოციების გაცნობიერება და გამოხატვა (მოძრაობითი თერაპია, თავისუფალი ცეკვა და სხეულის ენით ემოციური თვითგამოხატვა)
- კომუნიკაციის უნარების გაძლიერება (ჯგუფური სიმღერა, მუსიკალური თამაშები და სხვა)
- შემოქმედებითი აზროვნება
- სხვადასხვა კრეატიული ნამუშევრების შექმნა და გამოფენა/პრეზენტაცია
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 09 სექტემბერი
რეგისტრაციის ბმული: https://docs.google.com/.../1FAIpQLSek1z2z.../viewform
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
justice@abkhazia.gov.ge
ცხელი ხაზი: 143