აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის პროექტი „ჯადოსნური დღეები“ დასრულდა.

ბავშვთა გასართობი ღონისძიება, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის დავალებით განხორციელდა სადაც აფხაზეთიდან დევნილმა 3-დან 12 წლამდე ასაკის 3000-მდე ბავშვმა მიიღო მონაწილეობა.

პროექტი აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებითა და აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა, რომელიც მრავალფეროვან გასართობ აქტივობებს, გუნდურ და ინტერაქტიულ თამაშებს მოიცავდა.

ღონისძიებებს სხვადასხვა ლოკაციებზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტის ფარგლებში ღონისძიებები საქართველოს მასშტაბით რვა ქალაქში, დევნილთა ათ კომპაქტურ ჩასახლებაში, ერთი თვის მანძილზე მიმდინარეობდა.