2025-12-08 |
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა, გლდანში, პროექტ “ჯადოსნური დღეების” ფარგლებში გამართულ, შემეცნებით-გასართობ ღონისძიებას დაესწრო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა, გლდანში, პროექტ “ჯადოსნური დღეების” ფარგლებში გამართულ, შემეცნებით-გასართობ ღონისძიებას დაესწრო.
„კიდევ ერთი ლამაზი დღე ვაჩუქეთ დევნილ ბავშვებს. აფხაზეთის მთავრობა მსგავს ღონისძიებებს მომავალშიც აქტიურად განახორციელებს”-განაცხადა ალიონა ჩხოტუამ
პროექტი „ჯადოსნური დღეები“, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით დევნილთა 10 კომპაქტურ ჩასახლებაში განხორციელდა და მასში 3000- ზე მეტმა აფხაზეთიდან დევნილმა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა.




