აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია ისრაელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, იერუსალიმის პატრიარქ თეოფილე მე- III-ს შეხვდნენ.
შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოსა და იერუსალიმის ეკლესიებს შორის არსებულ ისტორიულ კავშირებზე ისაუბრეს. დავით ფაცაციამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე.
იერუსალიმის პატრიარქმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დელეგაციის წევრები დალოცა და მათ წარმატებები უსურვა.
შეხვედრას, ასევე აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის მოადგილე იგორ კოპალიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო – ანალიტიკური ცენტრის დირექტორი ეკატერინე წივწივაძე ესწრებოდნენ.






