აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე, მინისტრის პირველი მოადგილე ლევან თევზაია და მინისტრის მოადგილე მიხეილ ანჩაბაძე, ქალაქ ქუთაისში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ ოჯახებს ეწვია, შობა-ახალი წელი მიულოცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე, მინისტრის პირველი მოადგილე ლევან თევზაია და მინისტრის მოადგილე მიხეილ ანჩაბაძე, ქალაქ ქუთაისში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ ოჯახებს ეწვია, შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ნობათი გადასცა.
 
სადღესასწაულო ნობათი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა მრავალშვილიანმა, სოციალურად დაუცველმა, ომის ვეტერანმა და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებმა მიიღეს.
 
საახალწლო ნობათების დარიგების პროცესი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს კოორდინაციით, საქართველოს ყველა რეგიონში მიმდინარეობს.