-
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ცხელი ხაზი
-
სსიპ აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა
-
თხილის შესაწამლი აპარატის თანადაფინანსება
-
სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის - მოტობლოკის თანადაფინანსება
-
მიკრომეწარმეობის ხელშეწყობა
-
პესტიციდების და აგროქიმიკატების თანადაფინანსება
-
საოჯახო და მცირე ზომის სასტუმროების მართვის პროგრამული უზრუნველყოფის თანადაფინანსება
-
ბიზნეს პროცესების მართვის პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის თანადაფინანსება
-
პროფესიული და სამეწარმეო უნარების განვითარების თანადაფინანსება
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
ახალი ამბები
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
2026-10-31
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით, ქალაქ ფოთში, შავი ზღვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე, მინისტრის მოადგილე მიხეილ ანჩაბაძე და ფოთის მერის მოადგილე მამუკა პაპასკირი ესწრებოდნენ. ასევე, მონაწილეობდნენ აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლეები, მასწავლებლები და სამინისტროს თანამშრომლები.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა შავი ზღვის დაცვის თემაზე საკუთარი გზავნილები მოამზადეს და აფხაზეთის, შავი ზღვისა და მშვიდობიანი მომავლის შესახებ სურვილები და სათქმელი გამოხატეს. მონაწილეებმა ასევე ხელი მოაწერეს შავი ზღვის დაცვის მანიფესტს. ღონისძიების დასასრულს ბავშვებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
ღონისძიების მიზანი შავი ზღვისა და აფხაზეთის უნიკალური ბუნებრივი გარემოს მნიშვნელობის წარმოჩენა, ეკოლოგიურ საკითხებზე ცნობიერების ამაღლება და ახალგაზრდებში გარემოს დაცვისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბება იყო.
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
2026-10-24
აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით, თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩის №11-ში მდებარე დევნილთა დასახლებაში გამწვანების აქცია მოეწყო.
აქციაში ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მიხეილ ანჩაბაძე და სამინისტროს თანამშრომლები მონაწილეობდნენ. მათ დევნილთა დასახლების ტერიტორიაზე ნერგები დარგეს, რითაც დასახლების გამწვანებასა და საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებაში წვლილი შეიტანეს.
მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს მწვანე სივრცეების გაფართოებას, გარემოზე ზრუნვასა და მოსახლეობისთვის უფრო ჯანსაღი და სასიამოვნო საცხოვრებელი გარემოს შექმნას
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
2026-10-23
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით, ზუგდიდში, ხის დარგვის დღისადმი მიძღვნილი გარემოსდაცვითი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე და ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე მონაწილეობდნენ.
ინიციატივის ფარგლებში, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში „აფხაზეთის მწვანე კუთხე“ გაშენდა, სადაც მონაწილეებმა მაგნოლიის ნერგები დარგეს. ღონისძიების სტუმრებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ აფხაზეთის ბუნების ამსახველი ფოტოგამოფენა.
გარემოსდაცვით აქციაში აფხაზეთიდან დევნილი 30 მოსწავლე ჩაერთო, რომელთაც აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ და ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა სიმბოლური საჩუქრები, მათ შორის, კოლხური ბზის ნერგები გადასცეს.
ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა, აფხაზეთის მეომართა კავშირის მეთაურთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან ქეცბაია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიების მიზანს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ბუნებრივი გარემოს დაცვის მნიშვნელობის ხაზგასმა და აფხაზეთის ბუნებასთან კავშირის შენარჩუნება წარმოადგენდა.
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
2026-10-05
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მიხეილ ანჩაბაძე „თბილისობა-2026“-ის ფარგლებში გამართულ ღონისძიებას დაესწრო, სადაც თბილისის მერიის ორგანიზებით გამართული გამოფენა-გაყიდვა დაათვალიერა.
თბილისობის ღონისძიებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელი დევნილი მეწარმეები მონაწილეობდნენ. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ მათ მიერ შექმნილ პროდუქციას და შეეძინათ სხვადასხვა სახის ნაწარმი.
დევნილი მეწარმეების მხარდაჭერა, მათი საქმიანობის ხელშეწყობა და პროდუქციის პოპულარიზაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
2026-09-30
აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ლევან თევზაიამ, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახახულევში ხონის მუნიციპალიტეტის მერთან ლადო ჯურხაძესთან და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) რეგიონულ კოორდინატორთან სალიჰ ოზერთან ერთად ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღის შენობა გახსნა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში განახლდა საბავშვო ბაღის ინფრასტრუქტურა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი გოფოძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი გიორგი სუთიძე, ა(ა)იპ ხონის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ეკა სიმონიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
2026-09-30
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ თენგიზ ნასარიძესთან და მინისტრის მოადგილე მიხეილ ანჩაბაძესთან ერთად დაესწრო.
მთავრობის თავმჯდომარემ დევნილ ბენეფიციარებს სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები-მეწარმეობოს ხელშეწყობა, ბიზნესის განვითარების მხარდაჭერა და ახალი პროგრამები გააცნო, ასევე აფხაზეთის მთავრობის მხრიდან მხარდაჭერის გაძლიერებაზე ისაუბრა.
შეხვედრის მონაწილეებმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ განხორციელებული და მოქმედი პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიიღეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებულ მხარდაჭერას.
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
2026-09-27
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა თენგიზ ნასარიძემ საქართველოს ეროვნული გმირის მამია ალასანიას საფლავი ყვავილებით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.
ეროვნული გმირის საფლავზე, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მიხეილ ანჩაბაძე და სამინისტროს თანამშრომლები იმყოფებოდნენ.
1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს რუსმა ოკუპანტებმა და აფხაზმა სეპარატისტებმა უშიშროების პოლკოვნიკი მამია ალასანია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მთავრობის სახლის წინ დახვრიტეს.
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
2026-09-21
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის, ზუგდიდის ტექნოპარკში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ თენგიზ ნასარიძესთან ერთად დაესწრო. მთავრობის თავმჯდომარემ დევნილ ბენეფიციარებს სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები და ახალი პროგრამა გააცნო, ასევე აფხაზეთის მთავრობის მხრიდან მხარდაჭერის გაძლიერებაზე ისაუბრა.
შეხვედრაზე მონაწილეებს გააცნეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განხორციელებული და მოქმედი პროგრამები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებულ მხარდაჭერას.
ღონისძიების მონაწილეებმა დევნილი ბენეფიციარებისთვის გადაცემული მოტობლოკები და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა დაათვალიერეს. გიორგი ჯინჭარაძე და თენგიზ ნასარიძე პროგრამის მონაწილე ბენეფიციარებს შეხვდნენ და მათი საჭიროებები მოისმინეს.
ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის წევრები და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
2026-09-15
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ქუთაისში, აფხაზეთის №5 საჯარო სკოლას ესტუმრა და მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს სწავლის დაწყება მიულოცა.
თენგიზ ნასარიძემ, აფხაზეთის ა/რ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრის მოადგილე ელენე არდაზიშვილთან ერთად მოსწავლეებს სიტყვით მიმართა, წარმატებული სასწავლო წელი უსურვა და პირველკლასელებს საჩუქრები გადასცა.
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
2026-08-24
20-21 აგვისტოს ბათუმში „შავი ზღვის თაფლის ფესტივალი“ გაიმართა. ფესტივალს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მიხეილ ანჩაბაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა და აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეები, რომლებმაც სტუმრებს თაფლისა და მეფუტკრეობის მრავალფეროვანი პროდუქცია, ასევე ხელნაკეთი ნივთები წარუდგინეს.
ფესტივალი ტრადიციულად, ყოველწლიურად იმართება და ხელს უწყობს მეფუტკრეობის დარგის პოპულარიზაციას, ადგილობრივი წარმოების განვითარებასა და ცნობადობის გაზრდას.
ღონისძიება აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს, აჭარის მეფუტკრეობის ბიზნეს ასოციაციისა და აჭარის სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა.