აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა სამინისტროს 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა გიორგი ძაძამიამ, სამინისტროს 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

წარდგენაზე მინისტრმა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან ღონისძიებებსა და შედეგებზე, ასევე სამინისტროში დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა. მოხსენებაში მინისტრმა აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივების მუშაობის შედეგები და აფხაზეთის კულტურის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტები მიმოიხილა.

მინისტრის ანგარიშის წარდგენის შემდგომ მოწვეულ სტუმრებს სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ მიმართეს.

ღონისძიების ბოლოს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდამჭერი ორგანიზაციებისა და აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივების ხელმძღვანელები დაჯილდოვდნენ.

ანგარიშის წარდგენას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს, აფხაზეთის კულტურის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საააგენტოს, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.