დავით ფაცაცია ლიტერატურულ-კომპოზიციურ საღამოს - „სიყვარული აგვამაღლებს“ დაესწრო

დავით ფაცაცია აფხაზეთის მე-5 საჯარო სკოლის ორგანიზებით დედაენის დღისადმი მიძღვნილ ლიტერატურულ-კომპოზიციურ საღამოს - „სიყვარული აგვამაღლებს“

დაესწრო.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს აფხაზეთის თემაზე შექმნილი ლექსები და სიმღერები.

,,მომავალი თაობის აღზრდა ეროვნულ-პატრიოტულ ღირებულებებსა და ტრადიციებზე, ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისა და უკეთესი მომავლისკენ მიმავალი უმთავრესი გზაა.

მადლობას ვუხდი თითოეულ ორგანიზატორსა და მონაწილეს ამ საღამოსთვის. სწორედ მსგავსი ინიციატივებია ის მყარი საფუძველი, რომელზეც ერთიან საქართველოს ავაშენებთ’’- განაცხადა დავით ფაცაციამ.