აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია თბილისის საგუნდო მუსიკის XVI საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გამართულ კონცერტს დაესწრო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია თბილისის საგუნდო მუსიკის XVI საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გამართულ კონცერტს დაესწრო.

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში, გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო კაპელამ და თურქეთის გუნდმა „რეზონანსმა“ მაყურებლის წინაშე საგუნდო მუსიკის მრავალფეროვანი პროგრამა წარმოადგინეს.

აფხაზეთის სახელმწიფო კაპელის მიერ შესრულებული სასულიერო და კლასიკური საგუნდო ნაწარმოებები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან თევზაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TiKA) თბილისის ოფისის კოორდინატორი სალიჰ ოზერი, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

თბილისის საერთაშორისო საგუნდო მუსიკის ფესტივალი 2011 წელს დაფუძნდა და მისი მიზანია განავითაროს ქართული საგუნდო მუსიკა, ხელი შეუწყოს საგუნდო საშემსრულებლო ტრადიციების შენარჩუნებას, მსმენელს გააცნოს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე გუნდების შემოქმედება.