ღონისძიების ინიციატორი და ორგანიზატორი სოხუმელი მწერალი, კომპოზიტორი, უმაღლესი საბჭოს სამშვიდობო ღონისძიებების კოორდინატორი ნინო მირცხულავაა.
პროექტი „აფხაზეთის ხმები“ აერთიანებს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომლებმაც დევნილობის თანმდევი სირთულეების მიუხედავად, შეძლეს საკუთარი პოტენციალის რეალიზება და სხვადასხვა სფეროში წარმატების მიღწევა.
პროექტის მიზანია ისტორიული მეხსიერების შენარჩუნება, ახალგაზრდებში მოტივაციის, თვითრწმენისა და მომავლის იმედის გაძლიერება.
მადლობას ვუხდი ღონისძიების ორგანიზატორებსა და თითოეულ მონაწილეს ამ მნიშვნელოვანი ინიციატივისთვის. მსგავსი პროექტები კიდევ ერთხელ გვახსენებს ჩვენს საერთო მიზნებს და იმ სულისკვეთებას, რომელიც აფხაზეთში დაბრუნების იმედსა და რწმენას უკავშირდება."- განაცხადა დავით ფაცაციამ.






