ღონისძიების ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა გაცნობოდა აფხაზეთის მთავრობის ერთიან ელექტრონულ პორტალს portal.abkhazia.gov.ge-ს, მიეღო ინფორმაცია აფხაზეთის მთავრობის მიერ დაგეგმილი პროგრამებისა და პროექტების შესახებ, ასევე ადგილზე გაევლო რეგისტრაცია. სამინისტროს თანამშრომლებმა და ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრებმა სტუმრებს პორტალის ფუნქციონალისა და ხელმისაწვდომი სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
ღონისძიების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ბანერმა „სამშვიდობო გზავნილები“, სადაც მშვიდობის, ერთიანობისა და მომავლის შესახებ საკუთარი გზავნილები დაწერეს მოსულმა სტუმრებმა.
საინფორმაციო სივრცე მიზნად ისახავდა აფხაზეთის მთავრობის ერთიანი ელექტრონული პორტალის ცნობადობის გაზრდას, საზოგადოებასთან უშუალო კომუნიკაციის გაღრმავებასა და მოქალაქეების ინფორმირებას აფხაზეთის მთავრობის მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამების შესახებ.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ადგილობრივი ხელისუფლების და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„აფხაზეთობა 2026" 18 მაისს ქალაქ ზუგდიდიდან დაიწყო და 24 მაისის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ქალაქში სხვადასხვა კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებებით გაგრძელდება.






