„აფხაზეთის მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამაზე“  განაცხადების მიღება იწყება

პროგრამის მიზანია დოქტორანტების, მეცნიერებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლების მხარდაჭერა, მათი საერთაშორისო აკადემიურ და სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობა, ასევე მაღალი კვალიფიკაციის მქონე სამეცნიერო და პედაგოგიური კადრების განვითარების წახალისება, ფინანსური მხარდაჭერა.

ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ აფხაზეთის მკვიდრი მეცნიერები და მაღალი აკადემიური მოსწრების დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტები.

დაფინანსება გაიცემა სამი მიმართულებით:

სამეცნიერო ნაშრომების გამოცემა და მეცნიერული კვლევების გამოქვეყნება (განაცხადები მიიღება მიმდინარე წლის 1 ნოემბრამდე);

ერთჯერადი სტიპენდია აკრედიტებული სადოქტორო პროგრამების დოქტორანტებისთვის (განაცხადები მიიღება 10 ივლისამდე);

სამეცნიერო დაწესებულებებისა და დამსახურებული მეცნიერების საიუბილეო თარიღების აღნიშვნის ფარგლებში, ფულადი პრემია და დიპლომები (განაცხადები მიიღება წლის ბოლომდე, ჯილდო გაიცემა საიუბილეო თარიღის აღნიშვნის ვადაში).

პროგრამის დეტალური აღწერა, ინფორმაცია საკონკურსო მოთხოვნების, შეფასების კრიტერიუმებისა და სავალდებულოდ წარსადგენი დოკუმენტაციის შესახებ იხილეთ ბმულზე  

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გაეცნონ კონკურსის პირობებს და დადგენილ ვადებში წარმოადგინონ განაცხადები.

განაცხადის ფორმის შევსება შესაძლებელია აფხაზეთის მთავრობის ერთიან ელექტრონულ პორტალზე