ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა. ღონისძიება ქობულეთის სამედიცინო ცენტრში ჩატარდა და მას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი დაესწრო.
 
აქციის ფარგლებში ბენეფიციარებს თბილისიდან მოწვეული სხვადასხვა მიმართულების ექიმი-სპეციალისტები მოემსახურნენ. მათ ჩაუტარდათ სამედიცინო კონსულტაციები და კვლევები, საჭიროების შემთხვევაში კი შესაბამისი მედიკამენტებიც გადაეცათ.
 
აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მსგავს უფასო სამედიცინო აქციებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სისტემატურად ატარებს.